ემილი ჰემპშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილი ჰემპშირი

ჰემპშირი 2012 წლის სექტემბერში
დაბადების თარიღი მონრეალი, კანადა
ეროვნება კანადელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994-დღემდე
მეუღლე(ები) მეთიუ სმიტი (2006-2014)

ემილი ჰემპშირი (ინგლ. Emily Hampshire; დ. 1981/1982 [1]) — კანადელი მსახიობი. ცნობილია ანჯელინას როლით 1998 წლის რომანტიკულ კომედიაში ბიჭი ხვდება გოგონას, ვივიენის როლით 2006 წლის ფილმში თოვლის ნამცხვარი, ჯენიფერ გოინსის როლით დრამატულ სერიალში 12 მაიმუნი (2015–2018); სტივი ბადი ითამაშა CBC-ის კომედიურ სერიალში, შითს ქრიკი (2015–2020).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰემპშირი დაიბადა დაახლ. 1981/1982 წლებში, მონრეალში. იგი მსახიობობით დაინტერესდა 11 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც დედასთან ერთად სპექტაკლი Les Miserables ნახა. 16 წლის ასაკში გადავიდა ტორონტოში, რათა ეთამაშა როლები ტელევიზიასა და კინოში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ჰემპშირი დაქორწინდა მეთიუ სმიტზე, ყოფილ ფეხბურთელზე. განქორწინდნენ 2014 წელს, სანამ ემილი შითს ქრიკში მიიღებდა მონაწილეობას. 2018 წლის სექტემბერში დადასტურდა, რომ ჰემპშირს ურთიერთობა ჰქონდა მომღერალთან და სიმღერების ავტორთან, ტედი გეიგერთან; ისინი დაინიშნენ 2018 წლის ნოემბერში, თუმცა 2019 წლის 10 ივნისს დაშორდნენ.

ჰემპშირი თავს პანსექსუალად მიიჩნევს.

2007 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში. აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო 2014 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zekas, Rita (27 December 2012). 'Commie comedy' star, 30, plays older woman“. Toronto Star. ციტირების თარიღი: 17 May 2016. ციტატა: „The Montreal-born actress...“