ემილი ნიუელ ბლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილი ნიუელ ბლერი

ემილი ნიუელ ბლერი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1877
ჯოპლინი, მისური, აშშ
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1951 (74 წლის)
ალექსანდრია, ვირჯინია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მწერალი, სუფრაჟისტი, ფემინისტი, დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ლიდერი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) ჰარი ბლერი
შვილ(ებ)ი 2

ემილი ნიუელ ბლერი (ინგლ. Emily Newell Blair; დ. 9 იანვარი, 1877 – გ. 3 აგვისტო, 1951) — ამერიკელი მწერალი, სუფრაჟისტი, ფემინისტი, ეროვნული დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ლიდერი და ამომრჩეველ ქალთა ლიგის დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი ჯეინ ნიუელ ბლერი დაიბადა ჯოპლინში, ჯასპერის ოლქში, მისურის შტატში, 1877 წლის 9 იანვარს და გარდაიცვალა 1951 წლის 3 აგვისტოს, ალექსანდრაში, არლინგტონის ოლქში, ვირჯინიაში. იყო ჯეიმზ პატონ ნიუელის და ანა სინტია გრეის ქალიშვილი.[1][2]

ბავშვობის ასაკიდან კითხულობდა და წერის დიდი ნიჭი ჰქონდა. სკოლის დავალებების დაწერაშიც სიყოჩაღით გამოირჩეოდა.[3]

მამამისი, პენსილვანიის ვენანგოს მკვიდრი იყო. დაახლოებით 1874 წელს ადვოკატის ლიცენზიით ჯოპლინში, მისურის შტატში გადავიდა. იყო ინვესტორი ჯოპლინის ადგილობრივი ტყვიის მაღაროში, მოგვიანებით იყო ჯოპლინის ოლქის კლერკი. მსახურობდა აიოვას 30-ე მოხალისე ქვეით ჯარში, როგორც ლეიტენანტი სამოქალაქო ომში.

მისი დედა, ანა სინტია გრეი,[1][2] იყო ელისა ბურიტ გრეის[1][4] და მარგარეტა რეიჩელ მაკდაუელის ქალიშვილი.[2][4] იყო მისტერ ბლექლიჩ ბურიტის და გუბერნატორის თომას უელსის შთამომავალი. მისი და, მარგარეტა ჟოზეფინ გრეი[5] დაქორწინებული იყო ჰენრი სეიმურ ჩერჩზე, იყვნენ მშობლები კეტრინ გრეი ჩარჩისა, რომელიც შემდგომ დაქორწინდა თეოდორ სოლომონსზე, (1870–1947) მკვლევარსა და სიერას კლუბის წევრზე.

ემილიმ დედამისის შესახებ დაწერა: „როდესაც ის ფრანკლინიდან, ვენანგოს ოლქიდან ჯოპლინში მისურის შტატში გადავიდა, მან მოიტანა წიგნები და საწერი მაგიდა.განაგრძო ფრანგულად კითხვა, გაიარა სასწავლო კურსები და ყოველდღიურად ვარჯიშობდა სასტუმროს პიანინოზე. სამოცი წლის ასაკში იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის გაფართოების კურსს გადიოდა და სიკვდილამდე ეკლესიაში ორღანზე უკრავდა. როდესაც ის სამოცდათორმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ესპანური სახელმძღვანელო მაგიდაზე გადაშლილი იპოვეს.“[6]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილიმ 1894 წელს დაამთავრა „კართაგენის საშუალო სკოლა“. მან განათლება მიიღო „გუჩერის კოლეჯში“ და მისურის უნივერსიტეტში.

ქორწიება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის 24 დეკემბერს კართაგენში ჰარი უოლას ბლერზე, ჯონ ბლერისა და მერი ჯეინ პლტენგერის ვაჟზე დაქორწინდა.[7] ჰარი 1877 წლის 7 ივლისს მერივილში, მისურის შტატში დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა ალექსანდრიაში, არლინგტონის ოლქში, ვირჯინიაში, 1964 წელს. იყო 1904 წლის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული.

იურიდიულ სკოლაში სწავლის დროს ჰარი მუშაობდა შრომისა და კომერციის მდივნის ჯორჯ ბ. კორტელიუს მდივნად. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა საფრანგეთში YMCA-სთან ერთად.[8] ომის შემდეგ დაბრუნდა შეერთებულ შტატებში და 1919 წლიდან 1933 წლამდე იყო პრაქტიკოსი ადვოკატი. იყო ოქსფორდის ჯგუფის აქტიური წევრი, რომელიც დაარსდა დოქტორ ფრენკ ნ.დ. ბუხმანის მიერ.[9]

1933 წელს ჰენრი დაინიშნა აშშ-ს გენერალური პროკურორის თანაშემწედ, რომელიც მეთვალყურეობდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განყოფილებას. აშშ-ს გენერალური პროკურორის თანაშემწედ მუშაობის შემდეგ, ის რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა გენერალური პროკურორის სპეციალურ ასისტენტად, შემდეგ შვილთან ემილი ბლერთან ერთად ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად და კერძო პრაქტიკას შეუდგა. პენსიაზე გავიდა 1962 წელს.

