შინაარსზე გადასვლა

ემილ ლუბე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილ ფრანსუა ლუბე
ემილ ფრანსუა ლუბე
ემილ ფრანსუა ლუბე
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 თებერვალი, 1899  18 თებერვალი, 1906
პრემიერ-მინისტრი  შარლ დუპუი, პიერ ვალდეკ-რუსო,ემილ კომბე, მარის რუვიე.
წინამორბედიფელიქს ფორე
მემკვიდრეარმან ფალიერი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 თებერვალი, 1892  6 დეკემბერი, 1892
პრეზიდენტისადი კარნო
წინამორბედიშარლ დე ფრესინე
მემკვიდრეალექსანდრე რიბო

დაბადებული30 დეკემბერი, 1838
მარსანა, საფრანგეთი
გარდაცვლილი20 დეკემბერი, 1929
მონტელიმარი, საფრანგეთი
ეროვნებაფრანგი
რეზიდენციაგრინიანი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული რესპუბლიკელების პარტია
მეუღლემარი-ლუიზ პიკარდი (1869-1925)
ხელმოწერა

ემილ ფრანსუა ლუბე (დ. 30 დეკემბერი, 1838 – გ. 20 დეკემბერი, 1929) — საფრანგეთის 45-ე პრემიერ-მინისტრი 1892 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, ხოლო მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტი 1899–1906 წლებში.

იურიდიული განათლების მიღების შემდეგ ემილ ლუბე გახდა მონტელიმარის მერი, სადაც გამოირჩეოდა როგორც ძლიერი და გავლენიანი ორატორი. 1876 წელს აირჩიეს დეპუტატთა პალატაში, ხოლო 1885 წელს — სენატში. ემილ ლუბე დაინიშნა რესპუბლიკელ მინისტრად კარნოსა და რიბოს მთავრობებში. 1892 წელს მცირე ხნით იკავებდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ლუბეს პრეზიდენტობის პერიოდი დაემთხვა 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენის წარმატებას, ასევე „კორდიალური შეთანხმების“ (ენტანტ კორდიალი) ჩამოყალიბებას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიასთან რამაც გადაჭრა სახელმწიფოებს შორის არსებული მწვავე უთანხმოებები ბურის ომისა და დრეიფუსის საქმის გამო.

ლუბე დაიბადა 1838 წლის 30 დეკემბერს, ემილ ფრანსუა იყო გლეხი მესაკუთრისა და მარსანის მერის ვაჟი. 1862 წელს მიღებულ იქნა პარიზის ადვოკატთა კოლეგიაში, ხოლო მომდევნო წელს სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ემილ ფრანსუა ლუბე ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც 1863 წლის საყოველთაო არჩევნების დროს, მეორე საფრანგეთის იმპერიის პერიოდში, პარიზში რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო და მასშტაბური გამარჯვების მოწმე გახდა. შემდგომში ემილ ლუბე დასახლდა მონტელიმარში და იქ დაიწყო პროფესიული საქმიანობა. 1869 წელს დაქორწინდა მარი-ლუიზ პიკარზე. ასევე მემკვიდრეობით მიიღო მცირე მამული გრინიანში.

ამერიკელმა პოლიტიკოსმა უილიამ ჯენინგს ბრაიანმა ლუბე შემდეგნაირად აღწერა: „სიმაღლით საშუალოზე დაბალია, თუნდაც ფრანგებისთვის. მხრები ფართო აქვს და აღნაგობა დიდ ფიზიკურ ძალაზე მიუთითებს. თმა თოვლივით თეთრია, ისევე როგორც წვერი და ულვაში. წვერს ნიკაპთან სწორად მოჭრილს ატარებს. … ხმა რბილი აქვს და დიდი სიცოცხლით ლაპარაკობს, სიტყვებს კი გამომსახველი ჟესტებით უსვამს ხაზს.“[1]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წლის კრიზისის დროს, რომელმაც იმპერიის დასასრული მოიტანა, ემილ ფრანსუა ლუბე გახდა მონტელიმარის მერი და ამის შემდეგ ლეონ გამბეტას მუდმივ და ერთგულ მხარდამჭერად მოიაზრება. 1876 წელს მონტელიმარის ოლქიდან აირჩიეს დეპუტატთა პალატაში, ემილ ფრანსუა იმ 363 გამორჩეულ პარლამენტარს შორის იყო, რომლებმაც 1877 წლის 16 მაისის კრიზისისას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს ალბერის, ბროგლის ჰერცოგის, მინისტრთა კაბინეტს.

