ელისაბედ ტიუდორი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელისაბედ ტიუდორი
Elizabeth Tudor.jpg
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1978(1978-07-26) (44 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
ფსევდონიმი Elizabeth Tudor
საქმიანობა მწერალი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
ენა აზერბაიჯანული ენა, რუსული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი Azerbaijan International University, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი და University of Miami School of Law
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა და fantastique
საიტი elizabeth-tudor.com

ელისაბედ ტიუდორი (რუსულად: Элизабет Тюдор) სრული სახელი ლალა ელისაბედ ტიუდორ ჰასენბერგი (Лала Элизабет Тюдор Гассенберг), იგივე ლალა ჰასანოვა (Лала Гасанова) (დ. 1978 წლის 26 ივლისი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი და რუსი მწერალი, რომელიც ნაწარმოებს ქმნის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. ის ნაწილობრივ ებრაული წარმოშობისაა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიუდორი ბაქოში დაიბადა, 1998 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2013 წელს ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტი და 2015 წელს მაიამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. მან წერა დაიწყო 1994 წელს, ჟანრად კი სამეცნიერო ფანტასტიკა აირჩია. ტუდორი არის რუსულენოვან მწერალთა საერთაშორისო ფედერაციისა და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი. იგი ასევე არის საერთაშორისო მწერლების პროფკავშირების წევრი, როგორიცაა ,,ახალი თანამედროვე და ფართო სამყარო''. 2016 წელს ელიზაბეტ ტუდორი გახდა ავტორთა გილდიის წევრი, რომელიც ამერიკის უძველესი და უდიდესი პროფესიული ორგანიზაციაა მწერალთათვის.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიუდორის პირველი რომანი 2001 წელს გამოიცა, ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟარში იყო შექმნილი და ,,დროის ომები" ერქვა. 2002 წელს ელიზაბეტ ტუდორი მიიღეს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირში. იმავე წელს გამოიცა მისი ორი ახალი წიგნი, სამეცნიერო ფანტასტიკის რომანი ,,არჩეული ცა" და ფანტასტიკური და სათავგადასავლო მოთხრობების კრებული ,,მკვლელი ჩუპაკაბრა".

2003 წელს მან დაასრულა ისტორიულ – ფანტასტიკური რომანი „წყალქვეშა კასპიის საიდუმლო“. 2004 წელს გამოქვეყნდა სამეცნიერო ფანტასტიკის რომანი „შვიდი დესპანი“, რომელიც მან ინგლისელი მწერლის ვალტერ სკოტის ხსოვნას მიუძღვნა. 2005 წელს გამოიცა კიდევ ორი ​​წიგნი - ცათა დევნილები და ცათა ოსტატები.

2007 წელს ტიუდორმა კალიფორნიის გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს მიუძღვნა შემდეგი სამეცნიერო ფანტასტიკის რომანი, სახელწოდებით ,,შეჯახება". ეს იყო ერთადერთი წიგნი აზერბაიჯანიდან, რომელიც 2008 წელს გერმანიაში,[2] შტუტგარტში ჩატარებულ რუსულ ლიტერატურულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. შეჯახების გამოცემის წელსვე გამოიცა მოთხრობების კრებული ,,საუკუნეთა ჩრდილი".

გავრცელებული ინფორმაციით, მისი სერია ,,საროს" ისტორიული ფანტასტიკური რომანებიდან იქნება 13 ტომიანი სერია.[3]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Война времен" (2001) (დროის ომი)
  • "Избранники небес" (2002) (ელექტრული ცა)
  • "Тайны подводного Каспия" (2004) (წყალქვეშა კასპიის საიდუმლოებები) [4]
  • "Семь посланников" (2004) (შვიდი დესპანი)[5]
  • "Изгнанники небес" (2005) (ცათა დევნილები)
  • "Повелители небес" (2005) (ცათა ოსტატები)
  • "Коллизия" (2007) (შეჯახება)
  • Сарос "Кевин Коннор" (2009) (საროსი: კევინ კონორი)
  • Сарос «Аарон Шмуэль» (2009) (საროსი: აარონ შმუელი)
  • Сарос «Барак Келлерман» (2011) (საროსი: ბარაკ კელერმენი)
  • Сарос «Борис Гроссман» (2013) (საროსი: ბორის გროსმანი)
  • Сарос «Аббас Алекперов» (2014) (საროსი: აბას ალაკბაროვი)
  • მოკლე ნოველები
  • Черная смерть в белую зиму " (შავი სიკვდილი თეთრ ზამთარში )
  • "Ложь, предательство и месть" (სიცრუე, ღალატი და შურისძიება)
  • "Тень веков" (2007) (ასაკის ჩრდილი)

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Убийца Чупакабра" (2002) (მკვლელი ჩუპაკაბრა)[6]
  • "Если наступит завтра" (,,თუ ხვალ მოვა ....")
  • "Захватчики миров" („მსოფლიო დამპყრობლები“)
  • "Горячий капучино" („ცხელი კაპუჩინო“)
  • "Эльютера - остров грез" (,,ელეუტერა - ოცნების კუნძული")
  • "Время, взятое взаймы" („ნასესხები დრო“)
  • "Человек-шок" (,,შოკი კაცი")
  • "Интеллигент-убийца" (,,ინტელექტუალური მკვლელი")
  • "Убийца времени" (,,დროის მკვლელი")
  • "Воришка Бен" („ქურდი ბენი“)
  • "Заключенный 1333" (2008) („პატიმარი 1333“)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elizabeth Tudor at the Authors Guild(in English)
  2. "Лала Гасанова (Элизабет Тюдор): «Хотелось бы, чтобы у наших авторов были более захватывающие и интересные сюжеты» (Lala Hasanova (Elizabeth Tudor): "I would like our authors to have more exciting and interesting stories")". დაარქივებული 2020-11-08 საიტზე Wayback Machine. Sputnik Azerbaijan (in Russian). October 27, 2008. Retrieved November 2, 2019.
  3. An interview with Elizabeth Tudor/Lala Hassenberg დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine. (in Russian)
  4. Sevindj (May 21, 2004). ELIZABETH TUDOR HAS PRESENTED THE NEW BOOKS TO READERS"." Olaylar. 97 (928). Retrieved November 2, 2019.
  5. Shalala (May 21, 2004).ELIZABETH TUDOR AND HER NEW BOOKS" ". Caspian. 097 (832). Retrieved November 2, 2019.
  6. Ordukhanova, H. (2004). "THE IMAGINATION STRETCHING ON TO TWO THOUSAND YEARS FORWARD Notes about the creativity of the Azerbaijani writer Elizabeth Tudor". Made in Azerbaijan Magazine (3). Retrieved November 2, 2019.