ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
| ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი | |
|---|---|
|
| |
| დაფუძნდა | 4 თებერვალი, 2024 |
| დამფუძნებელი (-ები) | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) |
| ტიპი | სასწავლო ცენტრი |
| ქალაქი | თბილისი |
| ქვეყანა |
|
| entc.ge | |
ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი — სასწავლო ცენტრი საქართველოში, დაფუძნდა 2022 წლის 4 თებერვალს. ცენტრის დამფუძნებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ).[1]
სტრატეგია და მისია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრის სტრატეგია ეფუძნება გამოცდილებას, ცოდნასა და პროფესიულ მიდგომებს და ფოკუსირებულია სტრატეგიული მიზნების იმპლემენტაციით ეფექტიანი შედეგების მიღებაზე.
- მისია
სასწავლო ცენტრის მისიაა, აქტიურად იყოს ჩართული იმ პრიორიტეტულ საქმიანობებში, რომლებიც მიზნად ისახავს:
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კვალიფიკაციის ამაღლებას;
- ქალთა ჩართულობის ზრდას;
- მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების, ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლებას;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლევების, რეკომენდაციების შემუშავებას;
- სკოლის მოსწავლეების განათლებას და მათ ჩართვას დებატებში მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე.
- მიზნები
სასწავლო ცენტრის ძირითადი მიზნებია:
- ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება;
- დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, კვლევების ორგანიზება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა.
- პროდუქტები და სერვისები
- სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას, მათ შორის:
- სასწავლო კურსები/ტრენინგები;
- საჯარო ლექციები და გაკვეთილები;
- თემატური სემინარები/ვებინარები;
- კონფერენციები და სამეცნიერო ფორუმები;
- მასტერკლასები;
- თემატური კვლევების წარმოება.
- მიზნობრივი აუდიტორია
- სასწავლო ცენტრის პროდუქტები და მომსახურება ორიენტირებულია შემდეგ სამიზნე აუდიტორიაზე:
- მედიის წარმომადგენლები;
- უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები;
- ქალები;
- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები და დაინტერესებული პირები;
- ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები;
- რეგულირებად სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების თანამშრომლები;
- თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების თანამშრომლები;
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, აკადემიური წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
- სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
- პროექტები
- წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის (UNICEF-ის მხარდაჭერით);
- განახლებადი ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში - ქ. ქუთაისის, ქ. ზუგდიდის, ქ. ოზურგეთის სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით (UNICEF-ის მხარდაჭერით);
- ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე - ქ. მცხეთის სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით (ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით);
- სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება (UNICEF-ის მხარდაჭერით);
- დებატები უკეთესი განათლებისთვის - სხვადასხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით (ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით);
- ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ (ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით);
- საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით);
- ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება (ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით);
- დონორები და პარტნიორები
2022-2024 წლებში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ თანამშრომლობა ჩამოყალიბდა სხვადასხვა საერთაშორისო, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან. მათ შორის:
- გაეროს ბავშვთა ფონდი;
- ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი;
- ფრიდრიხ ებერტის ფონდი;
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- USAID;[2]
- ERRA;
- ISET;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საჯარო აუდიტის ინსტიტუტი;
- ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
- ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ცენტრი;
- საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია — GREDA;
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი;
- მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) სამსახური;
- სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი;
- კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი;
- ფონდი „პარტნიორები კლიმატისთვის“ (P4C), პოლონეთი
ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეთა ჯამური რაოდენობამ შეადგინა 3 050 , ხოლო საათების ჯამურმა მოცულობამ 1 160 საათი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი bm.ge-ზე
- ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკითხებზე ახალ სასწავლო კურსს იწყებს