ენეს კანტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ენეს კანტერი

კანტერი ბლეიზერსთან ერთად 2019 წელს
№ 11 – ბოსტონ სელტიკსი
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 20 მაისი, 1992 (1992-05-20) (27 წლის)
ციურიხი, შვეიცარია
ეროვნება თურქი
უმაღლესი სკოლა სტონრიჯის მოსამზადებელი სკოლა (სიმი ვალეი, კალიფორნია)
სიმაღლე 208 სმ
წონა 113 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2011 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-3
არჩეული იუტა ჯაზი
პროფესიონალური კარიერა 2008–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2008 - 2009 ფერენბაჰჩე
2011 - 2015 იუტა ჯაზი
2015 - 2017 ოკლაჰომა-სიტი თანდერი
2017 - 2019 ნიუ-იორკ ნიქსი
2019 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
2019 - ბოსტონ სელტიკსი
სტატისტიკა NBA.com-ზე

ენეს კანტერი (დ. 20 მაისი, 1992, ციურიხი, შვეიცარია)[1]შვეიცარიაში დაბადებული თურქი პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბის, ბოსტონ სელტიკსის კალათბურთელი. 2011 წლის NBA-ის დრაფტზე იგი იუჯა ჯაზმა პირველი რაუნდის მესამე არჩევნად აიყვანა.

არის პოლიტიკური აქტივისტი: აკრიტიკებს რეჯეფ თაიფ ერდოღანს კრიტიკისა და მხარს უჭერს გიულენის მოძრაობას.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტერი დაიბადა 1992 წლის 20 მაისს ციურიხში, შვეიცარიაში.[3] მისმა მამამ, მეჰმეთ კანტერმა მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ ოჯახი თურქეთში დაბრუნდა. ენესის მამა გახდა ჰისტოლოგიისა და გენეტიკის პროფესორი თრაქიას უნივერსიტეტში.[4] მისი დედა იყო ექთანი. კანტერს 3 ახალგაზრდა დედმამიშვილი ჰყავს: ორი ძმა (მასში შედის კალათბურთელი კერემ კანტერი) და ერთი და.[5]

თინეიჯერობის პერიოდში იგი ჯერ ანკარაში ცხოვრობდა, ხოლო შემდგომ, პროფესიონალური კალათბურთის სათამაშოდ სტამბოლში გადავიდა.[6]

17 წლის ასაკში კანტერი კალათბურთის სათამაშოდ აშშ-ში გადავიდა. თავიდან იგი ჰენდერსონში მდებარე საშუალო სკოლა ფრინდლეი პრებში ჩაირიცხა, ხოლო შემდგომ ბეკლიში მდებარე მაუნთეინ სთეით აკადემიაში გადავიდა. Nike-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, რომლის მიხედვითაც იგი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე იყო, არცერთ სკოლაში არ მიეცა კალათბურთის თამაშის საშუალება. შემდეგ კანტერი ჩაირიცხა სიმი ვალეიში მდებარე სტონრიჯის მოსამზადებელ სკოლაში და აქ მან ერთი სეზონის განმავლობაში კალათBურთის თამაში შეძლო.[6]

2010-2011 წლებში, კანტერი ერთი წლის განმავლობაში კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუტა ჯაზი (2011-2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუტა ჯაზმა კანტერი 2011 წლის NBA-ის დრაფტზე პირველი რუნდის მესამე პიკად აირჩია. არჩევისთანავე მან თქვა: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მე ვიცი რომ იუტა ჯაზის გულშემატკივრები გიჟები არიან და მე მიყვარს ისინი. გუნდს მოვუტან სიმტკიცეს, პოსტ მოძრაობებს, მოხსნებს, ყველაფერს. ვეცდები გავაკეთო ყველაფერი იმისთვის რომ გუნდი Play Off-ში მოხვდეს.“ 2011 წლის 9 დეკემბერს მან გუნდთან რუქი კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2011-2012 წლებში, იგი გახდა მეათე იუტა ჯაზის მოთამაშე რომელმიც რეგულარული სეზონის ყველა თამაშში გამოჩნდა. 27 დეკემბერს, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ გამართულ სადებიუტო მატჩში კანტერმა ჯაზის ახალბედების რეკორდი მოხსნა: მან სადებიუტო შეხვედრაში ყველაზე მეტი, 11 მოხსნა დააგროვა. აღნიშნულ სეზონში მან 66 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ: 4.6 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებდა.

