ემპირიოკრიტიციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოზიტივიზმი

ოგიუსტ კონტი

ძირითადი გაგება
ვერიფიკაცია, ცოდნა, ფაქტი

ინდუქცია, კონვენციონალიზმი
არასრულობის თეორემები
დიუამ-კუაინის თეზისი
მეტაენა

ტექსტები
ძირითადი საწყისი

ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი

მიმდინარეობა
ემპირიოკრიტიციზმი, მახიზმი

ვენის წრე, ნეოპოზიტივიზმი
ლვოვ-ვარშავის სკოლა

პერსონალები
კონტი, ტენი, მილი, სპენსერი

მახი, ავენარიუსი
პუანკარე, დიუამი, რასელი
შლიკი, კარნაპი, გედელი, ნოირათი
ვიტგენშტაინი

ემპირიოკრიტიციზმი (ბერძ. empeiría — ცდა და kritikē — განხილვის ხელოვნება, განსჯა) — XIX საუკუნის დასასრულის პოზიტივიზმის ერთ-ერთი სახესხვაობა, კერძოდ, რიხარდ ავენარიუსის სუბიექტურ-იდეალისტური კონცეფცია, იგივე მახიზმი. ემპირიოკრიტიციზმის ამოსავალი პრინციპია „წმინდა ცდის“ კატეგორია. წმინდა ცდა კი, მისი წარმომადგენლების გაგებით, სამყაროს უკანასკნელი და ამდენად „ნეიტრალური“ ელემენტია, ესე იგი, იგი არ არის არც ფსიქოლოგიური და არც ფიზიკური ელემენტი და განიცდება როგორც შეგრძნებათა კომპლექსი ანუ გრძნობადი ცდის მონაცემი. ემპირიოკრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მის მიმართ შეუძლებელია ისეთი ფილოსოფიური კატეგორიების გამოყენება, როგორიცაა მატერია, ცნობიერება, აუცილებლობა, მიზეზობრიობა და ა.შ. ამ თვალსაზრისით ემპირიოკრიტიციზმისთვის დამახასიათებელია ავენარიუსისეული „პრინციპული კოორდინაციის“ თეორია და ინტროექციის ცნება. ავენარიუსისათვის იდეალურისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს არავითარი მატერიალური, ე.ი. „ნეიტრალური ცდის“ საფუძველზე ყოველგვარი ინტროექციისაგან თავის დაღწევა ისევ იდეალურისა და მატერიალურის უარყოფის გზითაა შესაძლებელი. ავენარიუსის აზრით, ინტროექცია არღვევს ემპირიულად მოცემული სამყაროს „ბუნებრივ მთლიანობას“. ამასთან ავენარიუსი ცდილობდა შეექმნა სამყაროზე ისეთი წარმოდგენა, რომელიც მის (სამყაროს) „საერთო ნიშნებზე“ იქნებოდა დამყარებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]