ემილ კაუპი
იერსახე
| ემილ კაუპი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | იოჰან ემილ კაუპი |
| დაბადების თარიღი |
28 ოქტომბერი, 1875 ფინეთი |
| გაუჩინარდა | 1930 წლის ოქტომბერი (55-56 წლის) |
| ეროვნება | ფინელი |
იოჰან ემილ კაუპი (28 ოქტომბერი, 1875 — გაუჩინარდა 1930 წელს) — ფინელი კომპოზიტორი. მის მასწავლებლებში შედიოდა ჟან სიბელიუსი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1908 წელს კაუპიმ ქალი, ლიინა ლოვისა ლინდსტრომი მოიყვანა ცოლად.
დაწერა ორი ოპერა. პირველი - 1925 წელს, რომელსაც „Päiväkummun pidot“ („ნადიმი სოლჰაუგში“) დაარქვა, და რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.[2] მეორე - 1930 წელს, რომელსაც „Nummisuutarit“ („მდელოს მეწაღეები“) უწოდა, თუმცა მას მხოლოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.[3]
1930 წლის ოქტომბერში, „Nummisuutarit“-ის პრემიერიდან ცოტა ხანში კომპოზიტორი გაუჩინარდა და სავარაუდოდ თავი მოიკლა.[4] ის უკანასკნელად ტამპერეში, 24 ოქტომბერს ნახეს.[5]
კომპოზიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2 ოპერა
- 6 ოპერეტა
- ფონის მუსიკა
- 50 Lieder (აკადემიური სიმღერის ფორმა)
- 20 გუნდური ნამუშევარი
- 10 საფორტეპიანო ნამუშევარი
- კამერული მუსიკა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Otavan Iso Musiikkitietosanakirja 3, p. 388 (s.v. Kauppi, Johan Emil). Helsinki 1978. ISBN 951-1-04553-9
- ↑ ”Vangittu kirkonvaras”. Tampereen Uutiset.
- ↑ Härmä, Hanna-Maija (1979). Emil Kauppi: Säveltäjä ja musiikkimies. Tammerfors: Suomen Työväen Musiikkiliitto. Page 4
- ↑ FIMIC. დაარქივებული September 27, 2007, საიტზე Wayback Machine.
- ↑ ”Säveltäjä Kauppi kadoksissa jo 3 viikkoa”. Laatokka.