ენდუბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ენდუბისი
KingEndybisEthiopia227-235CE.jpg
აქსუმის მეფე
მმართ. დასაწყისი: 270
მმართ. დასასრული: 300
წინამორბედი: დატავნასი
მემკვიდრე: აფილასი

ენდუბისი (დაახლ. 270 - 300) — აქსუმის მეფე. აფრიკაში ერთ-ერთი პირველი მეფე, რომელმაც მონეტები გამოუშვა. აქსუმის მონეტები იჭრებოდა ოქროსა და ვერცხლში.

დღემდე აღმოჩენილ ენდუბის მონეტებზე ორი დევიზია შემორჩენილი. ზოგიერთ მათგანზე ის მოიხსენიება როგორც "BACIΛEYC AΧWMITW" - "აქსუმის მეფე", ხოლო ზოგიერთზე "BICI ΔAXY", "ბისი დახუ"; რომელიც მონრო-ჰეის მიხედვით მოდის გეეზიდან და აღნიშნავს "კაცს დახუდან".[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. S. C. Munro-Hay, Aksum: An African Civilization of Late Antiquity (Edinburgh: University Press, 1991), p. 75.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დატავნასი
აქსუმის მეფე შემდეგი:
აფილასი