შინაარსზე გადასვლა

ენერგი კოტბუსი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენერგი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი კოტბუსის ენერგი
მეტსახელი ენერგეტიკოსები
დაარსდა 1966 წლის 31 იანვარი
სტადიონი მეგობრობა
(ტევადობა: 22 528)
პრეზიდენტი ულრიხ ლეფში გერმანიის დროშა
მწვრთნელი რუდი ბომერი გერმანიის დროშა
კაპიტანი მარკ-ანდრე კრუშკა გერმანიის დროშა
ლიგა 2. ბუნდესლიგა
2011/2012 14
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ენერგი“გერმანიის საფეხბურთო კლუბი ქალაქ კოტბუსიდან. დაარსდა 1963 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1962-63 წლების სეზონის შემდეგ, იმჟამად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული ბრიესკის თერთმეტი ფეხბურთელი კოტბუსს გაემგზავრა და ახლადდაარსებულ SC Cottbus-ს შეუერთდა. თავდაპირველად გუნდი დდრ-ის ჩრდილოეთის პირველობაზე გამოდიოდა, თუმცა ეს გუნდის ისტორიაში წარმატებულ და აღმასვლის პერიოდს ნამდვილად არ განეკუთვნება.

ენერგიული ერის დასაწყისი

როდესაც DTSB ბუნდესხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საკლუბო და სანაკრებო საფეხბურთო დონეების ერთმანეთისგან გამიჯვნა, SCC–ის ფეხბურთელებსაც თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლების საშუალება მიეცათ. ასე დაარსდა 1966 წლის 31 იანვარს ელექტროსადგურის ხელმძღვანელობაზე დაქვემდებარებული კოტბუსის „საწარმოს სპორტული გაერთიანება“. ახლადშექმნილი გუნდის სახელის მოფიქრებაში 450 მოხალისე მონაწილეობდა, საბოლოოდ გუნდს „ენერგი“ დაარქვეს.

აღმავლობის ნაბიჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წლის 7 ივლისის შუადღე. კლაუს სტაბახს პატივი ერგო მეტოქის კარში დაახლოებით ოცი მეტრიდან გაეტანა გოლი, რომელმაც კოტბუსის ენერგის ისტორია შეცვალა. უმაღლეს ლიგაში აღზევებას კოტბუსის ენერგის საშინაო არენაზე გულშემატკივართა რიცხვის გაზრდა მოჰყვა. თუ კი ენერგის სტადიონზე მხოლოდ დერბიზე, Forvert–ის წინააღმდეგ მოდიოდა 11.000 გულშემატკივარი, უმაღლეს ლიგაში აღზევების შემდეგ ამ რაოდენობის გულშემატკივარი ესწრებოდა ენერგის ყველა საშინაო შეხვედრას. თუმცა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი კოტბუსის ენერგისთვის ერთობ არასასიამოვნო გამოდგა. კოტბუსის ენერგმა შინ ჩატარებულ 13 შეხვედრიდან ერთი მატჩის მოგებაც ვერ მოახერხეს.

აღმავლობის პერიოდი

ერთი წლის შემდეგ, მეორე ლიგაში დაქვეითებული კოტბუსის ენერგი, 5 ჩატარებული შეხვედრიდან მოპოვებული 3 ქულით წარმატების მიღწევის იმედებს მაინც იტოვებს. გუნდმა საკუთარი ძალების ღრმად ირწმუნა და ყველასთვის გასაოცარი შედეგი აჩვენა. გუნდმა ზედიზედ 3 შეხვედრის მოგება მოახერხა. კოტბუსის ენერგის პირველი სახელოვანი გამარჯვება სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ენერგეტიკოსებმა უნიონ ბერლინი 5:1 დაამარცხეს (იმჟამინდელი რადიორეპორტაჟი ჰაინც ფლორიან ოერტელს მიჰყავდა, რომელმაც მატჩის მსვლელობისას შემდეგი სიტყვები თქვა: " უნიონ ბერლინი საკუთარ კედლებში საკუთარ დაკრძალვას ზეიმობს "). 1975 წლის 21 ივნისს კოტბუსის ენერგის საშინაო არენაზე 12.000 მაყურებელი ესწრება Wismut Gera–სთან გასამართ შეხვედრას. დღის გმირი, რომელმაც ორივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა, ლოთარ „ლოტე“ შულცი გახდა. 1981 წლამდე ენერგის ფანები კვლავ DDR ლიგის რანგის თამაშებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. FDGB–ის თასის მეოთხედფინალში კოტბუსის ენერგი FC Chemie Halles ხვდება, სადაც 20 მეტრიდან ახლადმოსულ თოვლში, ენერგიმ თავისი ლეგენდარული მეკარის, Andreas Wendtis წყალობით დამატებული დროის შემდეგ, მატჩი სათავისოდ შემოატრიალა და ნახევარფინალში Dynamo dresden–თან თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ფინალში გასვლისთვის მძიმე ორთაბრძოლის გადატანა მოუხდათ – ენერგეტიკოსები დამარცხდნენ.

