ენგურესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენგურესი
ენგურესი
ენგურესი
კოორდინატები: 57°16′00″ ჩ. გ. 23°06′00″ ა. გ. / 57.26667° ჩ. გ. 23.10000° ა. გ. / 57.26667; 23.10000
მდებარეობა ლატვიის დროშა ლატვია
ტერიტორიული ერთეული მერსრაგსის მხარე
ენგურეს მხარე
ტუკუმსის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 3,2 
სიგრძე 17,9 კმ
ფართობი 40,5 კმ²
მოცულობა 0,0168 კმ³
საშუალო სიღრმე 0,4 
მაქსიმალური სიღრმე 2,1 
აუზის ფართობი 644 კმ²
ენგურესი — ლატვია
ენგურესი

ენგურესი (ლატვ. Engures ezers) — ტბა ლატვიაში. ადმინისტრაცაიული თვალსაზრისით მოქცეულია მერსრაგსის, ენგურესა და ტუკუმსის მხარეების ტერიტორიაზე. მდებარეობს რიგის ყურის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 3,2 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 40,5 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,1 მ.[1]

ენგურესი ლატვიაში ზედაპირის ფართობით ტბებს შორის მე-3 ადგილზეა. ერთვის მდინარეები მელნუპე, გრუნჩუ, ალქსნაიგრავისი, ჩექსტგრავისი, კალნუპე, ძედრუპე, პელჩულე, დურსუპე, იურპუგე. ტბიდან სათავეს იღებს მერსრაგის არხი. ტბაში სულ 9 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 85 ჰა. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ორნითოლოგიური კვლევითი ცენტრი. ენგურესი მოქცეულია ენგურესის ტბის ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე.[2]

1995 წლიდან შეტანილია რამსარის კონვენციის საერთაშორისო სიაში.[3] მდიდარია თევზით. გვხვდება თევზების 20-მდე სახეობა, მათ შორის: ქორჭილა, ოქროსფერი კარჩხანა, წერი, ლოქორია, ფარფლწითელა, კობრი, ღლაბუტა, ქაშაპი და სხვა.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]