შინაარსზე გადასვლა

ემილ კრეპელინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემილ კრეპელინი — გერმანელი ფსიქიატრი, რომელმაც აღწერა დემენცია პრეკოქსი დაავადება, რომელსაც დღეს შიზოფრენია ჰქვია, როგორც „კლინიკურ მდგომარეობათა სერია, რომელთაც აერთიანებთ ფსიქიკის შინაგანი კავშირების უცნაური რღვევა". მან შენიშნა, რომ დაავადებას დაბნეულობა და ანტისოციალური ქცევა ახასიათებდა და, როგორც წესი, ადრეულ მოზრდილობაში ან გვიან მოზრდილობაში იჩენდა თავს. კრეპლინმა დაავადება ოთხ ქვეჯგუფად დაყო.

  1. მარტივი დემენცია, რომელიც გონებრივი უნარების ნელი და თანდათანობითი გაუარესებითა და გაუცხოებით ხასიათდება;
  2. პარანოია, რომელიც შიშითა და შევიწროების, დევნის განცდით გამოიხატება;
  3. ჰებეფრენია, რომელიც უჩვეულო საუბრითა და ისეთი შეუსაბამო ემოციური რეაქციებით ხასიათდება, როგორიცაა სამწუხარო სიტუაციებში ხმამაღალი სიცილის;
  4. კატატონია, მოძრაობისა და ექსპრესიის ძლიერი შეზღუდულობა.

შიზოფრენია დღემდე კრეპლინის კლასიფიკაციას ეფუძვნება. კრეპლინი გარდაიცვალა 1926 წელს.

დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე, თბ.2020, გვ. 31

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემილ_კრეპელინი“-დან