ელ-ამადია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ელ-ამადია
არაბ. العمادية

ელ-ამადიის საერთო ხედი
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
მუჰაფაზა დაჰუკი
კოორდინატები 37°05′33″ ჩ. გ. 43°29′14″ ა. გ. / 37.09250° ჩ. გ. 43.48722° ა. გ. / 37.09250; 43.48722
დაარსდა ძვ. წ.3 ათასწლეული
ცენტრის სიმაღლე 1400
მოსახლეობა 6 000 კაცი
ეროვნული შემადგენლობა ქურთები, ებრაელები, ქალდეველები
სასაათო სარტყელი UTC+3
ელ-ამადია — ერაყი
ელ-ამადია

ელ-ამადია (არაბ. العمادية) — სოფელი ერაყში. მდებარეობს დაჰუკის მუჰაფაზაში და განთავსებულია შემაღლებული ადგილის თხემზე, რომლის სიგრძეა 1 000 მეტრი, ხოლო სიგანე - 500 მ. ზღვის დონიდან მდებარეობს 1 400 მეტრზე. თურქეთის საზღვრიდან 17 კმ-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლები კლდეებზე.

დასახლების ისტორია იწყება ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულიდან. დიდი ხნის განმავლობაში სოფელში მოხვედრა შესაძლებელი იყო კლდეში გამოკვეთილი, ვიწრო ქვის კიბისებური საფეხურებით. თანამედროვე შენობებთან ერთად აქ შემონახულია ძველი ასურული შენობების, ასევე სინაგოგისა და ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები.

ლეგენდის თანახმად, სოფლის გარშემო ცხოვრობდნენ სპარსელი მოგვები და ქურუმები, რომლებიც ცნობილი იყვნენ ჯადოქრობით. სწორედ აქედან, ზოგიერთი მკვლევარის თანახმად, გაიგზავნა ბეთლემში სამი მოგვი მცირეწლოვანი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად[1].

ასევე აქ დაიბადა მეამბოხე ებრაელი დავით ალროი (XII საუკუნე), რომელმაც საკუთარი თავი მესიად გამოაცხადა.

ისტორიკოს ჯოზეფ ჰა-კოენის (1496-1575 წწ.) ცნობით 1163 წელს სოფლის ებრაული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 000-ს ოჯახს. ალროი ჩაუდგა რევოლუციას სათავეში ამადიის წინააღმდეგ, მაგრამ მოკლეს მისი მსვლელობის პერიოდში[2].

XIX საუკუნის დასასრულის მონაცემებით მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 6 000 ადამიანი, საიდანაც 2 500 იყო ქურთი, 1 900 — ებრაელი, 1 600 — ქალდეველი[3]. მოსახლეობის რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა. აქ ერთმანეთის გვერდით კეთილმეზობლურად ცხოვრობენ ქრისტიანები და მუსულმანები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bailey, Betty Jane. Who are the Christians in the Middle East? Wm. B. Eerdmans Publishing Company (May 2003)
  2. Jewish Encyclopedia (1906). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2009-09-12.
  3. Catholic Encyclopaedia. Appleton (1907). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2009-09-12.