კანტერი ცდილობს დაბლოკოს პატრიკ ბევერლის სროლა 2014 წლის 17 მაისს, ტოიოტა ცენტრში (ჰიუსტონში) გამართული შეხვედრის დროს.

2012-13 წლების სეზონში კანტერმა საშუალო მაჩვენებლები ყველა ძირითად სტატისტიკურ კატეგორიაში გააუმჯობესა; მან გუნდს ქულებში 3-ჯერ, ხოლო მოხსნებში 4-ჯერ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი 22-ჯერ დააფიქსირა. 70 თამაშში (2 სასტარტო შემადგენლობიდან) მან საშუალოდ 7.2 ქულა და 4.3 მოხსნა დააგროვა. 2013 წლის 1 მარტს, შარლოტ ბობკეტსის წინააღმდეგ, ანგარიშით 98-68 მოგებულ შეხვედრაში კანტერმა 20-20 პირველად დააფიქსირა: აღნიშნულ შეხვედრაში კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი, 23 ქულა და 22 მოსნა დააგროვა.[7] მოგვიანებით, სეზონის ბოლო 10 თამაში კანტერმა მარცხენა მხრის ტრამვის გამო გამოტოვა.

2013-2014 წლების სეზონში კანტერი 80 თამაშში (37 სასტარტო შემადგენლობიდან) გამოჩნდა და საშუალოდ 12.3 ქულა და 7.3 მოხსნა დააგროვა. 2014 წლის 3 მარტს მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 27 ქულა, მილოუკი ბაქსთან წაგეულ შეხვედრაში (114-88) დააგროვა.[8]

2014 წლის 16 დეკემბერს კანტერმა ახალი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 29 ქულა, ნიუ-ორლეან პელიკანსის წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში დააგროვა.

ოკლაჰომა-სიტი თანდერი (2015-2017)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 19 თებერვალს კანტერი სამმაგი გაცვლით, რომელშიც ჩართული იყვნენ იუტა ჯაზი, ოკლაჰომა-სიტი თანდერი და დეტროიტ პისტონსი, ოკლაჰომაში გადავიდა.[9] ორი დღის შემდეგ გუნდში შედგა მისი სადებიუტო შეხვედრა, სადაც ორგმაგი დუბლი (10 ქულა, 13 მოხსნა) გამოირჩა; აღნიშნული შეხვედრა ჩარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ შედგა და თანდერის 110–103 გამარჯვებით დასრულდა.[10] 2015 წლის 1 აპრილს მან კარიერის უმაღლესი მაჩენებელი 30 ქულა დალას მავერიკსის წინააღმდეგ 135–131 წაგებულ შეხვედრაში გაიმეორა.[11]

2014-15 წლების სეზონის შემდეგ იგი შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდა. 2015 წლის 9 ივლისს კანტერმა მიიღო 4 წლიანი $70 მილიონი ღირებულების კონტრაქტის შემოთავაზება პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისგან.[12] თუმცა, 3 დღის შემდეგ თანდერმა პორტლენდის შემოთავაზება უარყო და აღნიშნული კონტრაქტი თვითონ გაუფორმა.[13] 2016 წლის 14 მარტს დააფიქსირა სეზონის უმაღლესი მაჩვენებელი 26 ქულა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ 128–94 მოგებულ შეხვედრაში.[14] 6 აპრილს კვლავ ბლეიზერსის წინააღმდეგ კარიერის უმაღლესი მაჩენებელი 33 ქულა და 20 მოხსნა ჩაიწერა პირად მონაგარში, თუმცა გუნდი 120–115 დამარცხდა;[15] აღნიშული შედეგით იგი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 30+ ქულა და 20+ მოხსნა დააგროვა თამაშში.[16] თანდერის დალას მავერიქსის წინააღმდეგ ჩატარებულ პირველი საპლეიოფო სერიის მესამე თამაშში კანტერმა პლეი ოფ-ის კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი 21 ქულა მოიპოვა; იგი გუნდს გამარჯვებასა და სერიაში ლიდერობის (2–1) მოპოვებაში დაეხმარა.[17] სერიის მეოთხე თამაშში კვლავ სეზონის საუკეთესო შედეგის 28 ქულის (13 სროლიდან 12 ჩაგდებული ბურთით) დაფიქსირებით იგი გუნდს კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა და სერიაში ანგარიში 3-1 გახდა.[18]