1984 წელს გუნდში ახალი ერა იწყება. ახალ მწვრთნელთან, Fritz Bohla–სთან ერთად ყველაფერი 180 გრადუსით იცვლება. ფრიტცისთვის სადებიუტო შეხვედრაში კოტბუსის ენერგი Union Berlin–ს დამაჯერებლად ამარცხებს – 4:1. 1986 წლამდე გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენას ვერ ახერხებს, ხოლო გადაწყვეტ თამაშში Neubranderburg–ის წინააღმდეგ 11.000 მაყურებლის წინაშე "მშენებარე" მეგობრობის სტადიონზე კოტბუსის ენერგი შთამბეჭდავ გამარჯვებას აღწევს – 4:0. 1986/87 წლების სეზონში გუნდის ჩამოქვეითება ბოლო თამაშების შედეგების მიხედვით წყდება. ათასზე მეტი ფანი მიაცილებდა ენერგის ბრანდერბურგისაკენ. ბოლო ტურში მოგებული 1:0 არ არის საკმარის უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად. მიზეზი კი Stal Riesa Leipzig–ის Brino-Plaches stadion–ზე 1.FC Lok Leipzig–ი მეგობრულად აღწევს სასურველ შედეგს და ბურთების უკეთესი მაჩვენებლით კოტბუსის ენერგს სჯობნის.

პირველ ლიგაში დამკვიდრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოქვეითების შემდეგ გუნდი კვლავ ერთ მთლიანობად რჩება და ერთსულოვნად აგრძელებს წარმატებისთვის ბრძოლას. საგულისხმოა, რომ საკუთარ არენაზე კოტბუსის ენერგმა, ყველა მეტოქის დამარცხება მოახერხა. 1989/90 წლების სეზონში გუნდი არცერთ თამაშს არ აგებს. საკუთარ მაგიურ გაზონზე – კოტბუსის ენერგი მაყურებელთა დასწრების მხირ მესამე ადგილზს იკავებს ლიგაში. ენერგეტიკოსები მხოლოდ დრეზდენელ და როსტოკელ გულშემატკივართ ჩამორჩნენ. კოტბუსის ენერგი წარმატებული სვლის გაგრძელებას ვერ ახერხებს და კვლავ გერმანიის მესამე ეშელონის გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნება.

1. Bundesliga

თითქმის მთელი ქალაქი იყო გუნდის მშენებლობის პროცესში ჩართული თუმცა მხოლოდ Jens Melzigi და Jörg Schwanke–მ (ერთადერთი მოთამაშე DDR –ის ნაკრებში კოტბუსის ენერგიდან) შეძლეს დრეზდენთან და ბოხუმთან ერთად ბუნდესლიგის საგზურის მოპოვება. გუნდის გაძლიერების მიზნიდ კოტბუსის ენერგის ხელმძღვანელობამ ყველა განათხოვრებული ფეხბურთელი დაიბრუნა და აქცენტი კლუბში აღზრდილ ფეხბურთელებზე გააკეთა. 1991/92 წლების სეზონში გუნდი მესამე ადგილს იკავებს (union Berlin–ის და 1.FC Magdeburg–ის შემდეგ). 1992/93 წლებში კოტბუსის ენერგი გერმანიის საუკეთესო გუნდი ხდება, რომელიც თავდასხმის ხაზის სიძლიერით დაიკვეხნის – გუნდმა ერთ სეზონში 100 გოლის გატანა მოახერხა. 1993/94 წლების სეზონს გუნდი ცხრილის მეორე ადგილზე ასრულებს ასპარეზობას, კოტბუსელები მხოლოდ Union Berlin–ს ჩამორჩნენ.

