ელ-ჰამარი
ელ-ჰამარი | |
---|---|
კოორდინატები: 30°46′00″ ჩ. გ. 47°03′00″ ა. გ. / 30.76667° ჩ. გ. 47.05000° ა. გ. | |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ფართობი | 600-1350 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 3 მ |
ელ-ჰამარი, ჰამარი (არაბ. هور الحمّار) — მარილიანი ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ჰამარის მარშების ფარგლებში. მდებარეობს მდინარეების ევფრატისა და შატ-ელ-არაბის ქვემო დინების აუზში. სიგრძე 120 კმ, სიგანე 20 კმ-მდე, ზედაპირის ფართობი 600-1350 კმ². ტბის წყლის დონე რყევადია, წყლის მაქსიმალური სიღრმე იცვლება 1,8 მეტრიდან (ზამთარი) 3,0 მეტრამდე (გაზაფხული). აპრილსა და მაისში ევფრატზე წყალმოვარდნის დროს დონე მატულობს. ნაპირები დაბალია. გარშემორტყმულია დაჭაობებული ადგილებით, ბევრია ლერწამი. ტბა სანაოსნოა სამხრეთ ნაწილში. წარმოიქმნა V საუკუნეში როდესაც მდინარე ევფრატზე მომხდარი ძლიერი წყალდიდობის დროს იყო გარღვეული ჯებირები და ქალაქებს ბასრასა და სუკ-ელ-შუიუხს შორის მდებარე დაბლობი აღმოჩნდა ჩაძირული. ჰამარის სახელს ატარებს სატურნის თანამგზავრის ტიტანის ერთ-ერთი ტბა. ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენენ მაადანები.