2016 წლის 28 ნოემბერს კანტერმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი 27 ქულა და 10 მოხსნა ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ 112–103 მოგებულ შეხვედრაში დააფიქსირა.[19] 2017 წლის 26 იანვარს დალას მავერიქსის წინააღმდეგ მიღებული ტრამვის გამო მან 6-8 კვირა გამოტოვა.[20] იგი თამაშს ცხრა გამოტოვებული თამაშის შემდეგ, 2017 წლის 24 თებერვალს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაუბრუნდა; აღნიშნული თამაში 4 ქულით (12 სწოლიდან 2 ჩაგდებული ბურთით) დაასრულა[21]

ნიუ-იორკ ნიქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 25 სექტემბერს ენეს კანტერი დოუკ მაკდერმოტსა და 2018 წლის მეორე NBA დრაფტის მეორე რაუნდის პიკთან ერთად ნიუ-იორკ ნიქსში, კარმელო ენტონის სანაცვლოდ გაიცვალა.[22] ნიუ-იორკ ნიქსში კანტერის დებიუტი სეზონის პირველ, 2017 წლის 19 ოქტომბერს ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა; თამაში მან 10 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა, ხოლო გუნდი 105–84 დამარცხდა[23] ექვსი დღის შემდეგ ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ 110–89 წაგებულ შეხვედრაში პირად მონაგარში 16 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა.[24] 2017 წლის 29 ნოემბერს, ზურგის სპაზმის გამო გამოტოვებული სამი თამაშის შემდეგ, კანტერმა მაიამი ჰიტის წინააღმდეგ 115–86 მოგებულ შეხვედრაში 22 ქულა და 14 მოხსნა მოიპოვა.[25] 25 დეკემბერს ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ 105–98 წაგებულ შეხვედრაში ქულების მხრივ სეზონის უმაღლეს მაჩვენებელთან ერთად აგრეთვე კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი 22 მოხსნა დააგროვა. იგი შევიდა უილტ ჩემბერლენთან, ბილ რასელითან და ბობ ლანიერთან ერთად შევიდა იმ მოთამაშეთა ჯგუფში, რომლებსაც შობის დღეს 30+ ქულა და 20+ მოხსნა აქვთ დაფიქსირებული.[26] 2018 წლის 30 იანვარს ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ 111–95 მოგებულ შეხვედრაში 20 ქულა, 20 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.[27] 6 თებერვალს გუნდი მიოუკი ბაქსთან 103–89 დამარცხდა; კანტერმა თამაშში 19 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა; ეს იყო მისი ზედიზედ მეექვსე ორმაგი დუბლით დასრულებული თამაში; 2010 წლის 9-26 თებერვალში დევიდ ლის სერიის შემდეგ (ზედიზედ 7 თამაშში ორმაგი დუბლი) აღნიშნული ორმაგი ბუდლების სერია ყველაზე გრძელი იყო ნიქსისთვის.[28] 2018 წლის 6 მარტს პორტლენ ტრეილ პლეიზერსის წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში მას პირად ანგარიშზე 18 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა დაფიქსირებული. ეს იყო კანტერის 32-ე ორმაგი დუბლი სეზონში, რაც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.[29]

2018 წლის 19 ოქტომბერს კანტერმა ნეტსის წინააღმდეგ 107–105 წაგებულ შეხვედრაში 29 ქულა მოიპოვა.[30] ერთი დღის შემდეგ სელტიკსის წინააღმდეგ კვლავ 103-101 წაგებულ შეხვედრაში 17 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა; დაფიქსირებული შედეგით, ზაკ რანდოლფის (2007-2008) შემდეგ გახდა პირველი ნიქსის მოთამაშე, რომელმაც სეზონის პირველ სამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი დააფიქსირა.[31] 5 ნოემბერს ჩიკაგო ბულზთან 116–115 ოვერტაინში წაგებულ შეხვედრაში მან 23 ქულა და 24 მოხსნა დააგროვა.[32] 11 ნოემბერს ორნალდო მეჯიქთან 115–89 წაგებულ შეხვედრაში კანტერმა მიყოლებით მეხუთე ორმაგი დუბლი, 16 ქულა და 15 მოხსნა დააფიქსირა.[33] 25 ნოემბერს მემფის გრიზლისთან 103–98 კვლავ წაგებულ შეხვედრაში 21 ქულითა და კარიერის უმაღლესი მაჩვენებლით, 26 მოხსნით გამოირჩა.[34] დეკემბრის ბოლო პერიოდში კანტერი დააქვეითეს: სათადარიგოთა რიგებში შეიყვანეს (გუნდში როლი შეუმცირეს).[35][36][37] კანტერმა ნიქსზე უარი 2019 წლის 7 თებერვალს თქვა.[38][39]