1990

ახლადდაარსებულ რეგიონალლიგაში თამაში კოტბუსის ენერგისთვის ახალი მოტივაცია იყო. კმარა ამდენი Amateur – დროა მეორე ბუნდესლიგაში გადასვლის! კოტბუსის ენერგმა ახალი მიზნები დაისახა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამუშაოდ გუნდში DDR–ის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, Eduard Geyer ინიშნება. კოტბუსის ენერგი რეგიონალლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს. მიუხედავად რეგიონალლიგაში წარუმატებელი ასპარეზობისა, კოტბუსის ენერგმა მოახერხა ბრანდერბურგის თასის მოგება და ამით DFB–ის თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. სათასო გათამაშების სადებიუტო შეხვედრაში კოტბუსის ენერგი მეორე ლიგის გუნდთან, SV Mappen–თან მარცხდება. 1996/97 წლების სეზონში გუნდს მხოლოდ ერთი წაგება აქვს. შესაძლო 51 ქულიდან კოტბუსის ენერგმა 42 ქულა მოუყარა თავი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად გუნდის ხელმძღვანელობამ კოტბუსის ენერგის დაცვის ხაზი გააძლიერა. ენერგის მაისური მოირგეს მცველებმა – Jens Melzig და Thomas Hoßmang–მა. ნახევარდაცვის ხაზს ვილი კნორადტი ამაგრებს, თავდასხმაში კი Matthias Zimmerling და Jörg Lezic თამაშობენ. 1966 წლის 10 თებერვლიდან მოყოლებული 1997 წლის 11 მაისამდე გუნდს წაუგებელი სერია აქვს და DFB–ის თასის ნახევარფინალურ ეტაპზეც გადის. ვოლფსბურგის, დუისბურგის და სტ. პაულის დამარცხებით კოტბუსის ენერგმა გერმანული ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვა. ფინალში გასული ენერგეტიკოსები ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში შტუტგარტთან მარცხდებიან. მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, კოტბუსის ენერგმა საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მას შემდეგ რაც გერმანული ფეხბურთის კავშირმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, რეგიონალლიგის გამარჯვებული გუნდი პირდაპირ ვერ მოიპოვებდა მეორე ბუნდესლიგაში თამაშის უფლებას, ენერგის დამატებით რაუნდში ორი თამაშის გამართვა მოუწია. Hannover 96–თან თამაშს, რომელიც ენერგის მსგავსად თავისი რეგიონის გამორჩეული გუნდი იყო, 55 000 გულშემატკივარი დაესწრო – შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0. ერთი კვირის შემდეგ განმეორებითი შეხვედრა კი კოტბუსში, მეგობრობის სტადიონზე გაიმართა და სტადიონზე მისულმა 20 000 გულშემატკივარმა საკუთარი გუნდის წარმატება იზეიმა. შეხვედრის მსვლელობისას, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ერთი თვის დამონტაჟებული ელექტროგამანაწილებელი გაფუჭდა. ამ ისტორია დღემდე იხსენებენ გერმანული ფეხბურთის მოყვარულნი, განსაკუთრებით კი ჰანოვერში. როდესაც სტადიონზე სიტუაცია გამოსწორდა და ელექტროენერგია ჩაირთო მსაჯმა კოტბუსის ენერგის კაპიტანი – Melzig–ი მოედნიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, კოტბუსის ენერგმა მეტოქე 3:1 დაამარცხა და მეორე ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

დებიუტანტი გუნდის კვალობაზე კოტბუსის ენერგი მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება და ჯერაც უცნობი დონის სიძნელეებთან ჭიდილში ხშირად გამარჯვებულიც გამოდის. კოტბუსის ენერგმა მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ პირველივე სეზონში გულშემატკივართა სიმპატიები დაიმსახურა და სეზონი წაუგებლად დაასრულა – ცხრილში მერვე ადგილი დაიკავა, რაც გუნდის გულშემატკივართა კმაყოფილების საბაბი გახდა. ამასთანავე წარმატებული გამოდგა სამხარეო გათამაშებაზე ასპარეზობა – გუნდმა Verbandsliga მოიგო. 1998/99 წლების სეზონში კი ენერგი ვეღარ აჩვენებს კარგ თამაშს და სეზონის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე, გასავარდნ ზონაში იმყოფება. გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება ბოლო სამი თამაშის მოგებით მოახერხა. DFB თასის გათამაშებას კოტბუსის ენერგი კი მეორე რაუნდშივე ეთიშება, სადაც პირველი ბუნდესლიგის ბინადარ Borussia Mönchengladbach–თან საკუთარ მოედანზე დამარცხდა – 2:4. 1999/2000 წლების „მილენიუმსეზონი“ კოტბუსისა და აღმოსავლეთ გერმანიის ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. ენერგეტიკოსებმა სეზონი შესაშურად დაიწყეს. სასტარტო სამ შეხვედრაში გუნდმა 9 ქულა მოიპოვა, ბურთების შეფარდებამ კი შთამბეჭდავ მაჩვენებელს მიაღწია – 9:0 კოტბუსელთა სასარგებლოდ. მიუხედავად ასეთი სტარტისა, არავის უნდოდა ეღიარებინა კოტბუსის ენერგის განსაკუთრებული სიძლიერე, ყველა ვარაუდობდა, რომ ენერგეტიკოსებს მალე დაეწყებოდათ ჩავარდნა და მიიჩნევდნენ, რომ ეს აღმავლობა დროებითი იყო. თუმცა სკეპტიკოსები გუნდმა სეზონის ბოლოს საბოლოოდ დაადუმა. თეთრ–წითლები სეზონის მიწურულს კვლავ ინარჩუნებენ მეორე ბუნდესლიგის ლიდერის სტატუსს. ამარცხებენ მიუნხენისა და სტ. პაულის გუნდებს. ხოლო ოფენბახში ჩასული 1500 ენერგის ფანი საკუთარი გუნდის გამარჯვებას ზეიმობს – 2:1 ენერგეტიკოსთა სასარგებლოდ. მეორე ბუნდესლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბოლო ტურის წინა საფეხბურთო ეიფორია ერთი კვირით ადრე დაიწყო. ბოლო ტურის შეხვედრა კოტბუსის ენერგს საკუთარ მოედანზე უნდა ჩაეტარებინა და მატჩამდე 4 დღით ადრე მეგობრობის სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდა. „შეხვედრა შეხვედრათა შორის“ – 2000 წლის 26 მაისი. პარასკევი. 19:00 საათი ბერლინის დროით. კოტბუსის ქუჩებში ვერავინ შეხვდებოდა ადამიანს. 20. 000 გულშემატკივარი სტადიონის ტრიბუნებს ბოლომდე ავსებს, 10 000 გულშემატკივარი კი ტელევიზიისა და რადიოს წინ საუკუნის მატჩის დაწყებას მღელვარედ ელოდა. 19 საათი და 43 წუთი – Fußballgott Detlef Irrgang–ის წყალობით კოტბუსის ენერგი დაწინაურდა 1:0 ენერგეტიკოსების სასარგებლოდ. გოლისგან გამოწვეულმა სიხარულმა ქარიშხლის ტალღასავით გადაუარა ქალაქს. 20 საათი და 04 წუთი – ვასილი მირიუცა გატანილი გოლის ავტორი. კოტბუსის ენერგი მეორე ბუნდესლიგაში გადადის. მოსახლეობა ქუჩებში ზეიმობს – ეს არ იყო მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულთა ზეიმი – ეს იყო ქალაქის გამარჯვება.

ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგაში გადასული კოტბუსის ენერგი თავიდანვე დაცხრილეს მომხვდურებმა. თუმცა ენერგეტიკოსები ნელ–ნელა პოულობენ საკუთარ თამაშს და ფრანკფურტის აინტრახტს ამარცხებენ – 2:0. ეს კი იმას მოწმობდა, რომ ამ გუნდს საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოვლენილი ბუნდესლიგაში და კიდევ ბევრი სურპრიზის შემოქმედი გახდებოდა. კოტბუსის ენერგი საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით მეტოქეებს თავის ნამდვილს სახეს აჩვენებდა და შინ მოთამაშე ენერგეტიკოსებმა კერკეტი კაკლის სახელიც დაისაკუთრეს. ისეთი დიდი გუნდები, როგორებიც არიან Bayern München, Schalke 04 და Herta BSC არიან კოტბუსს დამარცხებულნი ტოვებენ. კოტბუსის ენერგი საკუთარ ქულათა მაქსიმუმს შინ აგროვებს, სტუმრად კი ერთობ სუსტად ასპარეზობს და მხოლოდ მისასალმებელი სტუმრის სტატუსით ჩადის ამა თუ იმ ქალაქში. 2001 წლის 23 თებერვალს კოტბუსის ენერგი გასვლითი შეხვედრის მოგებას ახერხებს. იქ, სადაც კოტბუსელთა წარმატებას ვერავინ ივარაუდებდა, ენერგეტიკოსებმა სტადიონზე მისული გულშემატკივარი დაადუმეს. კოტბუსის ენერგმა Bay Arena–ზე ლევერკუზენის ბაიერს 3:1 მოუგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ვასილი მირიუცა დასახელდა. საერთოდაც მირიუცა იყო ფეხბურთელი, რომელმაც საუკეთესო სეზონი ჩაატარა ბუნდესლიგაში – 11 გოლი, აქედან პირდაპირ გოლად ქცეული 7 საჯარიმო დარტყმა და 11 საგოლე გადაცემა. ამ სეზონში არც ერთი ნახევარმცველი არ იყო ასეთი სახიფათო და შედეგიანი, როგორიც ვასილი მირიუცა იყო. ლევერკუზენთან მოგებული შეხვედრის შემდეგ კვლავ ძველებურად გაგრძელდა ენერგეტიკოსთა ცხოვრება. კოტბუსელები გასვლით შეხვედრებს კვლავ აგებენ ბოხუმსა და როსტოკში – კოტბუსის ენერგი კვლავ სახიფათო ზონაში იმყოფება. კოტბუსის ენერგს მაქსიმალური შედეგის ჩვენებაღა თუ შეუნარჩუნებდა გერმანული ფეხბურთის ელიტაში ადგილს. მეგობრობის სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდა ჰამბურგთან მატჩამდე 3 დღით ადრე – სტადიონზე მისული მაყურებელი განსაკუთრებულმა მღელვარებამ მოიცვა. მართალია ენერგეტიკოსები მალევე დაწინაურდნენ, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ჰამბურგის გამარჯვებით დასრულდა – 2:4 და კოტბუსის ენერგი კვლავ სახიფათო ზონაში იმყოფება. 7.000–ზე მეტი გულშემატკივარი აცილებდა ენერგის საფეხბურთო გუნდს მიუნხენში სათამაშოდ, სადაც ენერგეტიკოსები TSV 1860–ს უნდა დაპირისპირებოდნენ. მსაჯის სასტვენის შემდეგ დაიწყო საფეხბურთო წამება. თუმცა ენერგეტიკოსებმა მოახერხეს 3 ქულის მოპოვება და ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ქალაქი სპონტანურმა ზეიმმა მოიცვა. ასობით გულშემატკივარი ქუჩებში გამოვიდა და შინ დაბრუნებულ ენერგეტიკოსთა მოთამაშეებს აეროპორტი ათასზე მეტი გულშემატკივარი დახვდა.