ჰყავდათ ორი შვილი. მათი ვაჟი ნიუელ ბლერი სწავლობდა იელის უნივერსიტეტში, რომელმაც დაამთავრა სამხრეთის უნივერსიტეტი 1929 წელს. 1932 წელს მან მიიღო სამართლის ხარისხი სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში.[10] ნიუელი იყო იურისტი და ბიზნესმენი, რომელიც ასევე ფლობდა სამ იურიდიულ გაზეთს. მათი ქალიშვილი ჰარიეტ ბლერი ნიუტონ მელვილ ფორსაიტის ცოლი იყო.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლერი გააქტიურდა ადგილობრივ სუფრაჟისტთა კამპანიაში. 1914 წელს იგი გახდა მისურის თანაბარი ხმის უფლება ასოციაციის თავმჯდომარე და მისი ყოველთვიური გამოცემის, Missouri Woman-ის პირველი რედაქტორი.[11]

მას შემდეგ რაც აშშ პირველ მსოფლიო ომს შეუერთდა, ბლერი გახდა მისურის თავდაცვის საბჭოს ქალთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე. როდესაც მისი ქმარი გაემგზავრა საზღვარგარეთ YMCA-სთვის, მან მიიღო თანამდებობა ეროვნული თავდაცვის საბჭოს ქალთა კომიტეტის განყოფილებაში, მუშაობდა იდა მ. ტარბელთან და ანა ჰოვარდ შოუსთან ერთად.[12] 1920 წელს ბლერმა გამოაქვეყნა: ქალთა კომიტეტი, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის საბჭო: ინტერპრეტაციული ანგარიში.

ის იყო ამომრჩეველ ქალთა ლიგის დამფუძნებელი ბლერის მტკიცებით, ქალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ძლიერ ქალ კანდიდატებს. მან დააორგანიზა 2000 წევრიანი ქალთა კლუბი და შექმნა ადგილობრივი ტრენინგები, რომლებიც პარტიისთვის მომუშავე ქალებისთვის იყო განკუთვნილი. ჯერ მსახურობდა ქალთა ეროვნულ-დემოკრატიული კლუბის მდივნად (1922–1926), შემდეგ კი პრეზიდენტად (1928–1929) და იყო კლუბის მთავარი დამფუძნებელი.[13]

ის იყო პირველი ქალი, რომელმაც დემოკრატიული პარტიის პოლიტიკაში გამორჩეული პოზიცია დაიკავა, იყო დემოკრატიული პარტიის ეროვნული ვიცე-თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე პირველად აირჩიეს 1922 წელს, ხოლო ხელმეორედ 1924 წელს.

ასევე მონაწილეობდა ფრანკლინ დელანო რუზველტის 1932 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. კამპანიის დროს ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხ ქალს შორის, რომელიც DNC-მ ქვეყნის მასშტაბით სასაუბრო ტურებზე გაგზავნა. იყო ერთ-ერთი იმ ქალთაგან, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფრანკლინ რუზველტის კამპანიაში მონაწილეობისთვის. იყო რამდენიმე წიგნის, მრავალი მოთხრობისა და პოლიტიკის შესახებ უამრავი სტატიის ავტორი. 1925 წლიდან 1934 წლამდე მუშაობდა ჟურნალ Good Housekeeping-ის რედაქტორად.

1944 წელს, ინსულტის შემდეგ გადადგა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dowling, Timothy C. Personal Perspectives. World War I Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO, 2005. ISBN 1-85109-565-9
  • Fenzi, Jewell, and Dr. Allida Black. Democratic Women: An Oral History of the Woman's National Democratic Club. Washington, DC: WNDC-Educational Foundation, 2000.
  • Freeman, Jo. A Room at a Time: How Women Entered Party Politics. Lanham, MD: Rowman & Littlefield Publishers, Inc., 2000.
  • Gustafson, Melanie, Kristie Miller and Elizabeth I. Perry, eds. We Have Come to Stay: American Women and Political Parties, 1880–1960. Albuquerque: University of New Mexico Press, 1992.
  • Jordan, John W. Genealogical and Personal History of the Allegheny Valley, Pennsylvania. New York: Lewis Historical Pub. Company 1913.
  • Laas, Virginia Jeans Bridging Two Eras: The Autobiography of Emily Newell Blair, 1877–1951. Columbia, Missouri: University of Missouri Press 1999
  • McArthur, Judith. Minnie Fisher Cunningham: A Suffragist's Life in Politics New York: Oxford University Press, 2005
  • O'Dea, Suzanne. From Suffrage to the Senate an Encyclopedia of American Women in Politics Santa Barbara: ABC-Clio
  • Raymond, Marcius Denison. Sketch of Rev. Blackleach Burritt and Related Stratford Families: A Paper Read Before the Fairfield County Historical Society, at Bridgeport, Conn., Friday Evening, Feb 19, 1892. Bridgeport: Fairfield County Historical Society 1892.
  • Siemiatkoski, Donna Holt The Descendents of Governor Thomas Welles of Connecticut, 1590–1658, and His Descendants. Baltimore: Gateway Press 1990.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Raymond, 64
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Jordan, 372
  3. Laas, xii
  4. 4.0 4.1 Laas, 10–12
  5. Laas, 1–11–34
  6. Laas, 5
  7. Laas, xxiii–91
  8. Dowling, 279
  9. „Religion: MRA in Washington“. Time. June 12, 1939. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 14, 2008. ციტირების თარიღი: August 15, 2009.
  10. Obituary: "Attorney, Publisher Newell Blair Dies" The Washington Post. June 21, 2004.
  11. The League of Women voters unveiled a bronze tablet in Washington, D.C. honoring suffrage pioneers during their annual council meeting in Washington, April 14–17, 1931. ENB's name was one of twenty-six Missouri women. "Notes and Comments". Missouri Historical Review. October 1930 – July 1931: 649.
  12. Laas, xiv–168
  13. McArthur, 118–119–124–125–126–127–128