ელის ბოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელის ბოლი
დაბ. თარიღი 24 ივლისი, 1892(1892-07-24)
დაბ. ადგილი სიეტლი[1]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1916(1916-12-31) (24 წლის)
გარდ. ადგილი სიეტლი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი და აფთიაქარი
მუშაობის ადგილი ჰავაის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰავაის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტი[2] და Broadway High School
სამეცნიერო ხარისხი მაგისტრი
ნათესავ(ებ)ი James Presley Ball

ელის ბოლი (დ. 24 ივლისი, 1892 — გ, 31 დეკემბერი, 1916) — აფრო-ამერიკელი ქიმიკოსი, რომელმაც საინექციო ზეთის ექსტრაქტი, 1940-იანებამდე კეთრის საუკეთესო სამკურნალო საშუალება, განავითარა.[3] ამასთან, ის იყო პირველი ქალი და პირველი აფრიკელი, რომელმაც ჰავაის შტატის უნივერსიტეტი ოსტატის ხარისხით დაასრულა.[4]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელის ავგუსტა ბოლი დაიბადა 1892 წლის 24 ივლისს სიეტლში, ჯეიმზ პრესლისა და ლაურა ბოლის ოჯახში. მისი ოჯახი საშუალო ფენას ეკუთვნოდა. ბოლის მამა იყო გაზეთის რედაქტორი, ფოტოგრაფი და ადვოკატი. ბაბუამისი, სერ ჯეიმზ ბოლი იყო ცნობილი ფოტოგრაფი და პირველი აფრო-ამერიკელი ამერიკაში, რომელამაც დაგერეოტიპია ისწავლა.[5] ჯეიმზ ბოლი 1903 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავაიში, თუმცა მალევე გარდაიცვალა, რის გამოც 1905 წელს ოჯახი უკან, სიეტლში დაბრუნდა.[5] დაბრუნების შემდეგ, ბოლმა სიეტლის საშუალო სკოლაში ისწავლა და მეცნიერების საგანი უმაღლესი ქულებით დაამთავრა. ბოლმა ქიმია ისწავლა ვაშინგტონის უნივერსიტეტში[4][6], ოთხ წელიწადში მან ფარმაცია და მედიცინური ქიმია ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. სწავლაში წარმატებების გამო, რამდენიმე სასწავლებლისგან მიიღო სტიპენდიის შეთავაზება, მათ შორის კალიფორნიისა და ჰავაის უნივერსიტეტებისგან.[7] მან ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერების ოსტატის ხარისხისთვის გადაწყვიტა სწავლა; 1915 წელს ამ მიზანს წარმატებით მიაღწია.[3]

კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაის უნივერსიტეტში საოსტატო ნაშრომად დაწერა მათრობელა წიწაკის აქტივობის პრინციპის შესახებ.[8] ნაშრომზე მუშაობისას, ბოლს დახმარება სთხოვა ექიმმა ჰარი ჰოლმანმა chaulmoogra-ს ზეთში აქტიური ქიმიური ნაერთების იზოლაციის მეთოდის შესამუშავებლად.[7] ბოლმა გააუმჯობესა ცხიმოვანი მჟავების ეთილ ესტერების იზოლირების მეთოდი chaulmoogra-ს ზეთში. ჰავაის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა არტურ დინმა განაგრძო ბოლის კვლევები, საბოლოო შედეგები მიიღო და chaulmoogra-ს ექსტრაქტის დიდი რაოდენობით წარმოებას შეუდგა.[5] დინმა ნაშომები გამოაქვეყნა და მეთოდს დინის მეთოდი უწოდა, თუმცა სანამ ჰოლმანმა არ გააჟღერა, ბოლის როლი ამ კვლევებში არ გაცხადებულა.[9][10]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელის ბოლი გარდაიცვალა 1916 წლის 31 დეკემბერს. ის ავად გახდა საკუთარი კვლევების დროს და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე სიეტლში დაბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.hawaii.edu/news/article.php?aId=1656
  2. https://sop.washington.edu/uwsop-alumni-legend-alice-ball-class-of-1914-solved-leprosy-riddle/
  3. 3.0 3.1 Jackson, Miles. Ball, Alice Augusta. Black Past. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
  4. 4.0 4.1 Brown, Jeannette (2012). African American Women Chemists. New York: Oxford University Press, გვ. 19–24. ISBN 978-0-19-974288-2. 
  5. 5.0 5.1 5.2 Wermager, Paul; Carl Heltzel (February 2007). „Alice A. Augusta Ball“ (PDF). ChemMatters. 25 (1): 16–19. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 13 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 18 June 2014.
  6. Guttman, D. Molentia (2011). African Americans in Hawaii. Charleston, South Carolina: Arcadia Publishing, გვ. 15. ISBN 978-0-7385-8116-3. ციტირების თარიღი: 15 May 2013. 
  7. 7.0 7.1 Mendheim, Beverly (September 2007). „Lost and Found: Alice Augusta Ball, an Extraordinary Woman of Hawai'i Nei“. Northwest Hawaii Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 17 May 2013.
  8. University of Hawaii at Manoa. Ball, Alice Augusta. Scholar Space. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
  9. Cederlind, Erika (29 February 2008). „A tribute to Alice Bell: a Scientist whose Work with Leprosy was Overshadowed by a White Successor“. The Daily of the University of Washington. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 19 May 2013.
  10. Meet Alice Ball – The pharmaceutical Chemist who developed the first effective treatment for Leprosy. tumblr (3 December 2013). ციტირების თარიღი: 13 October 2015.