ემე ბონპლანი
| ემე ბონპლანი | |
|---|---|
| ფრანგ. Aimé Bonpland | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 29 აგვისტო, 1773[1] [2] |
| დაბ. ადგილი | ლა-როშელი[3] |
| გარდ. თარიღი | 10 მაისი, 1858[4] [5] (84 წლის) |
| გარდ. ადგილი | Paso de los Libres, კორიენტესის პროვინცია, არგენტინა |
| დასაფლავებულია | Cementerio de la Santa Cruz[6] |
| მოქალაქეობა | საფრანგეთი |
| საქმიანობა | ექიმი, ბოტანიკოსი[3] , პტერიდოლოგისტი, მკვლევარი[7] , უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკური კოლექციონერი[8] [9] [10] [11] [12] , სამეცნიერო კოლექციონერი[12] , ბუნებისმეტყველი[7] და gardener[7] |
| ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი[3] |
| მამა | Simon-Jacques Goujaud-Bonpland |
ემე ჟაკ ალექსანდრ გუჟო (ფრანგ. Aimé Jacques Alexandre Goujaud), ასევე ცნობილი, როგორც გუჟო-ბონპლანი (ფრანგ. Goujaud-Bonpland), უფრო ცნობილი, როგორც ემე ბონპლანი (ფრანგ. Aimé Bonpland [ɛme bɔ̃plɑ̃]; დ. 1773 — გ. 1858) — ფრანგი გეოგრაფი, ბოტანიკოსი, ნატურალისტი და მოგზაური.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემე ბონპლანი, დაბადებული როგორც — ემე ჟაკ ალექსანდრე გუჟო (ფრანგ. Aimé Jacques Alexandre Goujaud)[13] დაიბადა ლა როშელში 1773 წლის 22,[14][15][13] 28,[16][17] ან 29 აგვისტოს ლა-როშელის ჰოსპიტალის მთავარი ქირურგის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ მამა — სიმონ-ჟაკ გუჟო-ბონპლანი (ფრანგ. Simon-Jacques Goujaud-Bonpland), ხოლო დედა — მარგერიტ-ოლივ დე ლა კოსტი (ფრანგ. Marguerite-Olive de la Coste). 1790 წელს ის გადავიდა თავის ძმასთან მაიკლთან პარიზში, სადაც ორივე ეუფლებოდა მედიცინას.[18] 1791 წლიდან ისინი ესწრებოდნენ კურსებს პარიზის ბუნების ისტორიის ბოტანიკურ მუზეუმში. მათი ლექტორები იყვნენ ჟან-ბატისტ ლამარკი, ანტუან ლორან დე ჟუსიე და რენე ლუიშ დესფონტენი;[18] ემე შემდგომში სწავლა გააგრძელა ჟან-ნიკოლას კორვიზარტის ხელმძღვანელობით[14] და ასევე შესაძლოა, რომ ესწრებოდა პიერ-ჟოზეფ დესოს ლექციებს, რომელსაც ატარებდა ჰოტელ-დიეუში. ამ პერიოდში ემე ასევე დაუმეგობრდა თავის თანაკურსელს, ქსავიერ ბიჩატს.
