შინაარსზე გადასვლა

ელისი საოცრებათა ქვეყანაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სათაურით „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ეს სტატია იძებნება. სხვა მნიშვნელობებისთვის იხ. ალისა საოცრებათა ქვეყანაში (მრავალმნიშვნელოვანი).
„ელისი საოცრებათა ქვეყანაში“
Alice's Adventures in Wonderland

პირველი გამოცემის გარეკანი.
ავტორი ლუის კეროლი
ილუსტრატორი ჯონ ტენილი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა
გამომცემელი Macmillan
გამოცემის თარიღი 26 ნოემბერი, 1865
ქართულად გამოიცა 2014
წინამორბედი
მომდევნო „სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა“

„ელისის თავგასავლები საოცრებათა ქვეყანაში“[] (ინგლ. Alice’s Adventures in Wonderland1865 წლის ფენტეზის ჟანრის მოთხრობა, რომლის ავტორია ინგლისელი მათემატიკოსი ჩარლზ ლატვიჯ (ლუტვიჯ) დოჯსონი. წიგნი მან გამოსცა ფსევდონიმით ლუის კეროლი. იგი აღწერს თუ როგორ მოხვდება მთავარი პერსონაჟი, გოგონა ელისი, კურდღლის სოროდან უცნაურ სამყაროში, რომელშიც გაიცნობს სხვადასხვა ანთროპომორფულ არსებას. ნაწარმოებში ლოგიკასთან ხშირი თამაშია, რამაც მას პოპულარობა მოუპოვა უფროს და უმცროს თაობებშიც.[1] „ელისი“ აგრეთვე ცნობილია, როგორც „ლიტერატურული აბსურდის“ (უაზრობის) ჟანრის მაგალითი.[2] ლიტერატურაზე თუ პოპულარულ კულტურაზე გავლენა იქონია ნაწარმოების მრავალმა პერსონაჟმა, ისევე, როგორც სიუჟეტებმა და ილუსტრაციებმა.

  1. ძველ თარგმანებში ეწოდება „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lecercle, Jean-Jacques (1994) Philosophy of nonsense: the intuitions of Victorian nonsense literature Routledge, ნიუ-იორკი. ISBN 978-0-415-07652-4. p. 1 ff
  2. Schwab, Gabriele (1996) "Chapter 2: Nonsense and Metacommunication: Alice in Wonderland" in The mirror and the killer-queen: otherness in literary language Indiana University Press, Bloomington, ინდიანა. ISBN 978-0-253-33037-6. გვ. 49–102