შინაარსზე გადასვლა

ელის ბრედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელის ბრედი
ინგლ. Alice Brady
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1892(1892-11-02)[1] [2] [3] [3] [4]
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი[5]
გარდაცვალების თარიღი 28 ოქტომბერი, 1939(1939-10-28)[2] [6] [7] [3] [4] [1] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
დასაფლავებულია Sleepy Hollow Cemetery[8]
საქმიანობა კინომსახიობი და თეატრის მსახიობი
მოქალაქეობა აშშ
ჯილდოები ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში[5]
მეუღლე James Crane
ხელმოწერა

ელის ბრეიდი (ინგლ. Alice Brady, დ. 2 ნოემბერი, 1892 — გ. 28 ოქტომბერი, 1939) — ამერიკელი მსახიობი, რომელმაც თავისი კარიერა მუნჯი ფილმებით დაიწყო და მოგვიანებით გააგრძელა ხმოვან ფილმებში. იგი 1938 წლის ოსკარის მფლობელია ქალის მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

მერი როუზ ბრედი ნიუ-იორკში დაიბადა. მსახიობობით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და მამის, უილიამ ბრედის წყალობით, რომელიც თეატრის პროდიუსერი იყო, 1911 წელს, 18 წლის ასაკში, ბროდვეიზე პირველი როლები მიიღო. 1913 წელს მამამისი კინოპროდიუსერი გახდა და ბრედიმ მალევე მიიღო თავისი პირველი როლი მუნჯ ფილმში და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გამოჩნდა 53 ფილმში, რომლთა გადაღება ძირითადად ნიუ-იორკში მიმდინარეობდა. 1923 წელს მან დატოვა კინომსახიობობა 10 წლით. 1933 წელს მან გააფორმა კონტრაქტი MGM-თან და გადავიდა ჰოლივუდში, სადაც ითამაშა თავის პირველ ხმოვან ფილმში, „როდესაც ქალბატონები ხვდებიან“. მომდევნო 7 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, მან განაგრძო ფილმებში გადაღება და ამ დროის განმავლობაში 25 ფილმში ითამაშა. 1938 წელს იგი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ფილმისთვის „My Man Godfrey“, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჯილდო მოიპოვა ქალბატონი მოლი ოლირის როლისთვის ფილმში „In Old Chicago“. ოსკარის გალა ვახშამზე, ბრეიდის მიერ მოგებული ფირფიტა მოიპარეს. მძარცველს ვერ მიაკვლიეს და მსახიობმა ცერემონია დატოვა, სანამ ასლს გადასცემდნენ.

1919 წლიდან 1922 წლამდე ბრედი დაქორწინებული იყო მსახიობ ჯეიმს კრეინზე, მაგრამ ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

ალისა ბრედი კიბოთი გარდაიცვალა 1939 წლის 28 ოქტომბერს, 47 წლის იუბილემდე ხუთი დღით ადრე. ის დაკრძალულია ნიუ-იორკში, Sleepy Hollow სასაფლაოზე.

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1937 — ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვან როლისთვის („ჩემი კაცი გოდფრი“)
  • 1938 — ოსკარის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის („ძველ ჩიკაგოში“) (ნომინირებული)