ენისქვეშა ნერვი
იერსახე

ენისქვეშა ნერვი (ლათ. nervus hypoglossus) — თავის ტვინის XII წყვილი ნერვი, მამოძრავებელი ნერვია, გამოდის მოგრძო ტვინის წინა გვერდითი ღარიდან 10-15 ფესვით, რომლებიც ერთდებიან და მთლიანი ნერვის სახით ტოვებენ ქალას ღრუს კეფის ძვლის ენისქვეშა არხის საშუალებით. ენისქვეშა ნერვის ბირთვი მოთავსებულია მოგრძო ტვინში. ენისქვეშა ნერვი ჩამოდის ქვევით ენისაკენ და ანერვიანებს მის კუნთებს. ენისქვეშა ნერვი უკავშირდება ცთომილ ნერვს, კისრის ზედა სიმპათიკურ კვანძს და კისრის I და II ნერვების წინა ტოტებს. ენისქვეშა ნერვი კისრის წნულის ტოტებთან ერთად ქმნის კისრის მარყუჟს; მისი ტოტები ანერვიანებს ინის ძვლის ქვეშ მდებარე კუნთებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 158.