საფრანგეთის რევოლუციისა და რევოლუციური ომების არეულობის ფონზე, ბონპლანი მსახურობდა ქირურგად საფრანგეთის არმიაში.[15][14][19][20][13]
კორვიზარტის სახლში დაუმეგობრდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტს,[19] იგი შეუერთდა მას ხუთწლიანი მოგზაურობისას ტენერიფეში და ესპანეთის კოლონიურ იმპერიაში ამერიკაში,[21] იმოგზაურა იქ, სადაც მოგვიანებით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ვენესუელა, კუბა, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და მექსიკა, ასევე ორინოკოსა და ამაზონის აუზები, მოგზაურობა დასრულდა შეერთებულ შტატებში.[14][22] ამ მოგზაურობის დროს მან შეაგროვა 6000-მდე მცენარე, რომლებიც ძირითადად იმ დრომდე უცნობი იყო ევროპაში.[14] მისი მონათხრობი ამ აღმოჩენების შესახებ გამოიცა ტომების სერიის სახით 1808-1816 წლებში სათაურით „ეკვატორული მცენარეები“ (ფრანგ. Plantes equinoxiales).[14]
პარიზში დაბრუნების შემდეგ ნაპოლეონმა მას წლიურად 3000 ფრანკის პენსია მიანიჭა იმ მრავალი ნიმუშის სანაცვლოდ, რომელიც მან ბუნების ისტორიის მუზეუმს გადასცა.[19] იმპერატრიცა ჟოზეფინას ძალიან უყვარდა იგი და დანიშნა ის ზედამხედველად მალმეისონის ბაღებში,[14][19] სადაც მრავალი თესლი იყო ჩამოტანილი ამერიკიდან.[19] 1813 წელს მან გამოაქვეყნა მისი მოგზაურობა მალმეზონში და ნავარაში კულტივირებული იშვიათი მცენარეების შესახებ (ფრანგ. Description des plantes rares cultivées à Malmaison et à Navarre).[14] ამ პერიოდში ის ასევე გაეცნო გეი-ლუსაკს, არაგოს და სხვა გამოჩენილ მეცნიერებს და ფონტენბლოს ტახტიდან გათავისუფლების შემდეგ ამაოდ ევედრებოდა ნაპოლეონს ვენესუელაში გადადგომას.[14][19]
1816 წელს მან ბუენოს აირესში წაიღო სხვადასხვა ევროპული მცენარეები, სადაც აირჩიეს ბუნების ისტორიის პროფესორად.[14] მან მალევე დატოვა თანამდებობა, თუმცა სამხრეთ ამერიკის ინტერიერის შესასწავლად.[14] 1821 წელს მან დააარსა კოლონია სანტა ანაში, პარანას მახლობლად, yerba mate-ის მოსაყვანად.[23] კოლონია მდებარეობდა პარაგვაის და არგენტინის მიერ პრეტენზიულ ტერიტორიაზე; გარდა ამისა, ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია, პარაგვაის დიქტატორს, ეშინოდა, რომ ბონპლანის წარმატება მეტეს კულტივირებაში ხელს შეუშლიდა მის საკუთარ მცდელობას მონოპოლიზებულიყო ამ ბიზნესში. 1821 წლის 8 დეკემბერს პარაგუაელებმა გაანადგურეს კოლონია, ხოლო ბონპლანი დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით და დააკავეს სანტა მარიაში 1829 წლამდე.[14][24] ტყვეობის დროს დაქორწინდა და რამდენიმე შვილი ეყოლა. მას მიეცა გადაადგილების თავისუფლება და მოქმედებდა, როგორც ადგილობრივი ღარიბების[14] და სამხედრო გარნიზონის ექიმი.[20] ამავე ეპოქაში პარაგვაიში დარჩა შვეიცარიელი ნატურალისტი იოჰან რუდოლფ რენგერიც: მას არ აძლევდნენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას, მაგრამ ამავდროულად თავისუფად შეეძლო ქვეყნის ტერიტორიაზე ემოგზაურა.[25]
ბონპლანი გაათავისუფლეს 1829 წელს[19] და 1831 წელს დაბრუნდა არგენტინაში, სადაც დასახლდა სან ბორჯაში, კორიენტესში.[14] იქ, 58 წლის ასაკში, დაქორწინდა ადგილობრივზე და ცხოვრობდა მიწათმოქმედებით და იერბა მატეს რეალიზაციით.[20][26] 1853 წელს ის დაბრუნდა სანტა ანაში, სადაც გააშენა მის მიერ შემოტანილი ფორთოხლის ხეები. მან მიიღო 10000-პიასტრიანი ქონება კორიენტესის მთავრობისგან პროვინციაში გაწეული მუშაობისთვის მადლიერების ნიშნად. მის პატივსაცემად ახლა მის გარშემო არსებული პატარა ქალაქი ცნობილია როგორც „ბონპლანი“.[27] ასევე სხვა პატარა ქალაქს მისიონესის პროვინციაში სანტა ანას სამხრეთით (მისიონესი) ასევე ჰქვია ბონპლანი.
ემე ბონპლანი გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, სან ბორჯაში,[19] სანტა ანაში,[13] ან რესტორაციაში[16] 1858 წლის 4[15] ან 11[16] მაისს, პარიზში დაგეგმილ დაბრუნებამდე.[14]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანგ. Adolphe Brunel, Biographie d’Aimé Bonpland. 1871
- ფრანგ. Angelis. Notice biographique sur Bonpland. (Монтевидео: 1852)
- ესპ. Amadeo В. Apuntas biograficos leidos. (Каракас: 1869)
- ინგლ. [http://www.anbg.gov.au/biography/bonpland-aime-jacques.html Maiden, J.H. Records of the earlier French botanists as regards Australian plants. Journal and Proceedings of the Royal Society of New South Wales for 1910. 44:123-155]
- ფრანგ. Hamy E.T. Aimé Bonpland, médecin et naturaliste, explorateur de l'Amérique du Sud; sa vie, son oeuvre, sa correspondance avec un choix de pièces relatives à sa biographie. – Paris: E. Guilmoto, 1906.
