შინაარსზე გადასვლა

ელ-აღეილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ელ-აღეილა
არაბ. العقيلة
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
რაიონი ელ-ვახატი
კოორდინატები 30°16′00″ ჩ. გ. 19°12′00″ ა. გ. / 30.26667° ჩ. გ. 19.20000° ა. გ. / 30.26667; 19.20000
ცენტრის სიმაღლე 32 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+2
ელ-აღეილა — ლიბია
ელ-აღეილა

ელ-აღეილა (არაბ. العقيلة) — სანაპირო ქალაქი ლიბიაში, სიდრის ყურესთან, კირენაიკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში. 1988 წელს მიეკუთვნა აჯდაბიის რაიონს, 1995-2001 წლებში რაიონის სახელი უცნობია,[1] 2001 წელს კი კვლავ აჯდაბიას შეუერთდა. 2007 წელს, გადავიდა უფრო ფართო, ელ-ვახატის რაიონში.

ელ-აღეილა უფრო უკეთ ცნობილია მის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიისას.

ქალაქი გაშენებულია რომაელთა თავდაცვით ქალაქ ანაბუკისისა[2] და მის ბერძნულ წინამორბედ აუტომალის ადგილზე.[3]

იტალიური ოკუპაციის დროს ელ-აღეილა ბედუინთა საკონცენტრაციო ბანაკი იყო, სადაც სიცოცხლეს ათასობით ბედუინი გამოასალმეს.[4]

ლიბიის სამოქალაქო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, მარტის დასაწყისში ქალაქი კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა აიღეს, თუმცა ამავე თვის შუა რიცხვებში იგი კვლავ დაიბრუნეს კადაფის მომხრეებმა. მარტის ბოლოს კვლავ ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ აიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ "الشعبيات بالجماهيرية" ("Districts of Libya") Website of the General People's Committee of Libya, from WebArchive dated 30 August 2006
  2. ↑ Goodchild, R. G. (1951) "Boreum of Cyrenaica" The Journal of Roman Studies 41(1/2): pp. 11-16, p. 11
  3. ↑ The site of Automala was found on a small promontory opposite the island of Bu Sceefa, a few kilometers west of el-Agheila. p. 16 of Goodchild, R. G. (1951) "Boreum of Cyrenaica" The Journal of Roman Studies 41(1/2): pp. 11-16
  4. ↑ Ham, Anthony (2002). East of Tripoli - Medinat Sultan to Ajdabiyya: Al-'Aghela. London: Lonely Planet, გვ. 154. ISBN 0864426992.