ელმენტეიტა
იერსახე
| ელმენტეიტა | |
|---|---|
| კოორდინატები: 0°26′37″ ს. გ. 36°15′31″ ა. გ. / 0.44361° ს. გ. 36.25861° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1776 მ |
| ფართობი | 20 კმ² |
| საშუალო სიღრმე | 0,9 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 1,5 მ |
| ჩამდინარე მდინარეები | მერორონი |
| გამომდინარე მდინარე | გაუდინარი |
ელმენტეიტა — გაუდინარი ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კენიაში. მდებარეობს რიფტ-ველის პროვინციის ნაკურუს რაიონში, კენიის დედაქალაქ ნაირობიდან ჩრდილო-დასავლეთით 120 კილომეტრზე. დიდი რიფტული ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი — 20 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 1,5 მ. ტბის ნაპირზე მდებარეობს ქალაქი გილგილი.