ელსი ვაიკიკი
| |
ტიპი | საცალო კომპანია |
---|---|
დარგი | ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება და ვაჭრობა |
დაფუძნდა |
1985 , ![]() |
დამაარსებელი | ჟორჟ ამუიალი |
სათავო ოფისი |
სტამბოლი ![]() |
მმართველი |
ვაჰაფ ქიუჩიუქი |
პროდუქცია | ტანსაცმელი და აქსესუარები |
შემოსავალი | 2 მლრდ. აშშ დოლარი |
მფლობელი | LC Waikiki Mağazacılık |
თანამშრომელი | 22 000+ |
ფილიალი | XSIDE |
სერვისის ენა |
ქართული (საქართველოში) |
საიტი | www.lcwaikiki.com |
ელსი ვაიკიკი ან LC Waikiki — თურქული საცალო ვაჭრობის კომპანია მთელი ოჯახისთვის. კომპანიის გაყიდვების ქსელი 38 ქვეყანაში 832 მაღაზიისგან შედგება. კომპანიის სახელი მომდინარეობს ჰავაის სანაპირო ვაიკიკიდან და ფრანგული ასოებიდან Les copains (ქართ. მეგობრები).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია LC Waikiki დაფუძნდა 1985 წელს საფრანგეთში, მოდელიერ ჟორჟ ამუიალის მიერ. მალევე, ის და მისი პარტნიორი დაიწყეს თანამშრომლობა თურქულ სამკერვალო კომპანია Taha Tekstil-თან, რომელიც შემდეგ გარდაიქმნა Taha Grup-ად და 1997 წელს იყიდა ელსი ვაიკიკის ბრენდი. იმავე წელს, თურქეთში ბრენდის 21 მაღაზია ამუშავდა, ხოლო ბრენდის მაღაზიები ყოველწლიურად იზრდებოდა, ასე, თურქეთის 71 პროვინციაში ვაიკიკის 380 მაღაზია ფუნქციონირებს.[1]
ვაიკიკის პირველი საზღვარგარეთის მაღაზია 2009 წელს რუმინეთში გაიხსნა. ამის შემდეგ, კომპანია გავიდა აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, ეგვიპტის, ერაყის, ირანის, ყაზახეთის, კოსოვოს, მაკედონიის, მაროკოს, მოლდოვეთის, პოლონეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სირიის, უკრაინისა და ყირგიზეთის ბაზრებზე. მოგვიანებით, ვაიკიკი სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზეც გავიდა.[2] ყაზახეთში, კომპანიის პირველი მაღაზია 2010 წელს, ნურ-სულთანში გაიხსნა, მოგვიანებით, ქვეყნის მასშტაბით ბრენდის კიდევ 34 მაღაზია გაიხსნა.
2011 წელს, ვაიკიკი თურქეთის ლიდერი კომპანია გახდა საცალო მზა ტანსაცმლის ვაჭრობის მიხედვით. 2023 წლისთვის, LC Waikiki გეგმავს გახდეს ევროპის სამი კომპანიიდან ერთ-ერთი, ტანსაცმლით საცალო ვაჭრობის მიხედვით.[3]
წარმოდგენილია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესაკუთრეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქიუჩიუქების ოჯახი — 49,91%
- დიზდარების ოჯახი — 36,11%
- ქისაჯიქების ოჯახი — 7,18%
- ამუიალების ოჯახი — 6,71%
- Taha Holding AŞ. — 0,04%
- იალჩინ ჩაღლარი — 0,04%
- მუზაფერ მუსტაფა იშჩანი — 0,01%
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ელსი ვაიკიკი Facebook-ზე
- ელსი ვაიკიკი Facebook-ზე
- ელსი ვაიკიკი Instagram-ზე
- ელსი ვაიკიკი — არხი YouTube-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თურქეთის უდიდესი ტანსაცმლის კომპანია დაარქივებული 2015-04-27 საიტზე Wayback Machine. — ფორბს უკრაინა
- ↑ Apparel Group Brings LC Waikiki, Turkey’s Leading Fashion Chain To The UAE
- ↑ კორპორატიული საიტი