ელმირა აბასოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელმირა აბასოვა
აზერ. Elmira Abbasova
დაბ. თარიღი 10 იანვარი 1932
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 12 თებერვალი 2009
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
დროშა: სსრკ სსრკ
საქმიანობა მუსიკოსი, მუსიკოლოგი, პედაგოგი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ბაქოს მუსიკალური აკადემია
ალმა-მატერი ბაქოს მუსიკალური აკადემია
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნებადმცოდნეობის კანდიდატი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე

ელმირა აბდულჰამიდ კიზი აბასოვა (აზერ. Elmira Əbdülhəmid qızı Abbasova; დ. 10 იანვარი, 1932, ბაქო — გ. 12 თებერვალი, 2009) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მუსიკისმცოდნე. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967)[1], ხელოვნებადმცოდნეობის კანდიდატი (1962), პროფესორი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელმირა აბასოვა დაიბადა 1932 წლის 10 იანვარს ბაქოში. 1955 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კონსერვატორიის ისტორიულ-თეორეტიკული ფაკულტეტი. 1958 წელს — აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ასპირანტურა. 1955 წლიდან ასწავლის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1961 წლიდან არის საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრი. 1963 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად. ასწავლიდა აზერბაიჯანის კონსერვატორიაში (1970 წლიდან — დოცენტი). 1962 წლიდან აზერბაიჯანის სსრ კომპოზიტორთა კავშირის მუსიკალური კრიტიკის სექციის თავმჯდომარედ[1]. 1977-1992 წლებში ბაქოს მუსიკალური აკადემიის რექტორი. 1973-1990 წლებში იკავებდა აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირის მდივნის თანამდებობას.

ძირითადად აზერბაიჯანის მუსიკალურ კულტურასთან დაკავშირებული რიგი მეცნიერული კვლევის, მონოგრაფიის, ბროშურისა და სტატიების ავტორი. მისი ნაშრომების უმრავლესობა უზეირ ჰაჯიბეკოვის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. მის მიერ გაშუქებულია კომპოზიტორის მუსიკალურ-დრამატული და სტილისტიკური თავისებურებანი, ახსნილია უზეირ ჰაჯიბეკოვის სიმფონიური აზროვნების მეთოდი. მონოგრაფიების „უზეირ ჰაჯიბეილის ოპერისა და მუსიკალური კომედიების“ (1961), „უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერა „ქიოროღლის“ (1965), „უზეირ ჰაჯიბეკოვი“ (1975), „უზეირ ჰაჯიკოვი. ცხოვრება და ხელოვნების გზის“ (1985) ავტორი. ასევე უზეირ ჰაჯიბეკოვის შესახებ უამრავი სტატიის ავტორი. უზეირ ჰაჯიბეკოვის ბიბლიოგრაფიის რედაქტორი (1978).

გარდაიცვალა 2009 წლის 12 თებერვალს[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Касимов К. А., Музыкальная энциклопедия, Советская энциклопедия, Советский композитор, ტ. 1, მოსკოვი, 1973.
  2. Потери азербайджанской и мировой культуры в 2009 году. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-31. ციტირების თარიღი: 2018-03-03.