ენგურის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ენგურის ბრძოლა 1855)
ომარ-ფაშას შეჭრა სამეგრელოში. გუსტავ დორეს ლითოგრაფია, 1856 წ.

ენგურის ბრძოლა 1855, ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის 25 ოქტომბერს, ყირიმის ომის (1853-1856) დროს.

1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქებმა დიდძალი ჯარი გადმოსვეს ბათუმში, ყულევში, ტრაპიზონში, აფხაზეთში. ოსმალეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთის იმპერიის საქართველოდან განდევნას ვარაუდობდნენ. ამავე დროს, საქართველოში გამარჯვება მდგომარეობას შეუმსუბუქებდა ალყაში მოქცეულ ყარსის თურქეთის გარნიზონს. 1856 წელს ოსმალთა ლაშქარი ომერ-ფაშას სარდლობით აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. „გურიის რაზმის“ სარდალმა ი. მუხრანბატონმა სცადა გაემაგრებინა გადასასვლელები მდინარე ენგურზე. ყველაზე უკეთ იყო გამაგრებული რუხის გადასასვლელი, რომელიც ზუგდიდის გზას კეტავდა. 1855 წლის ოქტომბერში ომერ-ფაშამ იერიში მიიტანა რუხის გადასასვლელზე, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ მან მოულოდნელად შეუტია ნაკლებად გამაგრებულ სანარმანიოს გადასასვლელს. უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ოსმალებს დარჩათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურჭულაძე გ., ყირიმის ომი და საქართველო, თბ., 1960;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თ., 1970;
  • კაჭარავა დ., ქსე, ტ. 4, გვ. 150, თბ., 1979