ელისაბედ ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ელისაბედ ორბელიანი (დ. 1871, თბილისი — გ. 1942, იქვე) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზინდარი“. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს: „თავისუფალ საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკას“ (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს“ (ინგლისურ ენაზე). ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება. 1918 ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 308, თბ., 2018 წელი.