ელი დე ბომონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელი დე ბომონი
ფრანგ. Léonce Élie de Beaumont
Elie de beaumont.jpg
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი 1798(1798-09-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი მეზიდონ-კანონი
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი 1874(1874-09-21)[1] [2] [3] [4] [6] [7] (75 წლის)
გარდ. ადგილი მეზიდონ-კანონი
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[8]
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა, პარიზის სამთო სკოლა და ანრი IV-ის ლიცეუმი
მეუღლე ტერეზა მარია ავგუსტა ელი დე ბომონი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, უოლასტონის მედალი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ჟან ბატისტ არმან ლუი ლეონს ელი დე ბომონი (ფრანგ. Léonce Élie de Beaumont; დ. 25 სექტემბერი 1798 — გ. 21 სექტემბერი 1874) — ფრანგი გეოლოგი. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1835 წლიდან), კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი (1832 წლიდან), გეოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. 1841 წელს გამოაქვეყნა საფრანგეთის გეოლოგიური რუკა. დედამიწაზე მთაგრეხილების განაწილების კანონზომიერებას რომ იკვლევდა, 1829 წელს წამოაყენა კონტრაქციის ჰიპოთეზა. დაამუშავა სტრატიგრაფიული ხარვეზებისა და კუთხური უთანხმოების საშუალებით დანაოჭების ასაკის განსაზღვრის მეთოდიკა, რომელიც ჟორჟ კიუვიეს კატასტროფების თეორიას ემყარებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მადანთა წარმოშობის პრობლემას. მისი აზრით, გამადნებები ყოველთვის ინტრუზივებთანაა დაკავშირებული. შემოიღო ფუძე და მჟავე ქანების ცნებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 German Entomological Institute — 1886.
  2. 2.0 2.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #116098627 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 საფრანგეთის სენატი — 1959.
  4. 4.0 4.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Léonore databaseministère de la Culture.
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია