შინაარსზე გადასვლა

ელისაბედ ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელისაბედ ერისთავი (ვ. ბარკანოვის ფოტოგრაფია)

ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავი (დ. 1864 — გ. 1949) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

ელიზბარ და ქეთევან ერისთავების შვილი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. ელისაბედ ერისთავი იყო საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რედაქტორი (ნინო ნ. ზურაბიშვილთან ერთად, 1904-1905, ნინო ზურაბიშვილთან ერთად). საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ქონება ჩამოართვეს, 1920-იან წლებში თბილისის საავადმყოფოებში მესასთუმლე ქალად მუშაობდა. საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო წლები ახლო ნათესავებთან გაატარა.[1]

ერისთავის ფრაგმენტული ხასიათის მოგონებები (დაცულია გ. ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში) შეიცავს საინტერესო მასალას XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I მეოთხედის ქართული არისტოკრატიის, საზოგადოებრივ-კულტურული და სალიტერატურო ცხოვრების შესახებ.

  • მოგონება მამაზე, კრბ. „ელიზბარ ერისთავი“, თბ., 1997. — გვ. 140–141.
  • მემუარები, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2022(არტანუჯის წყაროები), ISBN 9789941494871.
  1. ↑ ქევანიშვილი ე., არისტოკრატი მესასთუმლე — რას გვიამბობს ელისაბედ ერისთავის მემუარები?, „რადიო თავისუფლება“, ოქტომბერი 12, 2022.