შინაარსზე გადასვლა

ემი (სომეხი მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1984(1984-04-12)[1] (40 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი

ემი (დაბადების სახელი ემა ბეჯანიანი (სომხ. Էմմա Բեջանյան); დ. 12 აპრილი, 1984, ერევანი) — სომეხი მომღერალი. ემი ითვლება სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან მომღერლად, მას უწოდებენ „პოპ პრინცესას“ და „პოპ აიკონს“.[2] ემიმ წარმოადგინა სომხეთი 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე და გახდა ქვეყნის პირველი წარმომადგენელი რომელმაც ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, ამის შემდეგ მსგავსი შედეეგი დააფიქსირეს სევაკ ხანაგიანმა 2018 წელს და სრბუკმა 2019 წელს.

ემა ბეჯანიანი დაიბადა 1984 წლის 12 აპრილს, სომხეთის სსრ-ის დედაქალაქ ერევანში. ემის კარიერა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა, „Hayastan“ და გამოუშვა მისი ვიდეო კლიპი 1993 წელს. მან მრავალი ჯილდო მოიპოვა სიმღერების კონკურსებზე სომხეთში, რუსეთში, თურქეთში, ევროპაში და სხვა რეგიონეგბში. 1994 წლიდან 2000 წლამდე ემი მღეროდა და გასტროლებზე გადიოდა ქალთა ფოლკ-პოპ კვარტეტ „Hayer“-თან ერთად.[2]

ემი ასევე მართავს Emmy-B Production Center-ს, მუსიკალურ კომპანიას, რომელიც დაკავებულია ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლების მოძიებით ქვეყნის შიგნით.[3]

2014 წელს ემი იყო შოუ The X Factor-ს სომხური ვერსიის მესამე სეზონის ჟიურის წევრი. ამავე წელს მოიგო „LUXURY Magazine“-ს ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოპ მომღერალი“. 2007 წელს ნომინირებული იყო სომხეთის მუსიკალურ ჯილდოზე, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქალი მომღერალი“.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის თებერვალში ემიმ მომღერალ მიჰრანთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2010 წლის სომხეთის 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შესარჩევ კონკურსზე ჩანაწერით „Hey (Let Me Hear You Say)“, რომელიც რიკი მარტინმაც კი მოიწონა.[4][5] საბოლოოდ დუეტი დამარცხდა ევა რივასთან რომელმაც წარადგინა სომხეთი 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.[6] ბეჯანიანმა კი წარადგინა სომხეთი ევროვიზიაზე, ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს დიუსელდორფში, გერმანიაში გამართულ კონკურსზე.[7] 10 მაისს, ემიმ ვერ შეძლო ფინალში გასვლა, რის გამოც იგი გახდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სომხეთის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც გამოტოვა კონკურსის ფინალი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Discogs — 2000.
  2. 2.0 2.1 Armenian Reporter. Reporter.am (2009-02-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2021-10-23.
  3. Azad-Hye. Azad-Hye Middle East Armenian Portal (A shiny star ... Emmy). Azad-hye.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2021-10-23.
  4. [1]
  5. [2]
  6. All's Forgotten: Emmy says she's overcome "confusion", ready to wave tricolor at Eurovision - Arts and Culture. ArmeniaNow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-14. ციტირების თარიღი: 2021-10-23.
  7. Jiandani, Sanjay. (11 December 2010) Emmy to represent Armenia in Düsseldorf. ESCToday. ციტირების თარიღი: 11 December 2010