პორტლენდ ტრეილ პლეიზერსი (2019)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 13 თებერვალს ენეს კანტერმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან გააფორმა კონტრაქტი.[40] გუნდში მისი დებიუტი 21 თებერვალს, ბრუნკინ ნეტსთან 113–99 მოგებულ შევედრაში შედგა; თამაშში მან 18 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.[41] პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის პლეი ოფ-ის ოკლაჰომა-სიტი თანდერთან ჩატარებული სერიის პირველ თამაშში კანტერმა 20 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა; ბილ ვოლტონის და ლამარკუს ოლრიჯის შემდეგ გახდა კლუბის მესამე მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფ-ის თამაშში 18+ მოხსნა და 20+ ქულა დააფიქსირა.[42]

ბოსტონ სელტიკსი (2019-დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც თავისუფალ აგენტთა პერიოდი გაიხსა, ენეს კანტერი 2019 წლის 1 ივლისს, ბოსტონ სელტიკსის შემოთავაზებულ 2-წლიან $10 მილიონის ღირებულების კონტრაქტს დასთანხმდა.[43] ოფიციალურად გუნდს 17 ივლისს შეუერთდა.[44]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტერი მუსლიმანია.

კანტერს ნათქვამი აქვს, რომ კონლეჯში ყოფნის პერიოდში მან ინგლისური ისწავლა ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი-სა და Jersey Shore-ს ყურებით.

კანტერის ახალგაზრდა ძმა, კერემ კანტერი, 2014-2017 წლებში „ვინსკონსინის უნივერსიტეტი-გრინ ბეი“სთვის თამაშობდა.[45] 2017 წელს გრინ ბეიში სწავლის დასრულების შემდეგ, იგი გადავიდა ხავიერის უნივერსიტეტში.[46] 2019 წლის ივლისში კერემი კლუბ იოვენტუტ ბადალონიას შეუერთდა.[47]

