ემონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემონი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
სიგრძე 220 კმ
აუზის ფართობი 4 471,9 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ემონი ვიკისაწყობში

ემონი (შვედ. Emån) — მდინარე სამხრეთ შვედეთში. სათავეს იღებს ბოდაფორსის დასახლების ჩრდილოეთით, სმოლანდის მაღლობებზე და მიედინება 220 კმ სიგრძეზე, სანამ შეერწყმევა ბალტიის ზღვას, ქალაქ ოსკარსჰამნის სამხრეთით.[1] [2]

ემონი პოპულარულია კანოოების მოყვარულებში, რადგან ის ადვილი სანაოსნოა და შვედეთის ფლორისა და ფაუნის ახლოს შეცნობის საშუალებას იძლევა.

მდინარეში 30-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია კალმახი.

ემონის ნაპირებთან მდებარე მნიშვნელოვანი დასახლებებია ჰოლსბიბრუნი, კვილსფორსი, მოლილა და ჰოგსბი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Emån“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 11 July 2010.
  2. Län och huvudavrinningsområden i Sverige Swedish. SMHI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 11 July 2010.