ოქტომბრის საყოველთაო არჩევნებში ხელახლა აირჩიეს, ლუბეს მიმართ ადგილობრივი ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაძლიერდა იმით, რომ მთავრობამ მერის თანამდებობა დაატოვებინა. დეპუტატთა პალატაში ემილ ფრანსუა ლუბე განსაკუთრებით განათლების საკითხებით იყო დაკავებული: ებრძოდა ფალუს კანონის (ლუა ფალუ) მიერ დამკვიდრებულ სასულიერო სისტემას და მუშაობდა უფასო, სავალდებულო და საერო დაწყებითი განათლების დანერგვაზე. 1880 წელს დრომის დეპარტამენტის საბჭოს პრეზიდენტი გახდა. ჟიულ ფერის მეორე მთავრობის მხარდაჭერამ და საფრანგეთის კოლონიური გაფართოებისადმი ლუბეს ენთუზიაზმმა, ზომიერ რესპუბლიკურ პარტიაში მნიშვნელოვანი გავლენა მოუტანა.

1885 წელს ემილ ლუბე სენატში შევიდა, ხოლო ტირარის მთავრობაში (1887 წლის დეკემბრიდან 1888 წლის მარტამდე) საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის პოსტი დაიკავა. 1892 წელს პრეზიდენტმა სადი კარნომ, რომელიც ემილ ლუბეს მეგობარი იყო, სთხოვა მთავრობის ფორმირება. ლუბე ერთდროულად პრემიერ-მინისტრიც იყო და შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელსაც ფლობდა. ამ პერიოდში ემილ ფრანსუას მოუწია იმ წლის ანარქისტულ დანაშაულებთან გამკლავება და კარმოსის დიდი გაფიცვის მოგვარება, სადაც არბიტრის როლში გამოვიდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მრავალ წრეში გაფიცულთა მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილად ჩაითვალა. ნოემბერში ემილ ფრანსუა ლუბე დამარცხდა პანამის სკანდალების საკითხზე, თუმცა მომდევნო კაბინეტში, ალექსანდრ რიბოს ხელმძღვანელობით, კვლავ შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, მაგრამ იანვარში, მთავრობის რეკონსტრუქციისას, გადადგა.

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1899–1906)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძლიერი და მკაფიო გამოთქმის უნარის მქონე ორატორისა და სანდო და პატიოსანი სახელმწიფო მოღვაწის რეპუტაციამ, 1896 წელს ემილ ლუბეს სენატის პრეზიდენტობა მოუტანა, ხოლო 1899 წლის თებერვალში ემილ ფრანსუა არჩეული იქნა რესპუბლიკის პრეზიდენტად ფელიქს ფორის შემდეგ. ლუბემ არჩევნებში 483 ხმა მიიღო, ხოლ ემილ ლუბეს ერთადერთმა სერიოზულმა კონკურენტმა, ჟიულ მელინმა, 279 ხმა დააგროვა.

ლუბე მწვავე ოპოზიციისა და მძაფრი შეურაცხყოფის სამიზნე გახდა, რადგან წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტიის იმ ფრთას, რომელიც დრეიფუსის საქმის გადახედვას ითხოვდა. პრეზიდენტ ფორის დაკრძალვის დღეს პოლ დერულედმა გენერალ როჟეს მეთაურობით ჯარებს, ბარაკებში დაბრუნებისას, მიმართა და მოითხოვა, რომ გენერალს ისინი ელისეის სასახლისკენ დაეძრა. როჟემ გონივრულად დააბრუნა ჯარები ბარაკებში.

ივნისში, ოტეილის სტიპლჩეიზის დროს, პრეზიდენტს თავში ხელჯოხი ჩაარტყა ანტიდრეიფუსელმა. იმავე თვეში პრეზიდენტმა ლუბემ ვალდეკ-რუსოს სთხოვა მთავრობის ჩამოყალიბება და ამასთან ერთად რესპუბლიკელებს ყველა პოლიტიკური მიმართულებიდან მოუწოდა, სახელმწიფოს დასაცავად გაერთიანებულიყვნენ. ლუბესა და ვალდეკ-რუსოს ძალისხმევით დრეიფუსის საქმე მოგვარდა, როდესაც ლუბემ, ომის მინისტრ გენერალ გალიფეს რჩევის საფუძველზე, შეუმსუბუქა ალფრედ დრეიფუსს რენში მისჯილი ათწლიანი პატიმრობა.

ლუბეს პრეზიდენტობის პერიოდში სასულიერო საკითხების გამო დაპირისპირება ბევრად უფრო გამწვავდა. ამ საკითხს ჯერ ვალდეკ-რუსოს მთავრობა დაუპირისპირდა, ხოლო კიდევ უფრო მკაცრი ფორმით — კომბეს კაბინეტი. 1905 წლის აპრილში საფრანგეთის ელჩი ვატიკანიდან გაიწვეს, ხოლო ივლისში დეპუტატთა პალატამ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის კანონი დაამტკიცა.

საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო სამხრეთ აფრიკის ომისა და დრეიფუსის საქმის შესახებ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო. ეს უთანხმოებები ანგლო-ფრანგული შეთანხმებით (ენტანტით) მოგვარდა, ხოლო 1904 წელს ორ ქვეყანას შორის დადებულმა კონვენციამ უზრუნველყო საფრანგეთის პრეტენზიების აღიარება მაროკოში, იმ პირობით, რომ საფრანგეთი არ ჩაერეოდა ბრიტანეთის მიერ ეგვიპტის ოკუპაციაში.

პრეზიდენტი ლუბე გლეხ-მესაკუთრეების ფენას ეკუთვნოდა და პრეზიდენტ ფორისთვის დამახასიათებელი არისტოკრატული მიდრეკილებები არ გააჩნდა. ემილ ლუბემ გახსნა 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენა, 1901 წელს საფრანგეთის სამხედრო მანევრებზე მიიღო რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II და 1902 წელს თავად ეწვია რუსეთს. 1902 წლის 4 ივლისს პრეზიდენტი ლუბე როდ-აილენდის ცინცინატის საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

ლუბეს ურთიერთვიზიტები ჰქონდა მეფე ედუარდ VII-სთან, პორტუგალიის, იტალიისა და ესპანეთის მეფეებთან. 1905 წელს, ესპანეთის მეფის ვიზიტის დროს, ემილ ლუბეს მკვლელობა სცადეს — ოპერა გარნიედან გასვლისას ეტლთან ბომბი ისროლეს.[2]

1906 წლის იანვარში, როდესაც ლუბეს პრეზიდენტობის ვადა დასრულდა, ლუბე გახდა მესამე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სრული ვადა მოიხადა და მეორედაც ისე დაასრულა უფლებამოსილება, რომ გადადგომა არ დასჭირვებია. ემილ ფრანსუა ლუბე 1929 წლის 20 დეკემბერს, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

მან მიიღო შემდეგი ორდენები და ჯილდოები:[3][4]


რუსეთის იმპერია:

  • წმინდა ანდრიას ორდენის რაინდი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის რაინდი
  • წმინდა ანას ორდენის რაინდი, I ხარისხი
  • წმინდა სტანისლავის ორდენის რაინდი, I ხარისხი


ჩაკრის სამეფო სახლის ორდენის რაინდი, 1902 წლის 29 აგვისტო[10]

შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო:


მონაკო: წმინდა შარლის ორდენის დიდი ჯვარი, 1901 წლის 15 მარტი[12]

ლუბეს მთავრობა, 1892 წლის 27 თებერვალი – 6 დეკემბერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წლის 8 მარტი — გოდეფრუა კავენიაკმა შეცვალა ჟიულ როში კოლონიების მინისტრის პოსტზე. ჟიულ როში კი დარჩა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრად.

  1. Bryan, The Old World and Its Ways (1907: St. Louis, Thompson Publishing), page 510
  2. Bomb for Loubet and King Alfonso; New York Times; 1 June 1905; p. 1; Note: Regarding an error in reporting: The New York Times article does in fact give their later destination as the "Palais d'Orsay", however, that building had burned down in 1871.
  3. Almanach national. Annuaire officiel de la République française, Paris: Berger-Levrault, 1900, pp. 469, 600–601, 603, 605, 607, 616, 623, 626, 630, https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k208152c/f610.item.r=Loubet
  4. Almanach national. Annuaire officiel de la République française, Paris: Berger-Levrault, 1903, pp. 660, 663, 676
  5. Nieuws Van Den Dag (Het) 07-10-1900
  6. „Court Circular“. The Times (36811). 4 July 1902. p. 3.
  7. (1901) Statshaandbog for Kongeriget Danmark for Aaret 1901 (PDF), Kongelig Dansk Hof- og Statskalender (da), Copenhagen: J.H. Schultz A.-S. Universitetsbogtrykkeri, გვ. 6. 
  8. (1920) Calendario generale del regno d'Italia. Italy. Ministero dell'interno, გვ. 57. 
  9. 刑部芳則 (2017). 明治時代の勲章外交儀礼 (ja). 明治聖徳記念学会紀要, გვ. 149. 
  10. „ส่งเครื่องราชอิสริยาภรณ์ไปพระราชทานเครื่องราชอิสริยาภรณ์มหาจักรกรีบรมราชวงษ์พระราชทานแก่ มองซิเออ เอมินลูเบด์ ประธานาธิบดีแห่งฝรั่งเศส“ (PDF). Royal Thai Government Gazette (Thai). 16 October 1902. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 8 May 2019. ციტირების თარიღი: 2019-05-08.
  11. Sveriges statskalender, 1905, p. 441, https://runeberg.org/statskal/1905/0465.html. წაკითხვის თარიღი: 2021-03-12
  12. "The Order of the Norwegian Lion", The Royal House of Norway. Retrieved 10 August 2018.
  13. Journal de Monaco