უმაღლეს დონეზე ჩატარებული სეზონი

ახალ სეზონს კოტბუსის ენერგი ფანტასტიურად იწყებს. ოთხი ტურის შემდეგ ენერგეტიკოსები ბუნდესლიგის მესამე საფეხურზე იმყოფებიან. თუმცა კოტბუსელთა ეს წარმატება დროებითი აღმოჩნდა – ამას მოჰყვა ზედიზედ 14 მოუგებელი შეხვედრა და 5 ფრე. ზამთრის შესვენებაზე დუბაიში შეკრებაგავლილი ენერგი კვლავ პაულობს საკუთარ თამაშს. გუნდი შინ კვლავ სტაბილურად თამაშობს, თუმცა ძველებურად – უხეიროდ ასპარეზობს სტუმრად. 6 საშინაო მოგება (Bremen, herta, rostock, schalke, st.pauli–სთან და freiburg–თან) და გასვლით შეხვედრაში ორი ფრე – გლადბახში და შტუტგრტში ლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტი გახდა. ზედიზედ მეორე სეზონია კოტბუსის ენერგის მაისურით ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები – Marko Topic და Vasile Miriuta მეტოქე გუნდის მცველებსა და მეკარეებს აუარებელ თავსატკივარს უჩენენ. ტრავმის შემდეგ ფორმიდან ამოვარდნილი ვასილი მირიუცას ენერგის ფანები ბოლომდე გვერდით დაუდგენენ და მას სულიერად დაცემის საშუალება არ მისცეს – რაც მალევე აისახა მირიუცაზე და იგი კვლავ შესანიშნავად ათამაშდა. აღსანიშნავია როსტოკის ჰანზასთან გამართული შეხვედრა, სადაც კოტბუსის ენერგის ფანებმა უზარმაზარი ბანერი გააკეთეს, წარწერით – „ვასილი“ ცისკენ აფრენილ ბანერს მირიუცამ სამადლობელი სუპერ–გოლი და ორი საგოლე პასი უძღვნა. კოტბუსელებმა როსტოკის ჰანზა 3:0 გაანადგურეს.

მორიგ ახალ სეზონს ენერგეტიკოსები შესანიშნავად იწყებენ და DFB თასის ფინალისტთან, ლევერკუზენის ბაიერთან ფრედ, თამაშობენ – 1:1. ამის შემდეგ რაც მოხდა, კაიზერ ფრანც ბეკენბაუერი შესანიშნავად აღწერს, როდესაც ამბობდა – "უიმედო მდგომარეობაში არიან "- ციფრები საშინელებას მოასწავებდნენ: 2 მოგება (როსტოკის ჰანზასთან და ბელეფილდის არმინიასთან), 4 ფრე და 11 მარცხი. 10 თამაში საკუთარ მოედანზე – მეტოქე კარში არც ერთი გატანილი გოლი.

მეორე ბუნდესლიგაში ჩამოქვეითების მიუხედავად ენერგეტიკოსები ძველებური შემართებით თამაშობენ. ენერგეტიკოსები 32 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე არიან, თუმცა გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ Lübek–ს ვერ უგებენ და ფრედ თამაშობენ – 1:1. შემდეგ კი გუნდი unterhaching–თან მარცხდება 0:2 და სტუმრად ჩაყოლილი 2.000–მდე ფანის პროტესტს იღებს. მიუხედავად თეორიული შანსისა, ბუნდესლიგისკენ მიმავალი მატარებელი ენერგის გარეშე გაემგზავრა. კოტბუსელთა იმედისმომცემი მომავალი თაობა საკუთარ გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს. 2004/05 წლების სეზონში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა. ლოკალური წარმატებებითა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებით petrik sander–მა გულშემატკივართა ნდობა მოიპოვა. პეტრიკის გუნდმა სასიამოვნო სტუმრის სტატუსი წარსულს მიაბარა და გუნდი გასვლაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გუნდმა სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე 40 ქულიან ბარიერს გადააბიჯა. 34 ტურის შეხვედრა. კოტბუსის ენერგი ერთი ქულით ასწრებს უშუალო კონკურენტს. მიუნხენ 1860–თან მოგება კი საკმარისი იყო აღმასვლისთვის. 15:00 საათზე petrik sander და მისი გაწვრთნილი გუნდი პუნქტუალურად იდგა მეგობრობის სტადიონის გასახდელსა და მოედნის მაკავშირებელ გვირაბში. ენერგეტიკოსებმა შეხვედრა აღმასვლით ჩაატარეს, 3:1 იმარჯვეს და კვლავ დაუბრუნდნენ გერმანული ფეხბურთის ელიტას. ენერგეტიკოსები ბუნდესლიგაში აღზევდნენ.

