ემილ კოპალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემილ კოპალიანი
ემილ კოპალიანის ფოტო.jpg
ემილ კოპალიანი
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი, 1948 (1948-11-03) (70 წლის)
ბოლნისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
პროფესია ისტორიკოსი
დამსაქმებელი ქართული უნივერსიტეტი
წოდება საპატიო დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

ემილ კოპალიანი (დ. 3 ნოემბერი, 1948, ბოლნისი) — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორი ისტორიის დარგში. აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.

მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის გამგედ, უნივერსიტეტის სწავლულ მდივანად, დოცენტად.

იყო კადრების უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი განყოფილების დეკანის მოადგილე.

ისტორიის მეცნიერებეთა კანდიდატი, სადისერტაციო თემა – "რუსეთის პოლიტიკა ჩრდილო – დასავლეთ კავკასიაში XVIII საუკუნის II ნახევარში და საქართველო", დაიცვა 1998 წელს.

ამჟამად წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კავკასია XX საუკუნეში (ზოგიერთი სოციალურ - კულტურული პრობლემა). - თბილისი, თსუ, 2001. - 47გვ.
  • რუსეთის ურთიერთობა ჩრდილო - დასავლეთ კავკასიასთან XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. - თბილისი, თსუ, 2000. - 168გვ.. - ISBN: 99928-838-6-3
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები. - 1998. - 60გვ.
  • რუსეთის ჩრდილო - დასავლეთ კავკასიასთან ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან. - თბილისი, 1997
  • იასე ცინცაძე. - თბილისი, 1990
  • "კოპალიანები"-გვარის ისტორია და დღევანდელობა, 2017 წელი. თბილისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]