ემილია ვაშარიოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილია ვაშარიოვა
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1942 (1942-05-18) (81 წლის)
ჰორნა შტუბნა, სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა
სხვა სახელები ემილია ვაშარიოვა-ჰორსკა[1]
ემილია ჩორბოვა (ქორწინების)
საქმიანობა მსახიობი, პროფესორი
აქტიური 1958-დღემდე
მეუღლე(ები) ივან ჰორსკი
(დაქ. 1968 - განქ. 1975)
მილან ჩორბა
(დაქ. 1977 - გარდ. 2013)
შვილ(ებ)ი 2

ემილია ვაშარიოვა (სლოვაკ. Emília Vášáryová, [ˈɛmiːlija ˈʋaːʃaɾijɔʋa]; დ. 18 მაისი, 1942)[2]სლოვაკი სასცენო და სატელევიზიო მსახიობი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სლოვაკური თეატრის პირველი ლედი“.[3][4] დაახლოებით ორმოცდაათ წლიანი კარიერის განმავლობაში, ემილიამ მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: დამსახურებული არტისტის ჯილდო (1978),[5] ალფრედ რადოკის ჯილდო (1996), „ჩეხეთის ლომის“ ჯილდო,[6]Artis Dramaticae Honoris Causa-ს საპატიო დოქტორის ჯილდო (2006),[7] და ჯილდო ELSA (2010).[8] ემილიას და არის ყოფილი დიპლომატი, მაგდალენა ვაშარიოვა.[9] ჩეხური მედია მას „ჩეხეთისა და სლოვაკეთის ურთიერთობების საპატიო კონსულს“ უწოდებს.[10]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილია ვაშარიოვა დაიბადა ჰორნა შტუბნაში, სლოვაკეთის პირველ რესპუბლიკაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ემილია დასთან, მაგდალენასთან ერთად (ის მოგვიანებით პოპულარული მსახიობი გახდა) გაიზარდა ბანსკა-შტიავნიცაში, იქ სადაც მათი მშობლები ასწავლიდნენ. მისი მამა, იოზსეფ ვასარი (წარჩინებული უნგრული გვარის წარმომადგენელი) სლოვაკური ენის ლიტერატურასა და გრამატიკას ასწავლიდა გიმნაზიაში, ხოლო დედა, ჰერმინა გერმანული ენის მასწავლებელი იყო.[11]

ვაშარიოვა ბავშვობიდანვე თამაშობდა მოყვარულთა თეატრში, ასევე დაკავებული იყო ტანვარჯიშით. შტიავნიცის საშუალო სკოლაში სწავლისას ემილია აირჩიეს მცირე ზომის როლზე უნგრულ - სლოვაკურ ფილმში წმინდა პეტრეს ქოლგა. მან ახალგაზრდა გოგონას როლი შეასრულა, რომელსაც მხოლოდ ერთი ხაზი: „მოვდივარ, მოვდივარ!“ ჰქონდა სათქმელი.[12] ფილმი 1958 წელს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე გამოვიდა, მაგრამ საბოლოო, მონაწილეთა სიაში ემილია ვაშარიოვა მოხსენიებული არ იყო.

1960-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაშარიოვა 2011 წელს Bratislavský bál-ზე, სადაც ბრატისლავური მოცვის პრემიით დააჯილდოვეს

მიუხედავად იმისა, რომ ემილიამ თავდაპირველად უნივერსიტეტში ენათმეცნიერებისა ან ხელოვნების ისტორიის შესწავლა გადაწყვიტა, ე. წ. „კონფიდენციალური ფაილების“ (ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მიერ გაცემული დოკუმენტი) არ არსებობის გამო, ემილიამ ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში სწავლა დაიწყო და თან თეატრში თამაშობდა.[13]

კოლეჯში სწავლისას მან მოიპოვა ორი მეორეხარისხოვანი როლი შავ-თეთრ ფილმებში. ეს ფილმებია: „მსვლელობა ყოველთვის არ არის გასართობი“ (1960) და „ახალგაზრდობაში“ (1962). მის მიღწევებს მოჰყვა მთავარი როლი (როგორც „დიანა“) ვოიტეხ იასნის ფილმში „როდესაც კატა მოდის“, რომელშიც ჯადოსნური კატა იმ ადამიანების თვისებებს შეიძენს, რომლებსაც ხედავს. ფილმის პრემიერა 1963 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი. ფილმმა მრავალი ჯილდო მოიგო ესპანეთის, საბერძნეთის, კოლუმბიისა და იტალიის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.[14]

1964 წელს, ლადისლავ ხუდიკის შეთავაზე დათანხმების შემდეგ, ემილია 1 აგვისტოს სლოვაკეთის ეროვნულ თეატრს შეუერთდა. თავდაპირველად ემილია ამჩნევდა უკმაყოფილებას უფროს მსახიობებს, რომლებსაც ვარაშიოვა ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ეგონათ. მანამდე ის ტამაშობდა ახალ სცენაზე, ბრატისლავაში, სადაც ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის, გუსტავ ჰუსაკის მეუღლის, მაგდა ჰუსაკოვა-ლოკვენცოვას როლს ასრულებდა.