წლების წინ ბუნდესლიგაში მიღებული გამოცდილება ენერგეტიკოსებმა შესანიშნავად გამოიყენეს და უპირველეს ყოვლისა სტაბილური გუნდის ჩამოყალიბებაზე გააკეთეს აქცენტი. კოტბუსის ენერგი ერთნაირი წარმატებითა თუ წარუმატებლობით თამაშობდა შინ და გარეთ. ენერგეტიკოსებმა უკვე მეორე გასვლით შეხვედრაში მოახერხეს 3 ქულის მოპოვება – გუნდმა ბოხუმი დაამარცხა. საბოლოო ჯამში კოტბუსის ენერგმა 5 გასვლითი შეხვედრის მოგება მოახერხა, მათ შორის ყველაზე სასახელო ბერლინში და დორტმუნდში მოპოვებული გამარჯვებებია. მიუხედავად იმისა, რომ 10 თამაშიდან ვერცერთს ვერ იგებს გუნდი, ფანები მაინც ენდობიან საყვარელ გუნდს და ენერგი ერთხელ იყო მხოლოდ გასავარდნ ზონაში. უმეტესად გუნდი ცხრილის შუა ნაწილში იყო. ბაიერნთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (2:1) გუნდი ბუნდესლიგაში დარჩენას ინაღდებს და 40 ქულიან ბარიერსაც სცდება. ვლად მუნტეანუთი ძლიერდება კოტბუსის ენერგი. სერჟიუ რადუსთან ერთად თავდასხმის წინა ხაზში მოასპარეზე ფეხბურთელი ერთ–ერთი საუკეთესო ხდება. ჯამში წყვილი 28 გოლის გატანას ახერხებს. სერჟიუ რადუ კი ბუნდესლიგის ხუთ საუკეთესო მეგოლეთა ჩამონათვალშია. ჰარმონიულად და გენიალურად თამაშობენ რადუ და მუნტეანუ – თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ ფინანსურად ძლიერი კლუბები შეეცდებოდნენ რომელიმე მათგანის შეძენას, რაც კოტბუსელთათვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს კოტბუსის ენერგთან, არც ერთი მათგანი არ რჩება გუნდში. ვოლფსბურგში მათმა ტრანსფერმა კოტბუსის ენერგის ისტორიაში პირველი მილიონები მოიტანა. 2008 წლის 10 მაისს ენერგი ჰამბურგთან 2:0 იგებს და ამით ლიგაში ადგილის დარჩენას ზეიმობს.

ახალ სეზონში წარუმატებელი ექვსი ტურის შემდეგ გუნდმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და გუნდი bojan Prasnikar–მა ჩაიბარა. ზამთრის შესვენებამდე 3 გამარჯვება, 4 ფრე და 3 მარცხი – Hannover 96–თან მოპოვებული გამარჯვება ლიგაში დარჩენის რწმენას კიდევ უფრო ამყარებდა. პაუზის შემდეგ კოტბუსის ენერგის იმედები ჩაიძირა... ლევერკუზენთან და დორტმუნდთან განცდილი მარცხი (2:3 და 0:2) და ფრე ბოხუმთან (3:3). გუნდი რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად ბუნდესკანცლერის უდიდესი მხარდაჭერისა, ანგელა მერკელის რჩეული გუნდი არასახარბიელოდ თამაშობს.

წარსულიდან

კოტბუსის ენერგი მიუნხენის ბაიერნს ხვდება. ეს მატჩი კოტბუსის ენერგის გულშემატკივართათვის უკანასკნელი შეხვედრა იყო ბუნდესლიგაში – ბაიერნისთვის კი ეს იყო მატჩი, სადაც დაგეგმილი 3 ქულა უნდა აეღო. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა... კოტბუსის ენერგმა ბაიერნი დაამარცხა – 2:0! შესვენებამდე ორივე გოლის ავტორი Branko Jelic გახდა. ეს მატჩი სეზონის ბოლომდე კოტბუსელთათვის ერთ–ერთ საუკეთესო შეხვედრად მიიჩნეოდა. 2008-2009 წლების სეზონში მიუხედავად დაძაბულობისა გუნდი ძლიერდება, მაგრამ პირველივე ტურიდან ენერგეტიკოსებს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის უწევთ გამოსვლა. ჩემპიონ ვოლფსბურგთან და DFB–ის თასის ფინალისტთან, ბრემენის ვერდერთან მოგების შემდეგ კოტბუსის ენერგს შანსებს ზრდიდა. თუმცა ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში ლიგაში დარჩენა–არდარჩენის საკითხი მხოლოდ ენერგეტიკოსებზე და მათ წარმატებულ თამაშზე არ იყო დამოკიდებული. კოტბუსის ენერგი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა.

ბუნდესლიგიდან ჩამოქვეითების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობას ახალი, წელში გამართული და კონკურენტუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბების შანსი მისცა. კოტბუსის ენერგის მთავარი მწვრთნელის პოსტზე Claus Diter Wollitz-ი ინიშნება. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კლუბში ახალი სათამაშო სქემა და ფილოსოფია დანერგა. ამავდროულად ვოლიცი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ვოლიცის პირველი მოთხოვნის თანახმად მთავარი იყო მოთამაშეებს ეთამაშათ ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ტაბლოზე არსებული შედეგის მიუხედავად... ამან კი კოტბუსის გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა. 2010-2011 წლების სეზონშიკოტბუსის ენერგმა ზედიზედ ჩამოიტოვა ბუნდესლიგის ბინადარი კლუბები თასზე Freiburg–ის, Wolfsburg–ის და Hoffenheim–ის ძლევით ვოლიცის გუნდი გერმანიის თასის ნახევარფინალში გადის.