- ინგლ. Sarton G. Aimé Bonpland (1773–1858) // Taxon. v. 34:385-399. 1943.
- გერმ. René Bouvier et Edouard Maynial: Der Botaniker von Malmaison. Aimé Bonpland, ein Freund Alexander von Humboldts. Lancelot Verlag, Neuwied/Rhein 1949.
- ინგლ. Rogers McVaugh. The American Collections of Humboldt and Bonpland, as described in the Systema Vegetabilium of Roemer and Schultes. Taxon. v. 4:78-86. 1955.
- ფრანგ. Philippe Foucault: Le Pêcheur d’Orchidées. Aimé Bonpland. 1773-1858. Éditions Seghers, Paris 1990, ISBN 2-232-10291-2.
- გერმ. Karl Mägdefrau: Geschichte der Botanik. Fischer, Frankfurt/M. 1992, ISBN 3-437-20489-0.
- ფრანგ. Nicolas Hossard. Aimé Bonpland (1773-1858), médecin, naturaliste, explorateur en Amérique du Sud de, 2001, Harmattan (Paris) ISBN 2-7475-0836-6
- გერმ. Heinz Schneppen: Aimé Bonpland. Humboldts vergessener Gefährte?. 2. Auflage. Alexander-von-Humboldt-Forschungsstelle der Berlin-Brandenburgischen Akademie der Wissenschaften, Berlin 2002 (Berliner Manuskripte zur Alexander-von-Humboldt-Forschung; Bd. 14).
- გერმ. Daniel Kehlmann. Die Vermessung der Welt. Rowohlt, Reinbek 2005, ISBN 3-498-03528-2
- გერმ. Ilse Jahn (Hrsg.): Geschichte der Biologie. Theorien, Methoden, Institutionen, Kurzbiographien. Directmedia Publishing, 2006, ISBN 3-89853-538-X (1 CD-ROM).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Académie nationale de médecine
- 1 2 3 Stauffer, F. W. & J. Stauffe The Goujaud Bonpland brothers: two complementaryapproaches of botanical knowledge — 2020.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Cerrutti C. Desde Cumaná hasta Santa Ana. La relación de Aimé Bonpland con las Américas — 2020.
- ↑ El Municipio de Libres homenajeó a Amado Bonpland — 2022.
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118661604 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- 1 2 Bionomia — 2018.
- 1 2 3 4 ACAB (1900).
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 EB (1878).
- 1 2 3 Chisholm (1911).
- 1 2 3 Smith, Charles (2007), „Aimé Jacques Alexandre (Goujaud) Bonpland“, Some Biogeographers, Evolutionists, and Ecologists: Chrono-Biographical Sketches, http://people.wku.edu/charles.smith/chronob/BONP1773.htm.
- ↑ Parish register. Paroisse Saint-Barthélémy, La Rochelle. Archives départementales, Charente-Maritime, Archives en ligne.
- 1 2 Stephen Bell (2010). A Life in Shadow: Aimé Bonpland in Southern South America, 1817–1858, illustrated, Stanford University Press, გვ. 3. ISBN 9780804774277.
- 1 2 3 4 5 6 7 8 AJSA (1858).
- 1 2 3 AC (1879).
- ↑ Daum, Andreas (2019). Alexander von Humboldt. Munich: C. H. Beck, გვ. 44‒61. ISBN 978-3-406-73436-6.
- ↑ How Alexander von Humboldt put South America on the map | DW | 12.07.2019. Deutsche Welle (12 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2020. ციტირების თარიღი: 3 March 2020
- ↑ Stephen Bell (2010). A Life in Shadow: Aimé Bonpland in Southern South America, 1817–1858, illustrated, Stanford University Press, გვ. 196. ISBN 9780804774277.
- ↑ Chavez, Julios Cesar (1942), El Supremo Dictador. (in Spanish)
- ↑ თარგი:Cite ADB
- ↑ Obregón (1999), „Los soportes histórico y científico de la pieza Humboldt & Bonpland, taxidermistas de Ibsen Martínez“, Latin American Theatre Review. (in Spanish)
- ↑ Muncipio de Bonpland. ციტირების თარიღი: 2021-05-01