ელისაბედ წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.

ელისაბედ გიორგის ასული წერეთელი (დ. 1857 — გ. 4 იანვარი, 1942, თბილისი) — ქართველი მეცენატი ქალი. იყო სალომე ერისთავის ასული წერეთელის (გ. 4 იანვარი, 1900, დაბა საჩხერე, დაკრძ. ჯრუჭის მონასტერში) რძალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით საჩხერეში გაიხსნა ქალთა ორწლიანი სასწავლებელი. საჩხერეში მისი თაოსნობით აშენდა ეკლესია, სადაც მისი როგორც ქტიტორის ფრესკა არსებობს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში.

ელისაბედის სახელს უკავშირდება საჩხერეში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, კლუბი, თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბება, საავადმყოფო, მდინარე ყვირილაზე ხის ხიდის მშენებლობა, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და რკინიგზის სადგურის შენობა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქონება ჩამოართვეს, თვითონ კი თბილისში ცხოვრობდა. 1942 წლის 4 იანვარს, 85 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იქიდანვე გამოასვენეს და დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „ივერია“, 1900, 4 იანვარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]