კოტბუსის ენერგი 2011–2012 წლები

თუმცა კოტბუსელთა მიერ შესრულებული „ცეკვა ორ ქორწილში“ წარუმატებლად დასრულდა... ენერგეტიკოსები გერმანიის თასის ნახევარფინალში დუისბურგთან მარცხდებიან. ბუნდესლიგის გათამაშებაში ვოლიცის გუნდი პოზიციებს კარგავს და მესამე პოზიციიდან მეექვსე ადგილზე გადადის, თუმცა ეს შედეგი ახალგაზრდული გუნდისთვის ერთობ შესაშური იყო. ენერგეტიკოსთა ასპარეზობამ გერმანული ტიტანის, რეკორდმაისტერის ყურადღებაც კი მიიქცა. მიუნხენის ბაიერნი კოტბუსის ენერგის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელითა და მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო თავდამსხმელით, გერმანელი ნილს პეტერსენით დაინტერესდა. პეტერსენმა, რომელმაც ერთ სეზონში ენერგეტიკოსთა მაისურით 25 გოლის გატანა მოახერხა, მიუნხენის ბაიერნში გადადის. 2011-2012 წლების სეზონში გუნდი გერმანიის თასის გათამაშებას პირველივე ეტაპიდან ეთიშება. მეორე ბუნდესლიგის გათამაშებაში კი ერთობ უსახურად ასპარეზობს და უკანასკნელ ტურებში მოპოვებული ქულებიუს წყალობით ახერხებს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

მეგობრობა
[[ფაილი:|300პქ]]
სრული სახელი Stadion der Freundschaft
მდებარეობა კოტბუსი, გერმანია
კოორდინატები 51° 45′ 5″ N, 14° 20′ 44″ O
აშენდა 1930
მესაკუთრე ენერგი კოტბუსი
საფარი ბუნებრივი
ტევადობა 22 528
გუნდები
ენერგი კოტბუსი

კოტბუსის ენერგი საშინაო შეხვედრებს სტადიონ მეგობრობაზე (Stadion der Freundschaft) თამაშობს. ბუნებრივსაფარიანი არენა 22 528 მაყურებელს იტევს. სტადიონი ქალაქის ცენტრიდან ზუსტად 2 კილომეტრში არის აშენებული, აქედან გამომდინარე ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან სტადიონამდე მისვლა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე არის შესაძლებელი. ელიზ პარკზე მდებარე სტადიონის შემოგარენში გაშენებულია სავარჯიშო დარბაზები და მოედნები, ასევე სტადიონის ადმინისტრაციული შენობა.

საერთაშორისო შეხვედრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტბუსის ენერგის საშინაო არენას არაერთ საერთაშორისო დონის შეხვედრისთვის უმასპინძლია. 1976 წლის 21 აპრილს გდრ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ნაკრები ალჟირის გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა.

1988 წელს კვლავ გდრ-ის ნაკრები თამაშობს მეგობრობაზე, ამჯერად მათი მეტოქენი პოლონელი ფეხბურთელები არიან. გდრ-ის შემადგენლობაში ასპარეზობენ ულფ კირსტენი, ანდრეას თომი, თომას დოლი, მათიას ზამერი და სხვანი... გდრ ხსენებულ მატჩში 1:2 დამარცხდა.

2004 წელს გერმანიის U21 გუნდი პოლონელ თანატოლებს ხდება, ამ შეხვედრასაც Stadion der Freundschaft მასპინძლობს - დაპირისპირება ფრედ 1:1 სრულდება.

2006 წლის 11 მაისი გერმანიის ქალთა ეროვნული ნაკრები ირლანდიის გუნდს ხვდება, შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

2011 წლის 24 მარტი გერმანიის U20 გუნდი მეგობრობაზე კვლავ პოლონეთს ეთამაშება.შეხვედრას, რომელსაც 2898 მაყურებელი დაესწრო ფრედ - 1:1 დასრულდა.

1989 წლის 5 აგვისტო. DFV-სუპერთასი. BFC Dynamo - Dynamo Dresden თამაშს 22 000 მაყურებელი ესწრება. დაპირისპირება BFC Dynamo-ს გამარჯვებით სრულდება 4:1.

  • გერმანიის თასი
    • ფინალისტი: 1997
  • რეგიონალლიგა: 1
    • გამარჯვებული: 1997
  • გერმანიის 17–წლამდელთა ჩემპიონატი
    • ფინალისტი: 2004
  • ბრანდერბურგის თასი
    • გამარჯვებული: 1995, 1996, 1997, 1998 (U23), 2000 (U23)
  • NOFV-Vereinspokal
    • გამარჯვებული: 2011 (U17)

Der Kader der ersten Mannschaft des FC Energie Cottbus lautet zum Stand 1. Januar 2013:[1][2]

