ელსი ფიშერი
| ელსი ფიშერი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | კალიფორნია |
| მოქალაქეობა |
|
| პროფესია | მსახიობი |
| საქმიანობა | მსახიობი[1] , კინომსახიობი, ტელემსახიობი და გამხმოვანებელი |
| აქტიური | 2009–დღემდე |
ელსი ფიშერი (დ. 2003 წლის 3 აპრილს) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ბო ბერნჰემის კომედია-დრამის ფილმში მერვე კლასი (2018) მთავარი როლით, რისთვისაც მიიღო გოლდენ გლობის პრემიის საუკეთესო მსახიობის (კომედია ან მიუზიკლი) ნომინაცია. ფიშერი ასევე ცნობილია ანიმაციური პერსონაჟების გახმოვანებით, როგორებიცაა აგნეს სასაცილო მე-ში (2010) და სასაცილო მე 2-ში (2013), მაშა მაშა და დათვში (2009–2012) და პარკერ ნიდლერი ადამსების ოჯახში (2019).
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიშერი დაიბადა რივერსაიდში, კალიფორნია,[2] 2003 წლის 3 აპრილს.[3]
ფიშერმა კარიერა დაიწყო ექვსი წლის ასაკში, 2009 წელს NBC-ის სუპერნატურალური დრამის სერიალის მედიუმის ეპიზოდში გამოჩენით. 2009 წლიდან 2012 წლამდე გახმოვანება გაუკეთა მაშას რუსული ანიმაციური საბავშვო სერიალის მაშა და დათვის ინგლისური დუბლიაჟისთვის. ფიშერმა დამატებითი აღიარება მოიპოვა ანიმაციურ კომედია ფილმში სასაცილო მე (2010) და გაგრძელებაში სასაცილო მე 2 (2013) აგნესის გახმოვანებით. თუმცა, სერიის მესამე ფილმში მონაწილეობა არ მიიღო. ფიშერი სპორტულ დრამის ფილმში მაკფარლანდი, აშშ მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა, რომელიც გამოვიდა 2015 წლის თებერვალში.[4] 2016 წლის მარტამდე ფიშერი გამოჩენილია თექვსმეტზე მეტ ეროვნულ რეკლამაში.[5]
2018 წელს ფიშერმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება მიიღო კომიკოს ბო ბერნჰემის რეჟისორული დებიუტის, კომედია-დრამის ფილმის მერვე კლასის სოციალური პრობლემების მქონე მოზარდი გოგონას, კაილა დეის, როლის შესრულებისთვის. შესრულებისთვის ფიშერმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის გოლდენ გლობის პრემიის ნომინაცია საუკეთესო მსახიობისთვის – კომედია ან მიუზიკლი.[6][7]
მერვე კლასის გადაღების შემდეგ დაიწყო სკოლა და სკოლის სპექტაკლში ვერ მოხვდა.[8] შემდგომ გახმოვანება გაუკეთა პარკერ ნიდლერს ანიმაციურ შავ კომედიაში ადამსების ოჯახი 2019 წელს. იმავე წელს მთავარ როლში — ჯოი უილქსი, ენი უილქსის ქალიშვილი — გამოჩნდა Hulu-ს ანთოლოგიური საშინელებათა სერიალის ქასლ როკის მეორე სეზონში.
2022 წელს ფიშერი შეუერთდა HBO-ს შავი კომედიის სერიალის ბარის მესამე სეზონის მსახიობთა შემადგენლობას.[9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Synchronkartei — 1997.
- ↑ Elsie Fisher (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2022. ციტირების თარიღი: April 6, 2021
- ↑ „Elsie Fisher“. Tribute. Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 22, 2019. ციტირების თარიღი: July 26, 2018.
- ↑ Farber, Stephen (February 4, 2015). „'McFarland, USA': Film Review“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 9, 2015. ციტირების თარიღი: February 22, 2015.
- ↑ Elsie Fisher Bio, Fact – series – Frostsnow (March 2, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 19, 2019. ციტირების თარიღი: February 18, 2019
- ↑ Hammond, Pete. (July 13, 2018) 'Eighth Grade' Review: A Star Is Born As Elsie Fisher Leads Perceptive & Heartwarming Coming-Of-Age Story. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2018. ციტირების თარიღი: July 23, 2018
- ↑ Chelsea Greenwood Lassman. (July 18, 2018) Elsie Fisher in "Eighth Grade" Is a Necessary, Honest Portrayal of Modern Adolescence. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2018. ციტირების თარიღი: July 23, 2018
- ↑ 7 things to know about 'Eighth Grade' breakout star Elsie Fisher.
- ↑ Hailu, Selome (April 20, 2022). „'Barry' Stars Henry Winkler, Stephen Root and Sarah Goldberg Talk Acting Strategies at Season 3 Premiere“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 21, 2022. ციტირების თარიღი: May 1, 2022.