ენოლი
იერსახე
| ენოლი | |
|---|---|
ტბა ენოლი | |
| კოორდინატები: 43°16′20″ ჩ. გ. 4°59′28″ დ. გ. / 43.27222° ჩ. გ. 4.99111° დ. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | ასტურია |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1070 მ |
| ფართობი | 0,1 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 25 მ |
ენოლი (ესპ. Lago Enol) — მყინვარული წარმოშობის მთის ტბა ასტურიაში, ესპანეთში. მდებარეობს კანტაბრიის მთებში, კორნიონის მასივზე, ზღვის დონიდან 1070 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,1 კმ². სიგრძე 750 მ, სიგანე 400 მ. მაქსიმალური ნალექების მოსვლისას სიღრმე 25 მ შეადგენს.[1] ტბის სიახლოვეს, კერძოდ, 600 მ-ში მდებარეობს ტბა ერსინა, რომელთანაც ერთად ქმნის ლაგოს-დე-კოვადონგის მთიან რეგიონს. ტბაზე ეწყობა რეგიონული ცეკვები პასტორის ფიესტის დროს, 25 ივლისს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lago Enol // www.llanes.as. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-04. ციტირების თარიღი: 2019-06-21.
- ↑ DK Eyewitness Travel Guide: Spain, 2013.