შინაარსზე გადასვლა

ენდიმიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდიმიონი


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია
სქესი: მამრობითი
მამა: აეთლიოსი და ზევსი
დედა: კილიკე
მეუღლე: Chromia, Asterodeia და Hyperippe
შვილები: ეტოლოსი, ეპეიოსი, Eurycyda და Paeon
გამოსახულებები

ენდიმიონი[1] (ძვ. ბერძნ. Ἐνδυμίων [Endymion]) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. ძილის იდუმალი შარავანდედით მოცული ყმაწვილი კაცი, რომელიც თავისი სილამაზის გამო ზევსმა განიმედივით გაიტაცა ოლიმპზე. იქ ჰერას შეუყვარდა და მრისხანე ზევსმა მარადიული ძილით დააძინა, ისე რომ სიჭაბუკე შეუნარჩუნა.

ენდიმიონის ჩამომავლობაზე აზრთა მთლიანობა არ არის. ერთი მითის მიხედვით ელიდელია, ამ ქვეყნის მეფე, ზევსის და კალიკეს შვილი, ან აეთლიოსის ძე. აეთლიოსი სირბილში (გასწრებაზე) შეჯიბრს, ჯაფას ნიშნავს. ენდიმიონმა ოლიმპიაში ტახტისთვის სირბილში შეაჯიბრა შვილები ეპეიოსი, ეტოლოსი და პაიონი (პეონი). გაიმარჯვა პირველმა. მეორე გადმოცემით, კარიელი მწყემსი თუ მონადირეა, შემპარავი ძილის განსახიერება (ენდიო ამ შემთხვევაში შეპარვას, შეღწევას ნიშნავს), სძინავს კარიაში, ლატმოსის მთის გამოქვაბულში. ამ მთის სახელიც კი შეუმჩნევლად, დავიწყებაში ყოფნას ნიშნავს (ლატმოსი — ლათმოსიდან) ნაღვლიანი სელენე, მთვარის ქალღმერთი, შემოივლის ქვეყნიერებას და ლატმოსის გამოქვაბულში ეშვება, სადაც მთვლემარე ენდიმიონი ეგულება, მასთან ატარებს დროს (სხვა თქმულებით, არტემიდე ეშვება ციდან და მძინარე ჭაბუკს კოცნის ყოველ ღამე). ჩანს, ხშირად იღვიძებს , რომ ძილის მიუხედავად სელენესთან 50 ასული გააჩინა. მითში რამდენადმე გაიგივებულია სელენე და არტემიდე. ერთი ვერსიით, მათ სთხოვეს ზევსს ევდემონისათვის მარადიული ძილი, რათა უკვდავად ექციათ. ზევსმა ეს სიჭაბუკე და სილამაზე შეუნარჩუნა.

ვერსიისთ, რაც თეოკრიტემ შემოგვინახა, ენდიმიონმა ჰერა შეიყვარა და ამისთვის მოჰგვარა ზევსმა უღვიძებელი ძილი, რაც საანდაზოდ იქცა. გამოქვაბული, სადაც მას სძინავს, ლატმოსის მთაშია, კარიაში.

ენდიმიონის საკულტო ცენტრებია კარია და ელიდა, სადაც მის სამარეს დღესაც უჩვენებენ.

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.