ემილი ბლექუელი
| ემილი ბლექუელი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 8 ოქტომბერი, 1826[1] [2] [3] [4] |
| დაბ. ადგილი | ბრისტოლი[5] |
| გარდ. თარიღი | 7 სექტემბერი, 1910[1] [2] [4] (83 წლის) |
| გარდ. ადგილი | York Cliffs[6] |
| დასაფლავებულია | Chilmark Cemetery[7] |
| მოქალაქეობა | აშშ |
| საქმიანობა | ექიმი[8] , გინეკოლოგი[8] და obstetrician |
| ალმა-მატერი | ედინბურგის უნივერსიტეტი და Case Western Reserve University School of Medicine[6] |
| მამა | Samuel Blackwell |
| დედა | Hannah Blackwell |
| ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[9] |
ემილი ბლექუელი (ინგლ. Emily Blackwell, დ. 8 ოქტომბერი, 1826, ბრისტოლი — გ. 7 სექტემბერი, 1910) — ექიმი, გინეკოლოგი, მესამე ქალი, რომელმაც მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო აშშ-ში, და მეორე ქალი, რომელმაც ეს ხარისხი კეის ვესტერნ- რეზერვის უნივერსიტეტში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემილი ბლექუელი დაიბადა 1826 წლის 8 ოქტომბერს ბრისტოლში. 1832 წელს მისი ოჯახი აშშ-ში ემიგრირდა, ხოლო 1837 წელს ოჰაიოში, ცინცინატის მახლობლად დასახლდა. თავისი უფროსი დის, ელიზაბეტ ბლექუელის მაგალითით შთაგონებულმა, ემილიმ სამედიცინო განათლება და 1854 წელს უკვე მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1857 წელს დებმა ბლექუელებმა და მარია ზაკრევსკამ დააარსეს „New York Infirmary for Indigent Women and Children“ (ნიუ-იორკის საავადმყოფო ღარიბი ქალებისა და ბავშვებისთვის). თავიდანვე ემილი საავადმყოფოს მართვასა და შემოწირულობების უმეტეს ნაწილზე იყო პასუხისმგებელი. ის საავადმყოფოს ორმოცი წლის განმავლობაში განაგებდა, აკონტროლებდა ოპერაციებს, ზრუნავდა პაციენტებზე და აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას. ემილი ბლექუელი ალბანიში ჩადიოდა, რათა დაერწმუნებინა კანონმდებლები საავადმყოფოს ფონდებით უზრუნველყოფაში, რაც გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. მან ინსტიტუტი, რომელიც ნაქირავებ თექვსმეტოთახიან სახლში იყო განთავსებული, სრულფასოვან საავადმყოფოდ აქცია. 1874 წლისთვის ეს საავადმყოფო წელიწადში 7000-ზე მეტ პაციენტს ემსახურებოდა.
ამერიკის სამოქალაქო ომის დროს დებმა დახმარება გაუწიეს ქალთა ცენტრალური დახმარების ასოციაციის ორგანიზებას, რომელიც ამზადებდა და ავარჯიშებდა მედდებს სამხედრო სამსახურისთვის. ემილიმ და ელიზაბეტ ბლექუელმა, ასევე მერი ლივერმორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აშშ-ის სანიტარული კომისიის განვითარებაში.
ომის შემდეგ, 1868 წელს, დებმა ნიუ-იორკში ქალთა სამედიცინო კოლეჯი დააარსეს. ემილი მეანობის პროფესორი გახდა, ხოლო 1869 წელს, როდესაც ელიზაბეტი ლონდონში გადავიდა, რათა დახმარებოდა ქალთა სამედიცინო სკოლის ორგანიზებაში, ემილი კოლეჯის დეკანი გახდა. 1876 წელს ინსტიტუტი სამწლიანი, ხოლო 1893 წელს ის ოთხწლიან კოლეჯად გადაკეთდა. 1899 წლისთვის კოლეჯში 364 ქალი ექიმი სწავლობდა.
1883 წლიდან ემილი თავის პარტნიორთან, ელიზაბეტ კუშირთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ასევე საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა.[10] მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასოდეს დაქორწინებულან, 44 წლის ასაკში ემილიმ ბავშვი იშვილა, სახელად ნენი. ისინი XX საუკუნის დასაწყისში პენსიაზე გავიდნენ. ერთნახევარი წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ, მათ მომდევნო ზამთარი მონტკლერში, ნიუ-ჯერსის შტატში, თავიანთ სახლში გაატარეს, ხოლო ზაფხული — მენის შტატში.[11] ემილისთვის ეს პერიოდი იყო შესაძლებლობა საზოგადოებრივი ფორმალობების გაფართოებაზე კონცენტრირებისთვის, ფართო სოციალური საკითხების განხილვისთვის და სამომავლო საზოგადოებრივი ცვლილებების წახალისებისთვის. ემილი ბლექუელის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ნიუ-იორკის საავადმყოფო, გაჭირვებული ქალებისა და ბავშვებისთვის, კვლავ ფუნქციონირებდა და მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდა. დღეს იგი ცნობილია „NYU Downtown Hospital“-ის სახელით.
ემილი ბლექუელი გარდაიცვალა 1910 წლის 7 სექტემბერს იორკ კლიფსში, მენის შტატში, რამდენიმე თვის შემდეგ, ვიდრე მისი და ელიზაბეტი ინგლისში გარდაიცვალებოდა.[12]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Webster’s Dictionary of American Women, ISBN 0-7651-9793-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Changing the Face of Medicine — at NIH
- The Emily Blackwell Societyდაარქივებული 2007-02-08 საიტზე Wayback Machine. — at Case Western
- ემილი ბლექუელი. Find a Grave-ზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- ↑ FemBio database
- 1 2 Base biographique — BIU Santé.
- ↑ https://en.wikisource.org/wiki/Woman_of_the_Century/Emily_Blackwell
- 1 2 Kelly H. A., Burrage W. L. Blackwell, Emily // American Medical Biographies — 2 — Baltimore: The Norman, Remington Company, 1920.
- ↑ Find a Grave — 1996.
- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1236704347 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ https://www.womenofthehall.org/inductee/emily-blackwell/
- ↑ თარგი:Нп3, To Believe in Women, თარგი:Нп3, 2000. — გვ. 6, 289—290, ISBN 978-0-618-05697-2.
- ↑ Faderman (2000), p. 289
- ↑ „Dr. Emily Blackwell Dead“. The New York Times. 1910-09-09. ციტატა: „One of Founders of First Women's Hospital In America.“