ემკეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
EMKAY
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მიხეილ კახიანი
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1986, თბილისი
ჟანრ(ებ)ი რეპი, როკი
აქტიური 2004-დღემდე

ემკეი (ინგლ. EMKAY; დ. 7 ოქტომბერი, 1986, თბილისი, ნამდვილი სახელი მიხეილ კახიანი) — ქართველი პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მუსიკალური ათლწლედის საფორტეპიანო ფაკულტეტი (1993-2003) ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის ვოკალური ფაკულტეტი (1993-2003). სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო ფაკულტეტზე. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატი, მათ შორის პინოს მუსიკალური საზოგადოების საერთაშორისო კონკურსის (ნიუ-იორკი, აშშ, 2000). გამოსულა კონცერტებით საქართველოს და მსოფლიოს მრავალ დარბაზებში, მათ შორის Steinway Hall-ში, ნიუ-იორკი, აშშ.

2004 წლიდან მოღვაწეობდა, როგორც სიმღერების ავტორ-შემსრულებელი, სასცენო ფსევდონიმით „EMKAY“ (აღებულია ინიციალებიდან M.K. — მიხეილ კახიანი, რომელიც ინგლისურად იკითხება როგორც „EMKAY“).

აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც თავად აკეთებს საკუთარი სიმღერების ჩანაწერებს, თანამშრომლობს ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან გიტარისტი ვაჩე ლალიაშვილი, ჯგუფი „სინათლის წელიწადი“, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი) და სხვები.

აქვს გამოშვებული ქართულენოვანი ალბომი „მოუსმინეთ ხმას“ (2005), აგრეთვე მუსიკალური ვიდეოები.

მისმა სიმღერამ „Passion“ სიმღერების ავტორების ამერიკულ კონკურსზე „Song of the Year“ საპატიო პრემია მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • EMKAY www.mixposure.com-ზე