ემლიქლი
იერსახე
ემლიქლი | |
---|---|
კოორდინატები: 41°15′43″ ჩ. გ. 43°55′21″ ა. გ. / 41.26194° ჩ. გ. 43.92250° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3054 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ლავა |
ემლიქლი — ვულკანური მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.
მდებარეობს ჯავახეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3054 მ. აგებულია პლეისტოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით. წარმოადგენდა ჯავახეთისა და დმანისის პლატოს ლავების ამონთხევის ცენტრს. ემლიქლი შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 659.