ენი ვერშინგი
| ენი ვერშინგი | |
|---|---|
|
ვერშინგი 2022 წელს | |
| დაბადების თარიღი |
28 მარტი, 1977 სენტ-ლუისი, მისური, ა.შ.შ |
| გარდაცვალების თარიღი |
29 იანვარი, 2023 (45 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ა.შ.შ |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | მილიკინის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | Millikin University და Crossroads College Preparatory School |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 1995-2023 |
| მეუღლე(ები) | სტეფენ ფული |
| შვილ(ებ)ი | 3 |
ენი ვერშინგი[1] (დ.28 მარტი, 1977 – გ. 29 იანვარი, 2023 ) — ამერიკელი მსახიობი . ის ცნობილია თავისი სატელევიზიო როლებით, როგორიცაა: რენე უოკერი სერიალში „24“, ჯულია ბრაშერი — „Bosch“, ემა უიტმორი — „Timeless“, დოქტორი კელი ნიმანი — „Castle“, ლესლი დინი — „Runaways“, ლილი სალვატორი — „The Vampire Diaries“ და როზალინდ დაიერი — „The Rookie“. მან ასევე გაახმოვანა და შეასრულა ტესის როლი ვიდეოთამაშში „The Last of Us“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერშინგი დაიბადა სენტ-ლუისში, მისურის შტატში, 1977 წლის 28 მარტს.[2] მან დაამთავრა სენტ-ლუისის კროსროუდსის კოლეჯის მოსამზადებელი სკოლა 1995 წელს.[3] ახალგაზრდობაში ის მონაწილეობდა ირლანდიური ცეკვების შეჯიბრებებში და იყო სენტ-ლუისის კელტური სტეპ-დანსის ჯგუფის წევრი.[3] მან მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მუსიკალური თეატრის სპეციალობით მილიკინის უნივერსიტეტში, რომელიც 1999 წელს დაამთავრა.[3][4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერშინგმა სამსახიობო კარიერა სერიალში „Star Trek: Enterprise“ ეპიზოდური როლით დაიწყო, რის შემდეგაც მოწვეული მსახიობის სტატუსით მონაწილეობდა ისეთ შოუებში, როგორიცაა: „Angel“, „Charmed“, „Cold Case“, „Killer Instinct“ და „Supernatural“. 2007 წლის მარტიდან ნოემბრამდე ის ამელია ჯოფის პერიოდულ როლს ასრულებდა ABC-ის საპნის ოპერაში „General Hospital“. ის ასევე მოღვაწეობდა ისეთ თეატრებში, როგორიცაა: Victory Gardens, Marriott Lincolnshire და იუტას შექსპირის ფესტივალი.
ვერშინგი ასრულებდა FBI-ის სპეციალური აგენტის, რენე უოკერის როლს[5] სერიალ „24“-ის მეშვიდე და მერვე სეზონებში.

სერიალ „24“-ში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ვერშინგი მოწვეული მსახიობის სტატუსით გამოჩნდა სხვადასხვა შოუში, მათ შორის: „CSI“, „NCIS“, „Rizzoli & Isles“, „Hawaii Five-00“, „Body of Proof“, „Dallas“, „Revolution“, „Castle“, „Blue Bloods“, „The Vampire Diaries“ და „Touch“.
ვერშინგმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ტაკო ბელის სუპერშექმნილი ლეგენდებისა და ცნობილი პირების სოფტბოლის თამაშში.[6]
2012 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ PlayStation 3-ის ექსკლუზივში „The Last of Us“, ვერშინგი პერსონაჟ ტესის გამხმოვანებელი და მოძრაობის ჩაწერის მსახიობი იყო. მისი პერსონაჟის შესახებ მინიშნებები ჯეფ კილის Twitter-ის ანგარიშზე ვრცელდებოდა, საბოლოოდ კი იგი 2012 წლის 7 დეკემბერს, Spike Video Game Awards-ზე წარდგენილ სიუჟეტურ ტრეილერში გამოჩნდა.
