ელოხოვოს საკათედრო ტაძარი
ელოხოვოს საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′22″ ჩ. გ. 37°40′29″ ა. გ. / 55.77278° ჩ. გ. 37.67472° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ელოხოვოს საკათედრო ტაძარი (რუს. Кафедра́льный собо́р в Елохове) — მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. 1938-1991 წლებში იყო საკათედრო. 1991 წლიდან მოსკოვის საქალაქო ეპარქიის საკათედრო ტაძარია. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნათლისღების სახელზე, ხოლო ეგვტერები ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა (ჩრდილოეთის) და ხარების დღესასწაულის (სამხრეთის) სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ტაძარი არის მოსკოვის პატრიარქების სერგისა და ალექსი II-ის განსასვენებელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსკოვის საეკლესიო ტრადიციის მიხედვით მოსკოვისპირეთის სოფელ ელოხოვოში 1469 წელს დაიბადა მოსკოველი სალოსი ბერი ბასილი სალოსი.
ცნობილია, რომ პირველი ქვის ტაძარი ხის ტაძრის ადგილზე ააგეს 1717-1722 წლებში. 1790-1792 წლებში მიაშენეს სატრაპეზო, ეგვტერებით (ხარებისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის) და სამრეკლო. 1799 წელს ამ ეკლესიაში მოინათლა ალექსანდრე პუშკინი.
1837 წელს ძველი ეკლესია დაშალეს, ხოლო მის ადგილზე 1845 წელს არქიტექტორმა ევგრაფ ტიურინმა შექმნა ხუთგუმბათიანი ტაძრის შენობა. ეკლესიის კურთხევა შედგა 1853 წლის 18 ოქტომბერს - აღასრულა მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტმა ფილარეტმა (დროზდოვი). 1889 წელს სატრაპეზო მიაშენა არქიტექტორმა პეტრე ზიკოვმა. 1929 წელს გუმბათის ფერწერა განაახლა არქიტექტორმა ივან კუზნეცოვმა. 1925 წელს მირქმის ლიტურგია აღავლინა პატრიარქმა ტიხონმა.
ტაძარი არასოდეს არ დახურულა, თუმცა ხან-გამოშვებებით იხურებოდა ადმინისტრაციული წესრიგისათვის. 1941 წლის 22 ივნისს ლიტურგიის დასრულბის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო დახურვის გავაწყვეტილება, მაგრამ ეს ვერ ასრულდა, რადგან სწორედ ამავე დღეს დაიწყო დიდი სამამულო ომი. 1945 წლის 25 თებერვალს მიიღო საპატრიარქო ტაძრის სტატუსი და გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის რეზიდენცია. საკათედრო ტაძარი იყო 1991 წლამდე. 1947 წელს ტაძარში კრემლიდან გადაიტანეს მოსკოვის მიტროპლიტ ალექსის ცხედარი.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით[1] ელოხოვის ტაძარში მნათედ მსახურობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მალენკოვი (1953-1955 წწ.) პენსიაზე გასვლის შემდეგ.
2004 წელს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა 3 რუბლის ნომინალის ღირებულების მონეტა „ნათლისღების ტაძარი (XVIII ს.), ქ. მოსკოვი“, ტირაჟი - 8 000 ცალი.
ტაძარში გაიმართა რამდენიმე პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიალი: 1943 წელს - სერგის, 1945 წელს ალექსი I-ის, 1971 წელს პიმენის და 1990 წელს - ალექსი II-ის.
1944 წელს ტაძრის ჩრდილოეთის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერში დაკრძალეს რუსეთის 12-ე პატრიარქი სერგი.
სამხრეთის ხარების ეგვტერში 2008 წლის 9 დეკემბერს დაკრძალეს რუსეთის 15-ე პატრიარქი ალექსი II.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Любартович В. А., Юхименко Е. М. Собор Богоявления в Елохове: история храма и прихода. М.: ЦНЦ «Православная энциклопедия», 2004.
- Богоявленский кафедральный собор. Архитектура и духовно-литургическая жизнь. Под общей редакцией О. Г. Ковалик. М., 2001
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Георгий Маленков: он правил страной после смерти Сталина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-05. ციტირების თარიღი: 2018-03-24.