ემელიანოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემელიანოვის სახლი
Дом Емельянова
კოორდინატები 59°43′10″N 30°24′32″E / 59.719482° ჩ. გ. 30.408794° ა. გ. / 59.719482; 30.408794
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ს. ჩერფოლიო
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1836-1839
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801275000

ემელიანოვის სახლი (რუს. Дом Емельянова), ასევე ხლებნიკოვის სახლი (რუს. Дом Хлебникова) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ პუშკინში, სანქტ-პეტერბურგი. მისამართი ორანჟერეის ქუჩა, სახლი № 21, გადის ტაძრის მოედანზე. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1836-1839 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიწის დიდი ნაკვეთი ქალაქის გენერალური გეგმის თანახმად გამოყვეს საქმიანი სამუშაოებისათვის და დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო. 1835 წელს გამოიყო მიწის ნაკვეთები კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისათვის. ყველა, ხუთივე საცხოვრებელი სახლის პროექტი შეასრულა არქიტექტორმა სებასტიან ჩეფოლიომ, მან შექმნა შენობების ერთიანი ანსამბლი. მიწის ნაკვეთი № 288 გამოყვეს გლეხ ემელიანოვისათვის სახლის ასაშენებლად. მოგვიანებით სახლი, ისევე როგორც მეზობელი როდაქსის სახლი გავასცეს მეფუნთუშეს, მესამე გილდიის ვაჭარ მ. ე. ხლებნიკოვს. საბჭოთა პერიოდში შენობას მიაშენეს საკონდიტრო საამქრო.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი გაფორმებულია ზუსტად ისე სიმეტრიულად, როგორც იზმაილოვის სახლი. სახლი არის ორსართულიანი შენობა, გაფორმებული გვიანი კლასიციზმის ელემენტებით. ორივე სახლის კომპოზიციის ცენტრი არის ორმაგი თაღოვანი და ძალიან ჰგავს პუშკინის წმინდა ეკატერინეს საკათედრო ტაძრის თაღებს. შენობაში აღარ არის შემორჩენილი ლითონის ფირფიტები. ასევე არ არის შემორჩენილი ფანარებისთვის განკუთვნილი კრონშტეინები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 363—364. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]