ელისე (ჯოხაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელისე (მეუფე))
ელისე
ნიკორწმინდის ეპარქიის მიტროპოლიტი

მეუფე ელისე
პროვინცია რაჭა
ეპარქია ნიკორწმინდის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1996
პირადი მონაცემები
საერო სახელი ელდარ ჯოხაძე
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1949
დაბადების ადგილი შქმერი
გარდაცვალების თარიღი 16 მარტი, 2015
გარდაცვალების ადგილი ონი
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი ელისე (ერისკაცობაში — ელდარ რაჟდენის ძე ჯოხაძე; დ. 16 თებერვალი, 1949, შქმერი — გ. 16 მარტი, 2015, ონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნიკორწმინდის ეპარქიის მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს მღვდლად ეკურთხა. 1985-1994 წლებში იყო მოძღვარი ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში, ხოლო 1994-1996 წლებში — ანჩისხატისა და მეტეხის ეკლესიებში; 1996 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა, ხოლო 1996 წლის 17 მარტს — ეპისკოპოსად ეკურთხა; 2002 წელს გახდა ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი, 2008 წლის 16 თებერვალას — მიტროპოლიტი. კათედრა ჰქონდა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში. გარდაიცვალა 2015 წლის 16 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ქალაქ ონში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]