Kader Saison 2012/13
Nr. Spieler Nat. თარიღი სიმაღლე [მ] Fuß Letzter Verein Seit Vertrag bis Nationalspieler
Torhüter
1ტორსტენ კირშბაუმიდროშა: გერმანია გერმანია20 აპრილი 19871,94linksSV Sandhausen20102013ehem. GER-U21
12რენე რენოდროშა: გერმანია გერმანია19 თებერვალი 19791,86beidfüßigVfL Bochum20102014
30მარვინ გლადროვიდროშა: გერმანია გერმანია10 აპრილი 19901,91rechtseigene Jugend20052013[Anm. 1]
31ჟულიენ ლატანდრესე–ლავესკიდროშა: კანადა კანადა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი27 თებერვალი 19911,88linksVancouver Whitecaps2010k. A.ehem. CAN
Abwehr
3ჟულიამ რიპერიდროშა: საფრანგეთი საფრანგეთი30 აპრილი 19851,80linksFC Évian Thonon Gaillard20122014
6უვე მიორლე დროშა: გერმანია გერმანია03 დეკემბერი 19791,88rechtsFC Augsburg20122014
13ჟულიან ბორნერიდროშა: გერმანია გერმანია21 იანვარი 19911,88linksU19 von Rot-Weiß Erfurt20092014ehem. GER-U18
15ალექსანდრ ბიტროფიდროშა: გერმანია გერმანია19 სექტემბერი 19881,86rechtseigene Jugend20022014
16მარტინ დამიდროშა: გერმანია გერმანია02 აპრილი 19941,75rechtseigene Jugend20132015
20კონსტანტინ ენგელიდროშა: გერმანია გერმანია დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი27 ივლისი 19881,78beidfüßigVfL Osnabrück20112013
21უვე ჰუნემაიერიდროშა: გერმანია გერმანია09 იანვარი 19861,89beidfüßigBorussia Dortmund20102013
23მარკუს ბრჟენსკადროშა: გერმანია გერმანია დროშა: პოლონეთი პოლონეთი25 მაისი 19841,96rechtsBorussia Dortmund20092014ehem. GER-U21
33Michael Schulzeდროშა: გერმანია გერმანია13 იანვარი 19891,85rechtsVfL Wolfsburg20132013
Mittelfeld
4[ი[ვიცა ბანოვიჩი]]ხორვატიის დროშა ხორვატია02 აგვისტო 19801,86rechtsSC Freiburg20112014ehem. CRO
7დანიელ ბრინკმანიდროშა: გერმანია გერმანია29 იანვარი 19861,93rechtsFC Augsburg20122015
10დანიელ ადლუნგიდროშა: გერმანია გერმანია01 ოქტომბერი 19871,75rechtsVfL Wolfsburg20102013ehem. GER-U21
11Alexander Ludwigდროშა: გერმანია გერმანია31 იანვარი 19841,77beidfüßigTSV 1860 München20112013ehem. GER-U21
14ნიკოლას ფარინადროშა: საფრანგეთი საფრანგეთი09 აგვისტო 19861,68rechtsFC Évian Thonon Gaillard20122014
18მარკ–ანდრე კრუშკადროშა: გერმანია გერმანია29 ივნისი 19871,75rechtsFC Brügge20092014ehem. GER-U21
22ანდრე ფომიტშოვიდროშა: გერმანია გერმანია07 სექტემბერი 19901,80linksFortuna Düsseldorf20132013
25სტივენ რივიჩიხორვატიის დროშა ხორვატია09 აგვისტო 19851,81beidfüßigNK Istra 196120122014ehem. CRO-U21
37კრისტიან ბიკელიდროშა: გერმანია გერმანია27 იანვარი 19911,78beidfüßigSC Freiburg20132015ehem. GER-U20
Sturm
8ჯონ ჯაირო მოსქუერადროშა: კოლომბია კოლომბია15 იანვარი 19881,92rechtsChangchun Yatai20132015
9მარკო სტიპემანიდროშა: გერმანია გერმანია09 თებერვალი 19911,90linksBorussia Dortmund20122015
27ბუბაკარ სანოგოკოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი17 დეკემბერი 19821,87rechtsAS Saint-Étienne20122014
29დენის სორენსენიდროშა: დანია დანია24 მაისი 19811,93rechtsFC Midtjylland20072013ehem. DEN
Nr. Spieler Nat. თარიღი სიმაღლე [მ] Fuß Letzter Verein Seit Vertrag bis Nationalspieler
  1. Spieler der 2. Mannschaft

ულრიხ ლეფში

სახელი ეოვნება დაბადების თარიღი თანამდებობა
რუდი ბომერი დროშა: გერმანია გერმანია 19. აგვისტო 1957 მთავარი მწვრთნელი
მარკუს ფელდჰოფი დროშა: გერმანია გერმანია 29. აგვისტო 1974 მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
რონი ზაისი დროშა: გერმანია გერმანია 19. ოქტომბერი 1971 მეკარეების მწვრთნელი
მათიას გრაე დროშა: გერმანია გერმანია 11. ნოემბერი 1968 ფიზ. მომზადების მწვრთნელი

ყოფილი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი მოთამაშეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნილს პეტერსენი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Transfermarkt.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  2. Kader auf der Vereinsseite. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-15. ციტირების თარიღი: 2011-07-29.