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის ზაფხულის პერიოდში ენეს კანტერმა აშშ-ში 16 უფასო საკალათბურთო ბანაკი გამართა. 2019 წლის ზაფხულში დაგეგმილი იყო 40 უფასო საკალათბურთო ბანაკის ჩატარება, თუმცა საბოლოოდ 50-ს უმასპინძლეს.[48] 2020 წლის ზაფხულში 50 ამგვარი უფასო ბანაკის ჩატარებაა დაგეგმილი.[49]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. They Can Take Away Your Country, Just Like That“, The Players' Tribune, 23 May 2017. (en) 
  2. The NBA's Man of Many Faces“, VICE, 17 October 2018. (en) 
  3. Huskies get commitment from 6-foot-10 Turkish star Enes Kanter“, The Seattle Times, November 23, 2009. 
  4. Turkish Team Says It Paid a Top Kentucky Recruit“, The New York Times, September 7, 2010. 
  5. Ep. 20 - NBA Player Enes Kanter“ (Video interview/podcast), Back to School with Maz Jobrani, 20 August 2019. (en) 
  6. 6.0 6.1 Enes Kanter Contains Multitudes“, October 11, 2018. 
  7. Bobcats at Jazz, Friday, March 1, 2013“, NBA, March 1, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 25, 2013. 
  8. The Rundown: Ilyasova scores 31, Bucks beat Jazz 114-88“, NBA, March 3, 2014. 
  9. Thunder Acquires Kanter, Novak, Augustin, Singler and Draft Pick“ (Press release), NBA, February 19, 2015. 
  10. Westbrook nets 33, Thunder top Hornets 110-103 minus Durant“, NBA, February 21, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 23, 2015. 
  11. Mavs beat Thunder 135-131 despite Westbrook triple-double“, NBA, April 1, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 20, 2015. 
  12. Sources: Restricted free agent Enes Kanter signs $70 million max offer sheet with Blazers“, Yahoo Sports, July 9, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - July 11, 2015. 
  13. Thunder Matches Offer Sheet for Kanter“ (Press release), NBA, July 12, 2015. 
  14. Westbrook's triple-double leads Thunder past Trail Blazers“, NBA, March 15, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 15, 2016. 
  15. Trail Blazers defeat Thunder 120-115, clinch playoff berth“, NBA, April 7, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 8, 2016. 
  16. Enes Kanter Records First 30/20 Game in Thunder History (Video). NBA (April 6, 2016).
  17. Durant rallies with 34, Thunder top Mavs 131-102, lead 2-1“, NBA, April 21, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 22, 2016. 
  18. Thunder beat Mavericks 119-108 for 3-1 lead in testy series“, NBA, April 23, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 24, 2016. 
  19. Westbrook with another triple-double as Thunder stop Knicks“, ESPN, November 28, 2016. 
  20. Sources: Enes Kanter out 6-to-8 weeks with fractured forearm“, Yahoo Sports, January 26, 2017. 
  21. Westbrook's triple-double leads Thunder past Lakers, 110-93“, ESPN, February 24, 2017. 
  22. Knicks Trade Carmelo Anthony To Oklahoma City“, NBA, September 25, 2017. 
  23. Thunder top Knicks 105-84 in OKC debuts for George, Anthony“, ESPN, October 19, 2017. 
  24. Tatum, Brown lead rested Celtics past Knicks 110-89“, ESPN, October 24, 2017. 
  25. Kanter leads Knicks to easy win despite Porzingis injury“, ESPN, November 29, 2017. 
  26. Embiid, Redick help 76ers beat Knicks, end 5-game skid“, ESPN, December 25, 2017. 
  27. Knicks rout Nets again to finish sweep of season series“, ESPN, January 30, 2018. 
  28. Giannis dunks over Knicks, who lose Porzingis to knee injury“, ESPN, February 6, 2018. 
  29. Blazers win 8th straight with 111-87 victory over the Knicks“, ESPN, March 6, 2018. 
  30. LeVert's basket gives Nets 107-105 win over Knicks“, ESPN, October 19, 2018. 
  31. Jayson Tatum scores 24 points, Celtics edge Knicks 103-101“, ESPN, October 20, 2018. 
  32. LaVine scores career-high 41 points in double OT win“, ESPN, November 5, 2018. 
  33. Ross, Vucevic lift Magic over Knicks 115-89“, ESPN, November 11, 2018. 
  34. Enes Kanter has 26, Knicks top Grizzlies 103-98“, ESPN, November 25, 2018. 
  35. Gobert leads Jazz past Knicks 129-97“, ESPN, December 29, 2018. „Enes Kanter came off the bench for the second straight game and isn't pleased about his suddenly reduced role with the Knicks“ 
  36. Where Enes Kanter stands after heart-to-heart with Knicks GM“, New York Post, January 2, 2019. 
  37. Enes Kanter - Leaving New York to Join the Portland Trail Blazers“ (Video interview), The Daily Show, 26 February 2019. (en) 
  38. Knicks waive Enes Kanter, Wesley Matthews“, ESPN, February 7, 2019. (en) 
  39. Knicks waive Wesley Matthews, Enes Kanter“, NBA, February 7, 2019. (en) 
  40. Trail Blazers Sign Center Enes Kanter“, NBA, February 13, 2019. 
  41. Center duo of Nurkic, Kanter leads Blazers over Nets, 113-99“, ESPN, February 21, 2019. 
  42. Portland wins Game 1 against the Thunder 104-99“, ESPN, April 14, 2019. 
  43. NBA Free Agency 2019: Enes Kanter reportedly agrees to deal with the Boston Celtics“, NBA, 1 July 2019. (en) 
  44. Celtics Sign Enes Kanter“ (Press release), NBA, July 17, 2019. 
  45. NCAA Tournament: Green Bay's Kerem Kanter excited to play on older brother's home floor“, March 16, 2016. 
  46. Kanter pulling out of NBA Draft, will play at Xavier“, The Cincinnati Enquirer, May 22, 2017. 
  47. El Club Joventut Badalona es reforça amb el polivalent Kerem Kanter. Club Joventut Badalona (22 July 2019).
  48. Yang, Nicole. “In Boston, Enes Kanter wraps up his tour of free basketball camps“, September 28, 2019. წაკითხვის თარიღი: October 5, 2019. 
  49. From State to State, Mosques to Synagogues, There’s No Stopping Enes Kanter’s Record-Breaking Camp Tour“, CloseUp360, 2 August 2019.