ენედის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენედის პლატო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები iii, vii, ix
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1475
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1475
ინგლ.რუს.ფრ.

ენედის პლატო — მთიანი მასივი ჩადში. მდებარეობს ჩადის აღმოსავლეთ ენედის რეგიონში, სუდანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს.

ენედის მასივი ქვიშიანი მთიანი მასივია, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1450 მეტრამდეა. მას გარს საჰარის უდაბნო აკრავს. ენედის კლდეებზე აღმოჩენილია უამრავი პეტროგლიფი, რომლებიც ნეოლითის ხანაში მცხოვრებმა ტომებმა დატოვეს. ენედი ასევე წარმოადგენს ბუნებრივ ნაკრძალს, სადაც დაცულია გარეული ცხოველების უნიკალური ჯიშები: ნილოსის ჯუჯა ნიანგი არშეის გელტაში, ანტილოპა, საჰარის ლომი.

2016 წლის 17 ივლისს ენედის მასივი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]