ემილ ჰარტმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოჰან პეტერ ემილ ჰარტმანი

იოჰან პეტერ ემილ ჰარტმანი (დ. 14 მაისი, 1805, კოპენჰაგენი — გ. 10 მარტი, 1900, იქვე) — დანიელი კომპოზიტორი. სწავლობდა მამამისთან - ავგუსტ ვილჰელმ ჰარტმანთან, რომელიც კოპენჰაგენის გარნიზონის ეკლესიის ორგანისტი იყო. 1817–1843 წლებში ჰარტმანი ამ ეკლესიაში მუშაობდა, 1824 წლიდან შეცვალა მამამისი. 1843 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოპენჰაგენის ღვთისმშობლის ეკლესიის ორგანისტი იყო. ჰარტმანი ერთ-ერთი ფუძემდებელია (ნილს გადესთან ერთად) სამუსიკო გაერთიანებისა (1839 წლიდან მისი პრეზიდენტი). ხელმძღვანელობდა და დირიჟორობდა სტუდენტურ საგუნდო კავშირს (1868–1900), იყო კონსერვატორიის დირექტორი (მისი დაარსებიდან — 1867 წლამდე). ჰარტმანი დანიური მუსიკის რომანტიზმის პირველი წარმომადგენელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]