ემანუილ ლასკერი
|
ემანუელ ლასკერი | |
| დაბადების სახელი | ემანუელ ლასკერი |
|---|---|
| ქვეყანა (სპორტი) | გერმანია |
| ეროვნება | გერმანელი, ებრაელი |
| დაბადების თარიღი | 24 დეკემბერი, 1868 |
| დაბადების ადგილი | ბერლინჰენი (ახლანდ. ბარლინეკი, პოლონეთი) |
| გარდაცვალების თარიღი | 11 იანვარი, 1941 (72 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
| წოდება | მსოფლიოს ჩემპიონი (1894–1921), დიდოსტატი |
| ჯილდოები და პრემიები | world chess champion და Germany's Sports Hall of Fame |
ემანუილ ლასკერი (გერმ. Emanuel Lasker; დ. 24 დეკემბერი, 1868, ბერლინჰენი, პოლონეთი — გ. 11 იანვარი, 1941, ნიუ-იორკი, აშშ) — გერმანელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მეორე ჩემპიონი. ლასკერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 1894 წელს ვილჰელმ სტეინიცის დამარცხებით (12:7). მან წარმატებით დაიცვა ტიტული შემდეგ მატჩებში: 1897 წელს ვილჰელმ სტეინიცთან (12,5:4,5), 1907 წელს ფრენკ მარშალთან (11,5:3,5), 1908 წელს ზიგბერტ ტარაშთან (10,5:5,5), 1909 და 1910 წლებში დავიდ იანოვსკისთან (8:2 და 9,5:1,5). 1910 წელს ტიტული დაიცვა კარლ შლეხტერთან ფრედ დამთავრებული მატჩით (5:5). მან ტიტული საბოლოოდ დაკარგა 1921 წელს ხოსე რაულ კაპაბლანკასთან დამარცხებით (5:9). ლასკერი იყო ჭადრაკის თეორეტიკოსი, ფილოსოფიისა და მათემატიკის დოქტორი. გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ცხოვრობდა ლონდონში, მოსკოვსა და ნიუ-იორკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006. — გვ. 261.