2014 წელს, ის იყო Amazon Prime-ის კრიმინალური შოუს, „Bosch“-ის, პირველი სეზონის მუდმივი მონაწილე.[7] 2022 წელს, ის დაბრუნდა „Star Trek“ ფრენჩაიზში, რათა ეთამაშა ბორგის დედოფალი „Star Trek: Picard“-ის მეორე სეზონში.[8] 2017 წლიდან 2019 წლამდე მას ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა Hulu-სა და Marvel-ის ორიგინალურ სერიალში „Runaways“, სადაც ლესლი დინს განასახიერებდა. 2019-2022 წლებში კი ასრულებდა როზალინდ დაიერის პერიოდულ როლს სერიალში „The Rookie“.[9]
პირადი ცხოვრება, ავადმყოფობა და სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერშინგი 2009 წლის სექტემბერში, ლოს-ანჯელესში მდებარე საკუთარ სახლში, დაქორწინდა მსახიობსა და კომიკოსზე, სტივენ ფულზე.[10] მათ შეეძინათ სამი ვაჟი.[11][12][13]
ვერშინგს კიბოს დიაგნოზი 2020 წლის შუა პერიოდში დაუსვეს, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და გააგრძელა სამსახიობო კარიერა.[14][15][16] იგი 2023 წლის 29 იანვარს, ლოს-ანჯელესში, 45 წლის ასაკში ადენოიდურ-კისტოზური კარცინომით გარდაიცვალა.[17][18]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენი ვერშინგი საიტზე Discogs
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Annie Wersching Biography - Birth Name: Anne Wersching. TV Guide. ციტირების თარიღი: 8 April 2025
- ↑ Annie Wersching: Movies, TV and Bio. Amazon. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2022. ციტირების თარიღი: April 20, 2022
- 1 2 Annie Wersching Bio. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2009. ციტირების თარიღი: February 19, 2009
- ↑ Annie Wersching '99 (July 23, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 23, 2021. ციტირების თარიღი: November 17, 2020
- ↑ Smith, Melodie; Dealer, The Plain. 'Touch' to hold '24' reunion; 'Skyfall' breaks U.K. box-office record; and more (November 5, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 10, 2022. ციტირების თარიღი: February 10, 2022
- ↑ Laymance, Reid. (July 6, 2009) Official celebrity list for All-Star softball game on Sunday en. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 30, 2023. ციტირების თარიღი: January 30, 2023
- ↑ Zumberge, Marianne. (February 4, 2015) Michael Connelly Gives Insight into Detectives at Amazon's 'Bosch' Premiere. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2015. ციტირების თარიღი: December 14, 2015
- ↑ Templeton, Molly. (September 3, 2021) Annie Wersching Will Play the Borg Queen in Star Trek: Picard. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 3, 2021. ციტირების თარიღი: September 3, 2021
- ↑ Blanchet, Brenton. Annie Wersching Honored by 'The Rookie' with Touching On-Screen Tribute After Her Death. Dotdash Meredith. ციტირების თარიღი: 16 February 2023
- ↑ 24's Annie Wersching Expecting a Baby (March 5, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 12, 2019. ციტირების თარიღი: November 12, 2019
- ↑ Annie Wersching Welcomes Son Freddie (August 9, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 15, 2010.
- ↑ Annie Wersching Welcomes Son Ozzie (August 8, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 12, 2019. ციტირების თარიღი: November 12, 2019
- ↑ 'Timeless' Actress Annie Wersching Welcomes Third Child (Exclusive) (December 3, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 4, 2018. ციტირების თარიღი: December 4, 2018
- ↑ Annie Wersching, 24 actress, passes away at 45. CNN (January 29, 2023). ციტირების თარიღი: January 29, 2023
- ↑ Annie Wersching, Who Played Borg Queen on Star Trek: Picard, Dies at 45. The New York Times (January 29, 2023). ციტირების თარიღი: January 29, 2023
- ↑ Haring, Bruce. (January 29, 2023) Annie Wersching Dies: Actress In 24, Bosch And Timeless Was 45. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2023. ციტირების თარიღი: January 29, 2023
- ↑ Annie Wersching In The Last of Us. Starsgab (February 15, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2023. ციტირების თარიღი: 14 October 2024
- ↑ White, Abbey. Annie Wersching, Actress in Bosch, 24, Runaways, Dies at 45 (January 29, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2023. ციტირების თარიღი: January 29, 2023