შინაარსზე გადასვლა

ელის ბაკაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელის ბაკაი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ელის ფლამურ ბაკაი
დაბადების
თარიღი
25 ივნისი 1987 წელი
დაბადების
ადგილი
ტირანა, ალბანეთი.
სიმაღლე 1.75[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი

ელის ბაკაი(დ. 25 ივნისი, 1987) — ყოფილი ალბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ნახევარმცველად და თავდამსხმელად.[2]

ბაკაიმ კარიერა KF Kristali-ის ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი ტირანას პარტიზანში გადავიდა. 2002 წელს მან დაიწყო პროფესონალურლი კარიერა პარტიზანში და იქ თამაშობდა 2009 წლამდე, სანამ იგი ტირანას დინამოში გადავიდოდა,[3] ეგრედ წოდებულ მეტოქეებთან. ამ კლუბში იგი ორი წლის მანძილზე თამაშობდა, შემდეგ კი იგი გაცდა ალბანეთის საზღვრებს და გააფორმა კონტრაქტი რუმინულ კლუბ დინამო ბუკურესტთან. მათთან ერთად ბაკაიმ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა და იგი უკრაინაში წავიდა. აქ მან კონტრაქტი გააფორმა ოდესის ჩორნომორეცთან.[4] 2014 წლის უკრაინის რევოლუციით გამოწვეული სამოქალაქო არეულობის გამო, ბაკაი დაბრუნდა ალბანეთში და გააფორმა კონტრაქტი KF Tirana-სთან, რომელიც მისი კარიერის დაწყებიდან მესამე კლუბი იყო.[5]

2008 წლიდან, იგი გახდა ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, ბაკაის ალბანეთის ქვეყნის ნაკრებში 25-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2008 წელს შედგა და ოთხი წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკაი დაიბადა ტირანაში, მან დაიწყო თავისი კარიერა რვა წლის ასაკში და მისი პირველი კლუბი KF Kristali იყო, რომელსაც იგი 1996 წლის მაისში, შეუერთდა მიუხედავად იმისა, რომ კლუბში იგი ექვს თვეზე ნაკლები თამაშობდა, მან მაინც მოახერხა ახალგაზრდული ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება.[6]

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ელისს პირადად ავარჯიშებდა ყოფილი ალბანელი ფეხბურთელი და დინამო ტირანას მოთამაშე ანდრეა მარკო. 1997 წლის ივნისში იგი საფეხბურთო კლუბ ტირანას პარტიზანს შეუერთდა, იმ დროისთვის ამ კლუბს გაზმენდ კრაია ხელმძღვანელობდა. ბაკაიმ იდეალურად ასპარეზობდა კლუბის რიგებში, მან გააოცა კლუბი, მათ შორის კლუბის პრეზიდენტი ალბერტ ჯანი, რომელმაც 2002 წლის იანვარში ბაკაი კლუბის ძირითად გუნდში გადაიყვანა.[6]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Football : Elis Bakaj“. Football Database. ციტირების თარიღი: 8 February 2016.
  2. „Albania – E. Bakaj – Profile with news, career statistics and history“. Soccerway. ციტირების თარიღი: 26 August 2015.
  3. „Dinamo, Bakaj, blerja e shtrenjtë e kampionëve“ [Dinamo, Bakaj, expensive purchase of the champions] (Albanian). Arkiva Shqiptare e Lajmeve. 8 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 10 June 2016.
  4. Элис Бакай стал «моряком» uk. ციტირების თარიღი: 2023-06-14
  5. „Zyrtare, Elis Bakaj firmos për Tiranën“ [Official, Elis Bakaj signs for Tirana] (Albanian). The Albanian. 19 July 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2016. ციტირების თარიღი: 25 August 2014.
  6. 6.0 6.1 Elis Bakaj Bio Albanian. Bakaj19.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 3 September 2011