ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი — ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობის მნიშვნელოვანი საწარმო ზუგდიდში, მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე. კომბინატი 1939 წელს ამოქმედდა (ამუშვდა ცელულოზას ორი სახარში ქვაბი და ერთი ქაღალდსაკეთებელი მანქანა). 1949 წელს დაიწყო საწარმოს რეკონსტრუქცია, დაიდგა სამი ქაღალდსაკეთებელი მანქანა, ამოქმედდა რვეულების დასამზადებელი საამქრო. 1960 წელს საექსპლუატაციოდ გადაეცა საფუარის საამქრო, 1963 წ. — მერქნის მასის გადასამუშავებელი საამქრო, 1969 წ. — მუყაოს საამქრო და ცელულოზის სახარში ქვაბი, 1970 წ. — გოფრირებული ყუთების საამქრო, ხოლო 1975 წელს 48-ფურცლიანი რვეულების ავტომატური ხაზი, რომლის მწარმოებლურობა იყო 40 მლნ. რვეული. კომბინატი ამზადებდა: საწერ და შესაფუთ ქაღალდს, მუყაოს, საფუარს, მუყაოს ყუთბს, რვეულებს, ბლოკნოტენს, ალბომებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]