ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი
| ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი | |
|---|---|
| Andrew Mountbatten Windsor | |
|
პრინცი ენდრიუ 2013 წელს | |
| იორკის ჰერცოგი | |
| მმართ. დასაწყისი: | 23 ივლისი, 1986 |
| მმართ. დასასრული: | 30 ოქტომბერი, 2025 |
| წინამორბედი: | ჯორჯ VI |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 19 თებერვალი, 1960 |
| დაბ. ადგილი: | ლონდონი, ბაკინგემის სასახლე |
| მეუღლე: |
სარა ფერგიუსონი (ქ. 1986 - განქ. 1996) |
| შვილები: |
ბეატრისი ევგენია |
| დინასტია: | უინძორები |
| მამა: | ჰერცოგი ფილიპე |
| დედა: | ელისაბედ II |
ენდრიუ ალბერტ კრისტიან ედვარდ მაუნტბატენ-უინძორი (ინგლ. Andrew Albert Christian Edward Mountbatten Windsor; დ. 19 თებერვალი, 1960, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), წინათ ცნობილი, როგორც პრინცი ენდრიუ (ინგლ. Prince Andrew, Duke of York) — იორკის ყოფილი ჰერცოგი, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს მე-2 ვაჟი და მე-3 შვილი. გაერთიანებული სამეფოს ტახტის ყოფილი მე-7 მემკვიდრე.
პრინცი ენდრიუ 1960 წლის 19 თებერვალს, ლონდონში, ბაკინგემის სასახლეში დაიბადა. 1986 წელს ის დაქორწინდა სარა ფერგიოსუნზე და 1986 წლის 23 ივლისიდან იგი ატარებს იორკის ჰერცოგის ტიტულს. სარასა და ენდრიუს ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლათ, მაგრამ 1996 წელს განქორწინდნენ.
დიდი ხნის განმავლობაში ენდრიუ პილოტად მუშაობდა (როგორც მისი ძმიშვილი უილიამი). 2015 წლის თებერვლიდან პრინცი ენდრიუ აგრეთვე არის სამეფო ფლოტის ვიცე-ადმირალი.
2025 წლის ოქტომბერში, ენდრიუს ეპშტეინთან კავშირის ირგვლივ მიმდინარე სკანდალის ფონზე, ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ჩარლზ III-მ დაიწყო მისი ტიტულებისა და ჯილდოების ჩამორთმევის „ფორმალური პროცესი“.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Duke of York's official website
- Royal.gov.uk- The Duke of York
- ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Buckingham Palace. (30 October 2025) A statement from Buckingham Palace. royal.uk. ციტირების თარიღი: 02.11.2025.