ეროვნულ თეატრში ემილიას დებიუტი უილიამ შექსპირის პიესის, ჰამლეტის დადგმაში შედგა, სადაც ოფელიას როლი შეასრულა. შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმარში ელენას როლისა და ლოპე დე ვეგას მოცეკვავე ოსტატში ფლორელის როლებისთვის ემილიამ იანკო ბოროდაჩის ჯილდო მოიპოვა 1967 წელს.

ფილმებიდან ემილია გამოჩნდა „ხუმარას ზღაპარში“, რამაც ფილმის რეჟისორს, კარელ ზემანს ორი ჯილდო, სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალისა (1964 წელი) და ადის-აბებას (1964 წელი, ეთიოპია) საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები მოუტანა.[15]

ემილიასთვის სხვა სრულმეტრაჟიანი ფილმები იყო: „წმინდა ელიზაბედის მოედანი“ (1965),[16] „ოსტატი შემსრულებელი“ (1966),[17] „დრაკონის დაბრუნება“ (1967)[18] და „სხვა გზა არაა“ (1968).[19] ამასთან ერთად ემილიამ დაიწყო სატელევიზიო კარიერა და ბრნოში 1967 წლის ყველაზე პოპულარული ქალი მსახიობის ტიტული მოიგო.[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kaplan, Mike (1981). Variety: International Showbusiness Reference. Garland Publishing, გვ. 321, 22nd ed. ISBN 9780824093419. 
  2. Strhan, Milan; Daniel, David P. (1994) Slovakia And The Slovaks: A Concise Encyclopedia. Slovak Academy of Sciences, გვ. 681. ISBN 9788085584110. 
  3. Emília Vášáryová – The First Lady of Slovak Theater sk. SME. Petit Press (16 May 2008). ციტირების თარიღი: 31 March 2011
  4. Uhrinová, Mária. (2 July 2004) The First Lady of Slovak Acting–Emilia Vašáryová cs. ŽENA-IN. Redakce Žena-in.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2011
  5. Personalities – Emília Vášáryová sk. Občianske združenie Osobnosti. OZO. ციტირების თარიღი: 31 March 2011
  6. Czech Lion Award for Best Actress (2004),Hapčo, Peter. (21 October 2008) What I Can't Have In Life, I Don't Miss sk. MY Žilinské noviny. Petit Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 29 March 2011
  7. Emília Vášáryová – Doctor Artis Dramaticae Honoris Causa cs. Janáček Academy of Music and Performing Arts. Janáčkova akademie múzických umění v Brně (8 January 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 29 March 2011
  8. ELSA – Winners 2010 cs. Czech Television. Czech Film Television Academy (20 December 2010). ციტირების თარიღი: 31 March 2011
  9. Churaň, Milan (1998). Who Was Who In Our History In The 20th Century (cs). Libri Publishing, გვ. 482, 2nd ed. ISBN 9788085983647. 
  10. Kočičková, Kateřina. (1 April 2006) Vášáryová se nestylizuje do zvláštních osudů cs. Mladá fronta DNES. MAFRA. ციტირების თარიღი: 26 April 2013
  11. Mikovíny, Samuel. Magda Vášáryová sk. The City of Banská Štiavnica. Mesto Banská Štiavnica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 29 March 2011
  12. Svoboda, Otakar. (5 April 2006) Culture ČT24 interview with Vášáryová cs. ČT24. Czech Television. ციტირების თარიღი: 21 March 2011
  13. Emília Vášáryová – Biography sk. Filmovízia. Šablóna Awesome. ციტირების თარიღი: 29 March 2011
  14. The Cassandra Cat – Distribution Sheet cs. National Film Archive in Prague. Národní filmový archiv v Praze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 31 March 2011
  15. The Jester's Tale – Distribution Sheet cs. National Film Archive in Prague. Národní filmový archiv v Praze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 31 March 2011
  16. Namestie Svätej Alžbety cs. Czech and Slovak Film Database. ციტირების თარიღი: 15 April 2015
  17. Lidé z maringotek cs. Czech and Slovak Film Database. ციტირების თარიღი: 15 April 2015
  18. Drak se vrací cs. Czech and Slovak Film Database. ციტირების თარიღი: 15 April 2015
  19. Niet inej cesty cs. Czech and Slovak Film Database. ციტირების თარიღი: 15 April 2015
  20. Profil Emílie Vášáryovej sk. Slovak National Theatre. ციტირების თარიღი: 15 April 2015