შინაარსზე გადასვლა

ემა მაიერსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემა მაიერსი
ინგლ. Emma Myers
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 2002(2002-04-02) (23 წლის)
დაბადების ადგილი ორლანდო
მოქალაქეობა  აშშ

ემა ელიზაბეთ მაიერსი (დ.2 აპრილი, 2002, ამერიკა, ორლანდო)[1][2] — ამერიკელი მსახიობი.

ემა ელიზაბეთ მაიერსი დაიბადა 2002 წლის 2 აპრილს, ორლანდოში, ფლორიდაში, ნიკოლისა და ჯერემი მაიერსის ოჯახში.[3][4] მას ჰყავს სამი და და მათ შორის მეორეა უფროსობით. იგი სწავლობდა საშინაო განათლების კოოპერატივში და, როგორც თავად ამბობს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არასდროს უსწავლია.[5] დედის მხრიდან იგი ბერძნული წარმოშობისაა.[6]

მან კარიერა მსახიობის სახით 2010 წელს დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო სერიალ The Glades-ის ერთ ეპიზოდში.[2] ცნობადობა მოიპოვა კომედიურ საშინელებათა სერიალში Wednesday (2022–დღემდე) და მისტიკურ სერიალში A Good Girl's Guide to Murder (2024–დღემდე) მთავარ როლებში შესრულებით. მაიერსმა ასევე ითამაშა კომედიურ ფილმში Family Switch (2023) და ფანტასტიკურ სათავგადასავლო კომედიურ ფილმში Minecraft Movie (2025).

მაიერსი K-pop-ის, განსაკუთრებით კი ჯგუფ Seventeen-ის გულშემატკივარია.[7] 2022 წელს ჟურნალ Teen Vogue-თან ინტერვიუში აღნიშნულ იქნა, რომ ბეჭდების მბრძანებლის და ვარსკვლავური ომების ფანკლუბებში იყო „ონლაინ ფანდომის ორი ფანტასტიკური საყრდენი, რომლებმაც გავლენა მოახდინა მის სამყაროს აღქმაზე“. მაიერსი საკუთარ თავს ინტროვერტად აღწერს.

ჟურნალ Seventeen-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისი ოცნების ორი როლია მაქს კოულფილდი ვიდეოთამაშიდან Life Is Strange და ედიტ ფინჩი ვიდეოთამაშიდან What Remains of Edith Finch, ეს ორი თამაში კი მაიერსის ფავორიტებს შორისაა.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Emma Myers hates her nickname 😂. ციტირების თარიღი: April 6, 2025
  2. 2.0 2.1 What movies and TV shows has Emma Myers been in?. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2022. ციტირების თარიღი: November 30, 2022
  3. Emma Myers: How old is 'Wednesday' star Enid Sinclair who has became [sic a fan favourite?] (December 2, 2022). ციტირების თარიღი: December 18, 2022
  4. ozzy. (June 9, 2023) Emma Myers: Actress, Model, Dancer en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2024. ციტირების თარიღი: June 18, 2023
  5. Netflix Star Emma Myers Is Wednesday's Biggest Fan (November 24, 2022). ციტირების თარიღი: November 30, 2022
  6. Emma. (December 12, 2022) Emma Myers family: mother, father, siblings en-US. ციტირების თარიღი: March 25, 2023
  7. The Tonight Show Starring Jimmy Fallon. (January 5, 2023) Emma Myers on Preparing to be a Werewolf in Wednesday and Her SEVENTEEN Obsession (Extended).
  8. Whittaker, Alexandra (5 August 2025). „Emma Myers Likes the Weird Stuff“. Seventeen. Hearst Digital Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2025. ციტირების თარიღი: 6 August 2025. ციტატა: „6.“