ემა ეკსტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ემა ეკსტაინი
Emma eckstein.jpg
ემა 1895 წელს
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1865
დაბადების ადგილი ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1940 (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა[1]
საქმიანობა ავტორი, ფსიქოანალიტიკოსი
ენა გერმანული ენა
ეროვნება ავსტრიელი
მოქალაქეობა ავსტრია
პერიოდი XIX-XX საუკუნე
ჟანრი მეცნიერული ნაშრომები

ემა ეკსტაინი (ინგლ. Emma Eckstein; დ. 28 იანვარი, 1865 წელი, ვენა, ავსტრია – გ. 30 ივლისი, 1924 წელი) - ავსტრიელი ავტორი და ფსიქოანალიტიკოსი. ემა ეკსტაინი იყო ზიგმუნდ ფროიდის ერთ-ერთი პაციენტი და მოკლე პერიოდში, დაახლოებით 1897 წელს თავადაც გახდა ფსიქოანალიტიკოსი".[2] როგორც ანალიტიკოსი ის, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სექსუალური და სოციალური ჰიგიენის სფეროში მუშაობდა, მან ასევე შეისწავლა, თინეიჯერთა ცხოვრება და ამ პერიოდის გადაულახავი სირთულეები.[3]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა ეკსტაინი დაიბადა ვენაში 1865 წლის 28 იანვარს ცნობილ ბურჟუაზიულ ოჯახში. ოჯახს ახლო კავშირი ჰქონდა ფროიდთან. მისი ერთ-ერთი ძმა იყო გუსტავ ეკსტაინი (1875–1916), სოციალ – დემოკრატი და სოციალისტური პარტიის ლიდერი.[4]

ემა აქტიურად მონაწილეობდა ვენის ქალთა მოძრაობაში, "თანამშრომლობდა Dokumente der Frauen- სა და Neues Frauenleben- თან".[5]

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ემა ეკსტაინი 27 წლის იყო, იგი ფროიდთან წავიდა რადგან აწუხებდა უცნაური პიმტომები რომელიც შეესაბამებოდა დაავადებებსა და მენსტრუაციასთან დაკავშირებულ მცირე დეპრესიას. ფროიდმა დიაგნოზი დაუსვა ეკსტაინს და უთხრა რომ ამის მიზეზი მასტურბაციის გადაჭარბებული ქმედება იყო; იმ პერიოდში მასტურბაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშად ითვლებოდა. მისი მკურნალობა სამი წელიწადი გაგრძელდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული და დეტალური შემთხვევა ფროიდის ადრეულ შემთხვევებთან შედარებით. თავის ანალიზში, ემა ეკსტაინმა მიაწოდა ფროიდს მასალა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა თეორიულად შეეფასებინა ისტერიული სიმპტომოლოგია, რომელიც ეხმიანებოდა სადისტურ მოქმედებებს.[6] მისმა გულმოდგინე თანამშრომლობამ მის ანალიზში ფროიდს მისცა ძალიან ძვირფასი მასალა ... მნიშვნელოვან ცვლილებებს მისცა ალღო და მის ფუნდამენტურ ახალ ელემენტებს შეუწყო ხელი: ფსიქოზისა და ოცნების სურვილების თეორია; მისი ადრეული სიამოვნების ტრანსფერული რეკონსტრუქცია ... ფანტასტიკური სცენები მისი შინაგანი ცხოვრებიდან.

ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროს ემა ეკსტაინი იმყოფებოდა ასევე ფროიდის მეგობრისა და თანამშრომლის ვილჰელმ ფლიესის, ყურის, ცხვირისა და ყელის სპეციალისტის სწავლების ქვეშ. ფლიესი მკურნალობდა "ცხვირის რეფლექსურ ნევროზს" ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ცხვირის შიგნით კაუტერირებით. ფლიესი ვარაუდობდა, რომ თუ დროებითი კაუტერიზაცია სასარგებლო იქნებოდა, ოპერაცია უფრო მუდმივ შედეგებს გამოიღებდა. თავდაპირველად მან ოპერაცია ჩაატარა ეკსტაინზე. მისი ოპერაცია სავალალო აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ცხვირიდან უხვი, განმეორებითი სისხლდენა - ფლიესმა ეკსტაინის ცხვირის ღრუში დატოვა გაზი. ოპერაციის შემდეგ მართალია ეკსტეინს უნდოდა ფლიესისთვის ეჩივლა თუმცა გადაიფიქრა. ასევე ფროიდმა მისწერა წერილი ფლიესს სადაც სასტიკად აკრიტიკებს მას და მის ოპერაციას.

მუშაობა ფროიდთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა ეკსტაინს ასევე წვლილი აქვს შეტანილი ფროიდის ისტერიის თეორეაში. 1897 წელს ფროიდი თავის ანალიტიკურ დასკვნებში წერს რომ ნევროზი არის მოზრდილის, ჩვეულებრივ მამის, ბავშვის სექსუალური ძალადობის შედეგი.[7] ფროიდი წერდა, რომ ეკსტაინსაც ასეთივე შედეგები ჰქონდა თავის პაციენტებში, მათგან უმეტესობა ძალადობის მსხვერპლი იყო ბავშვობაში, განსაკუთრებით ეს ძალადობა მამიდან მოდიოდა.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წელს ემა ეკსტაინმა გამოაქვეყნა პატარა წიგნების სერია ბავშვების სექსუალური აღზრდის შესახებ, თუმცა მასში ის არ ახსენებს ფროიდს. რამდენიმე წლის შემდეგ, ფროიდი თავის ღია წერილში "ბავშვთა სექსუალური განმანათლებლობა" ეხება ემას წიგნს და საუბრობს ემას ბავშობაზე და მის მიწერილ წერილზე თავის 10 წლის ვაჟთან. ეკსტაინი ჩნდება ჯოზეფ სკიბელის 2010 წლის რომანის პერსონაჟად, წიგნის სახელწოდებაა განკურნებადი რომანტიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chapter 3: "Freud, Fliess, and Emma Eckstein," pp. 55–106. And "Appendix A. Freud and Emma Eckstein" pp. 233–250. In Masson, Jeffrey Moussaieff (1984) The Assault on Truth: Freud's Suppression of the Seduction Theory Farrar, Straus and Giroux, New York, ISBN 0-374-10642-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]